კარლო და ბრაზილია… როგორ, როდის და რატომ?

კარლო ანჩელოტიმ კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი ბრაზილიის ნაკრებში შესაძლო დანიშვნაზე. ცნობილია, რომ ბრაზილიური მხარე ანჩელოტის დაუკავშირდა… „კარიერის ბოლოს ნამდვილად შეიძლება ნაკრებში მუშაობა. ამაზე მიფიქრია. მაგრამ ახლა მთლიანად კონცენტრირებული ვარ რეალზე და მომწონს ყოველდღიურად მწვრთნელობა, ვარჯიშები“. ადრე დაიწერა, რომ ანჩელოტიმ 2023 წლის ზაფხულისთვის ბრაზილიაში წასვლა არ გამორიცხა. მანამდე შეუძლებელიაო… ანჩელოტი და ბრაზილია… ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება… Continue reading კარლო და ბრაზილია… როგორ, როდის და რატომ?

კაკას შოკი… რონალდოზეა საუბარი???

კაკამ უცნაური და სამწუხარო რეალობა თქვა: რონალდოს ბრაზილიაში საკმარისად არ აფასებენო… „ვიცი, რომ უცნაურია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ შოკირებული ვარ. ბევრი ბრაზილიელი ეროვნულ ნაკრებს არ ქომაგობს. ყოველ შემთხვევაში, ადრინდელთან შედარებით ეს შეიმჩნევა. რონალდოს აქ, ყატარში თუ დაინახავთ, დაიძახებთ Wow!, ბრაზილიაში კი ის უბრალოდ მსუქანი კაცია, რომელიც თავისთვის მიდის ქუჩაში. ვხედავ, რონალდოს მიმართ ურთიერთობა ბრაზილიაში და უცხოეთში… Continue reading კაკას შოკი… რონალდოზეა საუბარი???

კაკა: კვარა მაგარი ბიჭია, დასანანია…

დიდმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა და მილანის ლეგენდამ, კაკამ La Gazzetta dello sport-ს ინტერვიუ მისცა. მას კვარაცხელიას შესახებაც ჰკითხეს – რას ფიქრობთ, ფანტაზია ბალანსზე უკეთესია? აი, მაგალითად, კავარაცხელიას ნაპოლი სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგას ლიდერობს… “კვარა დიდებული სიურპრიზია. ის ძალიან მაგარია. სამწუხაროა, კვარაცხელია და ჰოლანდი მსოფლიოზე მონაწილებას ვერ მიიღებენ. ფატაზია ყოველთვის სიურპრიზებს გვთავაზობს. ფეხბურთელებს შორის ესაა განსხვავება, ფანტაზისტები… Continue reading კაკა: კვარა მაგარი ბიჭია, დასანანია…

ყველაზე პრეზიდენტი…

მადრიდის რეალის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, ევროპული საფეხბურთო კლუბების თავკაცებს შორის საუკეთესო გახდა. ეს ამბავი  European Golden Boy 2022-ის დაჯილდოებისას გაცხადდა – წერს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი. პერესი „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტი პირველად 2000 წელს გახდა. მის სახელთანაა დაკავშირებული ცნობილი გალაქტიკოსი, როცა გუნდში ლუიშ ფიგუ, რონალდო, ზინედინ ზიდანი, დევიდ ბექემი, მაიკლ ოუენი და რობინიო მივიდნენ. 2006 წლის თებერვალში… Continue reading ყველაზე პრეზიდენტი…

“რეალში ყველაზე დასამახსოვრებელი დღე? ბოლო დღე”

  ბრაზილიელმა კაკამ თქვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატს მოუთმენლად ელის და საყვარელი ნაკრების დიდი იმედიც აქვს. დაასახელა ბრაზილიის ნაკრების პოტენციური ლიდერიც: „ნეიმარი მშვენიერ ფორმაშია და სავარაუდოდ ის იქნება ლიდერი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გვერდში ჰყავს ვინიუსიუსის დონის ფეხბურთელი. ახლა ბრაზილიას ჰყავს ასევე რაფინია, ანტონი, რიშარლისონი… ისინი ახალგაზრდები აღარ არიან, უკვე თამამად შეუძლიათ ნეიმართან ერთად გადამწყვეტ დროს ლიდერობა“.… Continue reading “რეალში ყველაზე დასამახსოვრებელი დღე? ბოლო დღე”

„ის კაკაზე ძლიერია“ – რას ამბობს ნაპოლის ყოფილი მეკარე?

  მილანი-ნაპოლი ახლოვდება. კვირას სან-სიროზე მაგარ მატჩს ელოდებიან. იტალიურ პრესაში მილანისა და ნაპოლის ყოფილი მეკარის კომენტარებია. ისინი ხვიჩა კვარაცხელიაზეც საუბრობენ… ჯოვანი გალი (არიგო საკის ბრწყინვალე მილანში ორჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი და შემდეგ ნაპოლიში გადავიდა): „ვაღიარებ, მის შესახებ ბევრი არ ვიცოდი. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ საქართველოს ნაკრებში ჩაატარა მაგარი თამაშები. ნაპოლი კვარაცხელიათი უდავოდ გაძლიერდა. დიდი ძალაა,… Continue reading „ის კაკაზე ძლიერია“ – რას ამბობს ნაპოლის ყოფილი მეკარე?