სანიოლის ნაკრები, როგორც როკი IV…

რა საფეხბურთო დღეები გვქონდა, იფ, იფ, იფ… არ დაგვასვენა საქართველოს ნაკრებმა (კარგი გაგებით) და შედეგთან ერთად, ლაღი თამაშიც აჩვენა. ძალიან სპეციფიკური კალენდარი, გადატვირთული გრაფიკი, 29 გამოძახებული ფეხბურთელი და ვილი სანიოლის დილემები – შეუძლებელია, ყველაფერი ზუსტად გაითვალისწინო, ზუსტად შეარჩიო შემადგენლობა ოთხივე შეხვედრაში. 4 მატჩში 10 ქულა და 12 გატანილი გოლი, ამ ოთხიდან სამი მოგება და სამივე… Continue reading სანიოლის ნაკრები, როგორც როკი IV…

რივალდოს შვილის ნახატი პასი… (+ვიდეო)

ნახეთ ლეგენდარული რივალდოს შვილი რივალდინიო… საგოლე რაბონა-პასი დახატა. რივალდინიო პოლონეთის კრაკოვიაში თამაშობს, ანუ ოთარ კაკაბაძის თანაგუნდელია. ეს პასი კი ჩემპიონატში სტალ მელეცთან შეხვედრაში გააკეთა. 2:1 მოიგო კრაკოვიამ, რომელიც ცხრილის შუაში, მეცხრე ადგილზეა. მამის დონეზე დიდი ბოდიში, თუმცა აი ამჯერად გამოურია. რივალდინიო 26 წლისაა. რამდენიმე წლის წინ რუმინეთის თასი მოიგო გეორგე ჰაჯის ვიტორულში.