დღე მეათე: ტოჩინოშინი კაისეის შეერკინა [ვიდეო]

ჰარუ (მარტის) ბაშოს მე-10 დღეს, ტოჩინოშინი კაისეის შეერკინა.   რიკიშები ერთმანეთს 27-ედ დაუპირისპირდნენ, აქამდე,14 გამარჯვება ქართველს ჰქონდა, ბრაზილიელს კი – 12.  მართალია ურთიერთშეხვედრებში ლევანის მცირე უპირატესობა იკვეთება, თუმცა კაისეიმ ჩვენებურის დამარცხება ბოლო 5-დან 4 ორთაბრძოლაში შეძლო. ამ შერკინების ინტრიგა ისიც იყო, რომ ორივეს ერთნაირი ჩავლება უყვარს და ტოჩინოშინის ფორმას ეს ორთაბრძოლა ნათლად დაგვანახებდა.   საბედნიეროდ,… Continue reading დღე მეათე: ტოჩინოშინი კაისეის შეერკინა [ვიდეო]

დღე მეცხრე: ტოჩინოშინი კოტოშოჰოს შეერკინა [ვიდეო]

ჰარუ (მარტის) ბაშოს მე-9 დღეს, ტოჩინოშინი კოტოშოჰოს შეერკინა. ამ ორთაბრძოლამდე, რიკიშები ერთმანეთს ორჯერ შეხვედროდნენ, სადაც, ორივე შემთხვევაში, გამარჯვება ლევანს დარჩა. რაც შეეხება ბალანსს, ორივეს ერთნაირი ბალანსი ჰქონდა – 5 მოგება და 3 მარცხი.   საბედნიეროდ, ამჯერადაც ყველაფერი ქართველის სასარგებლოდ წარიმართა. კარგი თავდაპირველი ტაჩი-აის (შეტაკება) შემდეგ, ტოჩინოშინმა მეტოქის ჰატაკიკომიზე (თავზე ხელის ჩამორტყმით დაგდება) დაჭერა სცადა, პირველ… Continue reading დღე მეცხრე: ტოჩინოშინი კოტოშოჰოს შეერკინა [ვიდეო]

დღე მეოთხე: ტოჩინოშინი კაისეის შეერკინა [ვიდეო]

ჰაცუ ბაშოს მეოთხე დღეს, ტოჩინოშინი კაისეის შეერკინა. რიკიშები შეხვედრას ერთნაირი ბალანსით, 1 მოგებითა და ორი მარცხით, შეხვდნენ. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, ქართველს მეტოქე დამარცხებული 14-ჯერ ჰყაბდა, ბრაზილიელს კი – 11-ჯერ.   სამწუხაროდ, ეს დღე ლევანის არ იყო. ორივე რიკიში ერთმანეთს იოცუ-ძუმოში (მავაშიში) შეერკინა, სადაც უკეთესი კაისეი აღმოჩნდა.   ხვალ კოტოეკოა. ურთიერთშეხვედრებში მას ლევანი 4:1-ს უგებს…  

დღე მეცხრე: ტოჩინოშინი შოჰოზანს შეერკინა! [ვიდეო]

კიუშუ ბაშოს მე-9 დღეს, ტოჩინოშინი შოჰოზანს შეერკინა. ქართველს გამარჯვებები ძალიან სჭირდება, რადგან, ტრავმის გამო, პირველი ოთხი ბრძოლა გამოტოვა (ოთხივე წაგებად ჩაეთვალა) შემდეგ ოთხში კი ორი მოიგო და ორი წააგო.   ძალიან სანახაობრივი და ხანგრძლივი ორთაბრძოლა გამოვიდა, სადაც, როგორც გამარჯვების სიხარული, ასევე დამარცხების ტკივილი გამოვცადეთ. დიახ, ლევანმა შოჰოზანი დოჰიოდან გადაიყვანა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ორთაბძოლის შუაში, ჩვენებურმა… Continue reading დღე მეცხრე: ტოჩინოშინი შოჰოზანს შეერკინა! [ვიდეო]

დღე მეშვიდე: ტოჩინოშინი კაისეის შეერკინა [ვიდეო]

აკი ბაშოს მე-7 დღეს, ტოჩინოშინი კაისეის შეერკინა. შერკინებას ორივე რიკიში ერთნაირი ბალანსით – 2:4 – შეხვდა, ურთიერთშეხვედრებში კი ბრაზილიელი 13:10-ს იგებდა.   სამწუხაროდ, ეს ბრძოლა ქართველისთვის წარმატებული არ აღმოჩნდა. სუმოტორები მავაშიში (ქამარში) შევიდნენ და ასეთ სიტუაციაში ტოჩინოშინი მეტოქეს ოპტიმალურ ფორმაში თუ გააქრობდა, ახლა ასე აღარ არის.   ხვალ იჩიამამოტოა…      

ტოჩინოშინი იუტაკაიამას შეერკინა [ვიდეო]

აკი (სექტემბრის) ბაშოს მეექვსე დღეს, ტოჩინოშინი იუტაკაიამას შეერკინა. ქართველს იაპონელთან ურთიერთშეხვედრებში 4-დან 4 მოგება ჰქონდა და აქაც გამარჯვებას ველოდით.   საბედნიეროდ, ლევანმა გაგვახარა, იუტაკაიამას მავაში ხელში მოიგდო და ის დოჰიოდან გაიყვანა.   ჩვენებურის ბალანსი 2 მოგება და 4 მარცხია. ხვალინდელი მეტოქე ბრაზილიელი კაისეია.      

დღე მეოთხე – ტოჩიონიშინი კაისეის შეერკინა [ვიდეო]

ნაგოია ბაშოს მეოთხე დღეს, ტოჩინოშინი კაისეის შეეკინა. ეს რიკიშების ოცდამესამე შერკინება იყო, სადაც ლევანს 13 გამარჯვება ჰქონდა, ბრაზილიელს კი – 9.   სამწუხაროდ, ამ ბაშოზე ქართველი ფორმაში არ არის და ზედიზედ მეოთხე შერკინება წააგო. ამჯერად გდებით – სუკუინაგე…