პირველ დღეს გამარჯვების შემდეგ, ჰაცუ ბაშოს მეორე დღეს, ტოჩინოშინი იჩიამამატოს შეერკინა. რიკიშები ერთმანეთს აქამდე ორჯერ შეხვედროდნენ, სადაც თითო-თითო გამარჯვება დაუგროვდათ. სამწუხაროდ, დღევანდელი ორთაბრძოლა მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა. ტაჩი-აის შემდეგ, ქართველმა მავაში ვერ მოიხელთა, რითაც იჩიმამოტომ ისარგებლა და ლევანი დოჰიოდან გადაიყვანა. ხვალ ვაკამოტუჰარუა…
Tag: იჩიამამოტო
მერვე დღე: ტოჩინოშინი იჩიამამოტოს შეერკინა [ვიდეო]
აკი ბაშოს მე-8 დღეს, ტოჩინოშინი იჩიამამოტოს შეერკინა. რიკიშები ამ შეხვედრას ერთნაირი ბალანსით – 2:5 – შეერკინენ, ურთიერთშეხვედრებში კი აქამდე ერთხელ დაპირისპირებოდნენ, რომელიც ლევანმა მოიგო. ორთაბრძოლამ გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა, თუმცა, სამწუხაროდ, გამარჯვება მოწინააღდეგეს დარჩა. ლევანის მაკუუჩიში (უმაღლესი დივიზიონი) ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. იმედი გვაქვს, 6 გამარჯვების მოპოვებას შეძლებს. ხვალ ჩიონოოა.
დღე მეშვიდე: ტოჩინოშინი კაისეის შეერკინა [ვიდეო]
აკი ბაშოს მე-7 დღეს, ტოჩინოშინი კაისეის შეერკინა. შერკინებას ორივე რიკიში ერთნაირი ბალანსით – 2:4 – შეხვდა, ურთიერთშეხვედრებში კი ბრაზილიელი 13:10-ს იგებდა. სამწუხაროდ, ეს ბრძოლა ქართველისთვის წარმატებული არ აღმოჩნდა. სუმოტორები მავაშიში (ქამარში) შევიდნენ და ასეთ სიტუაციაში ტოჩინოშინი მეტოქეს ოპტიმალურ ფორმაში თუ გააქრობდა, ახლა ასე აღარ არის. ხვალ იჩიამამოტოა…
დღე მეთოთხმეტე: ქართველი ამწე! [ვიდეო]
ნაგოია ბაშოს მე-14 დღე ტოჩინოშინისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ქართველი გოლიათი, კარიერაში პირველად, იჩიამამოტოს შეერკინა და იროიკირის კიმარიტეთი დოჰიოს მიღმა გაიყვანა. ამ გამარჯვების შემდეგ, ლევანმა მე-6 გამარჯვება მოიპოვა, მარცხის გრაფაში კი – 8 უწერია. ხვალ ბოლო დღეა, მოწინააღმდეგის ვინაობა ცნობილი მოგვიანებით გახდება
დღე მეცამეტე: ეს ტოჩინოშინის სუმოა [ვიდეო]
ნაგოია ბაშოს მე-13 დღეს, ტოჩინოშინი ცურუგიშოს შეერკინა. ქართველმა რიკიშიმ მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი) უკვე დააფიქსირა – 4:8 – თუმცა, რაც მეტს მოიგებს, უფრო ნაკლებად დაქვეითდება. მოგეხსენებათ, ლევანი ახლა მე-12 მაეგაშირაა. საბედნიეროდ, ეს შერკინება ჩვენებურისთვის სასურველი შედეგით დასრულდა. ტოჩინოშინმა ტაჩი-აიზევე (თავდაპირველი შეტაკება) მავაში აიღო და გამარჯვება აღარ გასჭირვებია ბალანსი: 5 მოგება და 8 მარცხი … Continue reading დღე მეცამეტე: ეს ტოჩინოშინის სუმოა [ვიდეო]