ესპანური დუელი მადრიდის მასტერსზე

უაღრესად საინტერესოდ მიმდინარეობს მამაკაცთა საჩოგბურთო მასტერსი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში. 1/8 ფინალურ ეტაპზე, ტურნირის ერთერთმა ფავორიტმა კარლოს ალკარასმა უმძიმეს ბრძოლაში 6:4 6:7 6:3 სძლია კამერონ ნორის და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. MUTUA MADRID OPEN-ის მეოთხედფინალში ესპანური დუელი გველის ალკარასი ნადალის წინააღმდეგ. შეხვედრის სტარტი კარლოსს უკეთესი გამოუვიდა – 18 წლის თინეიჯერმა ადრეული ბრეიკი შეასრულა და 4:1 დაწინაურდა.… Continue reading ესპანური დუელი მადრიდის მასტერსზე

ინდიან უელსზე ესპანური ნახევარფინალი იქნება

ამერიკაში დასასრულს უახლოვდება ATP-ის წლის პირველი მასტერსი. ინდიან უელსის 1000-იანთა კატეგორიის ტურნირის 1/4 ფინალურ სტადიაზე ესპანელებმა – კარლოს ალკარასმა და რაფაელ ნადალმა მოიგეს საკუთარი შეხვედრები და ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან. 1/4 ფინალურ ეტაპზე ნადალის მეტოქე ნიკ კირიოსი იყო. პირველი სეტის სტარტზე ავსტრალიელმა ადრეული ბრეიქი შეასრულა და 3:1 დაწინაურდა. “რაფამ” მხოლოდ მეათე გეიმში მოახერხა უკუბრეიკის შესრულება და… Continue reading ინდიან უელსზე ესპანური ნახევარფინალი იქნება

ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსს გამოეთიშა

ამერიკაში გრძელდება ინდიან უელსის მასტერსი. ტურნირის მესამე წრეში ასპარეზობას გამოეთიშა ნიკოლოზ ბასილაშვილი. ქართველმა ჩოგბურთელმა მძიმე ბრძოლაში 6:3 3:6 1:6 წააგო კამერონ ნორისთან. მატჩის დაწყების წინ ინტრიგა საკმაოდ დიდი იყო – ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს 4 თვის წინ ინდიან უელსის ფინალში შეხვდნენ, ახლა კი მესამე რაუნდში გადაიკვეთა მათი გზები. ქართველმა ჩოგბურთელმა შეხვედრა ბრწყინვალედ დაიწყო – ადრეული ბრეიკი… Continue reading ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსს გამოეთიშა

ნადალმა აკაპულკოს ტურნირი მოიგო

დიდი სლემის ტურნირების 21 გზის გამარჯვებულმა რაფაელ ნადალმა წარმატებით იასპარეზა მექსიკის ქალაქ აკაპულკოში გამართულ 500-იანთა კატეგორიის ტურნირზე. ფინალურ მატჩში “რაფამ” 6:4 6:4 სძლია კამერონ ნორის და კარიერაში 91-ე ATP-ის ტურნირი მოიგო. შეხვედრის საწყისმა ოთხმა გეიმმა “მშვიდად” ჩაიარა – ორივე ჩოგბურთელი მარტივად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე. მე-5 გეიმში ნადალი გააქტიურდა, ორმაგი ბრეიკპოინტი მიიღო და პირველივე მცდელობით… Continue reading ნადალმა აკაპულკოს ტურნირი მოიგო

ნადალის დამაჯერებელი გამარჯვება მედვედევთან

მექსიკის ქალაქ აკაპულკოში დასასრულს უახლოვდება ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. ნახევარფინალურ სტადიაზე ერთმანეთს დანილ მედვედევი და რაფაელ ნადალი დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში ესპანელმა რუსი მეტოქე 6:3 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტი რაფას უკეთესი გამოუვიდა, რომელიც რეგულარულად მიდიოდა ბრეიკპოინტებამდე მეტოქის ჩაწოდებაზე. ესპანელმა მე-4 გეიმში ბრეიკი შეასრულა და 3:1 დაწინაურდა. მიუხედავად მედვედევის მცდელობისა, რუსმა ჩოგბურთელმა უკუბრეიკის… Continue reading ნადალის დამაჯერებელი გამარჯვება მედვედევთან

ნიკოლოზ ბასილაშვილის დასანანი მარცხი ინდიან-უელსის ფინალში

October 15, 2021 Nikoloz Basilashvili of Georgia acknowledges the crowd after winning his match against Stefanos Tsitsipas of Greece during the 2021 BNP Paribas Open at Indian Wells Tennis Garden in Indian Wells, California. || 209836_0052 2021 ATP BNP masters 1000 men's open Paribas PRESS sport tennis USA WTA zagency zcsm zlast24 zselect zsports ZTENNIS Zuma ZUMAPRESS.com zwire

კალიფორნიაში დასრულდა ინდიან-უელსის მასტერსი. 1000-იანთა კატეგორიის ტურნირის ფინალში კამერონ ნორიმ 3:6 6:4 6:1 დაამარცხა ნიკოლოზ ბასილაშვილი და გახდა პირველი ბრიტანელი ჩოგბურთელი, რომელმაც ამერიკულ „უდაბნოში“ ტიტული მოიგო. შეხვედრის სტარტზე ნიკას ნერვიულობა ეტყობოდა – ქართველი საკმაოდ ბევრ შეცდომას უშვებდა, რის გამოც მალევე დაბრეიკდა და 1:3 ჩამორჩა მეტოქეს. ბასილაშვილი დროულად გამოფხიზლდა – გაცილებით უფრო აგრესიულად ათამაშდა და აიძულა… Continue reading ნიკოლოზ ბასილაშვილის დასანანი მარცხი ინდიან-უელსის ფინალში

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან-უელსის მასტერსის ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი აგრძელებს ისტორიულ, წარმატებულ სვლას ინდიან-უელსის მასტერსზე. საქართველოს პირველმა ჩოგანმა 1000-იანთა კატეგორიის ტურნირის ფინალში 7:6 6:3 დაამარცხა ამერიკელი ტეილორ ფრიცი და ფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იღებდა გეიმებს საკთარ ჩაწოდებაზე. სეტის მეორე ნახევრიდან უკვე ამერიკელი გააქტიურდა და ჯერ მე-10 გეიმში მიიღო ორი სეტპოინტი მეტოქის ჩაწოდებაზე, ხოლო მე-12 გეიმში… Continue reading ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან-უელსის მასტერსის ფინალშია

კასპერ რუუდმა კარიერაში მე-6 ტიტული მოიგო

ა.შ.შ-ს ქალაქ სან-დიეგოში დასრულდა ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. ფინალურ მატჩში კასპერ რუუდმა 6:0 6:2 გაანადგურა კამერონ ნორი და კარიერაში მე-6 ტიტული მოიგო. შეხვედრის წინ დიდი ინტრიგა იყო – ორივე ფინალისტს მიმდინარე სეზონში 4-4 ტიტული ქონდა მოგებული და სან-დიეგოს ტურნირის გამარჯვებული ხდებოდა პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი 2021 წლის ATP TOUR-ზე, რომელსაც 5 ტურნირი ექნებოდა მოგებული. ფინალურ მატჩში… Continue reading კასპერ რუუდმა კარიერაში მე-6 ტიტული მოიგო