მამაილა

ატლეტიკოს დამრიგებლის, დიეგო სიმეონეს ვაჟმა ჯოვანიმ, რომელიც იტალიური კალიარის ღირსებას იცავს, ინსტაგრამში საინტერესო-სალაღობო ფოტოები გამოაქვეყნა. მან მამამისივით შავი სამოსი ჩაიცვა და მშობლის ემოციების იმიტაცია სცადა. ძირითადად იმ ემოციებისა, როცა მამა თავისი ფეხბურთლებით უკმაყოფილოა. მოგეხსენებათ, 52 წლის არგენტინელი სპეციალისტი ცნობილია თავისი ზღვარგადასული ქმედებებით, ნეგატიურ და პოზიტიურ ასპექტებშიც. თუმცა მადრიდის ატლეტიკო 11 წლის განმავლობაში საშუალოდან სუპერგუნდად აქცია.… Continue reading მამაილა

სიმონე გადარჩა

კვირას, ინტერმა თავის სან სიროს სტადიონზე კომფორტული ანგარიშით 4:0 დაამარცხა კალიარი და 17 ტურის შემდეგ 40 ქულით სერია A-ს ცხრილს ლიდერობს. თამაშის შემდეგ მილანელთა გახარებული თავკაცი, სიმონე ინძაგი გასახდელისკენ მიეშურებოდა, როცა უეცრად მოყინულ კიბეზე ფეხი აუსრიალდა და რომ არა იქვე მყოფი მისი თანაშემწე, რომელმაც უმალ შეაშველა ხელი, რა მოხდებოდა, კაცმა არ იცის.