ტოჩინოშინი ბაშოს ჩაეხსნა – დროებით?

  14 ნოემბერს, იაპონიაში სტარტი კიუშუ ბაშომ აიღო. ტორიკუმში (სუმოტორების მატჩების განრიგი) ტოჩინოშინის სახელი შეტანილი იყო, თუმცა, ქართველმა ფალავანმა წელის ტრავმა მიიღო და კიუჯოზე (ბაშოდან ჩაეხსნა) გავიდა. ლევანის დაბრუნება მისსავე ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, თუმცა რამდენ დღესაც გამოტოვებს, წაგების გრაფაში იმდენი მარცხი ჩაეწერება. თუ ბაშოზე დაბრუნებას ვერ მოახერხებს, ჯურიოში (მეორე დივიზიონში) დაქვეითდება. პირველ დღეს, ტოჩინოშინი იუტაკაიამას უნდა შერკინებოდა, თუმცა… Continue reading ტოჩინოშინი ბაშოს ჩაეხსნა – დროებით?

ტოჩინოშინი იუტაკაიამას შეერკინა [ვიდეო]

აკი (სექტემბრის) ბაშოს მეექვსე დღეს, ტოჩინოშინი იუტაკაიამას შეერკინა. ქართველს იაპონელთან ურთიერთშეხვედრებში 4-დან 4 მოგება ჰქონდა და აქაც გამარჯვებას ველოდით.   საბედნიეროდ, ლევანმა გაგვახარა, იუტაკაიამას მავაში ხელში მოიგდო და ის დოჰიოდან გაიყვანა.   ჩვენებურის ბალანსი 2 მოგება და 4 მარცხია. ხვალინდელი მეტოქე ბრაზილიელი კაისეია.