დღე მეშვიდე: ტოჩინოშინი ლომივით იბრძვის! [ვიდეო]

კიუშუ ბაშოს მეშვიდე დღეს, ტოჩინოშინმა მესამე ორთაბრძოლა ჩაატარა. ქართველის მეტოქე იშიურა იყო, რომელსაც ჩვენებური ურთიერთშეხვედრებში 4:3-ს ამარცხებდა.   მართალია, იშიურა “მსუბუქწონოსანია”, თუმცა მოძრავი და მისგან ჰენკა მოულოდნელი ნამდვილად არ არის.   ლევანისთვის მთავარი მასთან ახლო კონტაქტში ბრძოლა იყო, მეტოქე შეიტყუა, თითქოს მოროზაშიშიც (იღლიებს შორის ხელებით) შეუშვა, მაგრამ უპირატესობა სწორედ მანდ მოიპოვა და იორიკირის კიმარიტეთი გაიმარჯვა.… Continue reading დღე მეშვიდე: ტოჩინოშინი ლომივით იბრძვის! [ვიდეო]

დღე მეათე – ტოჩინოშინი იშიურას შეერკინა [ვიდეო]

ნაგოა ბაშოს მეათე დღეს ქართველი სუმოისტი, ტოჩინოშინი იშიურას შეერკინა. ეს რიკიშების მეშვიდე შერკინება იყო, სადაც ლევანს 4 გამარჯვება და 2 მარცხი ჰქონდა. სამწუხაროდ ქართველს ამჯერად არ გაუმართლა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. ქართველს მიმდინარე ბაშოზე 3 მოგება და 7 მარცხი აქვს.