კანადა 36

წუხელ კანადის ნაკრებმა ტორონტოში იამაიკა 4:0 გაანადგურა და ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური გაინაღდა. ბოლო მუნდიალი, კანადელებმა რომ ითამაშეს, 36 წლის წინ, მექსიკაში გაიმართა და არგენტინის ჩემპიონობით დასრულდა. ჩრდილოეთ ამერიკის ზონიდან ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე სამი გუნდი პირდაპირ გადის, ერთიც ფლეი ოფში ხვდება. ჯერჯერობით, ყატარში თამაში მხოლოდ კანადამ გაინაღდა, აშშ და მექსიკა ერთ ნაბიჯში არიან. მექსიკა ბოლო… Continue reading კანადა 36

ასეთი ჯერ არ გინახავთ…

ქალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ტურნირზე (SheBelieves Cup), ლოს ანჯელესის გარეუბან კარსონში, აშშ-ის ნაკრებმა ახალი ზელანდიისა 3:0 დაამარცხა. თითქოს გასაკვირი აქ რა უნდა იყოს, აშშ-ის ქალთა ეროვნული გუნდი აღიარებული ლიდერია, ახალი ზელანდიისა კი ფიფას რეიტინგში 22-ე ადგილზეა. მაგრამ, საქმე ის არის, რომ ზელანდიელთა მცველმა, მეიკაილა მურმა, რომელიც ინგლისური ლივერპულის ღირსებას იცავს, სამივე გოლი საკუთარ კარში გაიტანა, თან… Continue reading ასეთი ჯერ არ გინახავთ…

კანადა… ეს ჰოკეი არაა, ფეხბურთია

ფოტო კანადა-მექსიკის მატჩიდან… მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში, კონკაკაფის ზონაში პირველ ადგილზე კანადაა და დიდი შანსი აქვს, მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეს. კანადა უსწრებს მექსიკას, აშშ-ს, კოსტა-რიკას. ეს ჰოკეი არაა, ფეხბურთია! წარმოიდგინეთ, კანადას 8 მატჩში 4 მოგება, 4 ფრე აქვს და წაგება არ იცის. ზედიზედ სამჯერ მოიგო, მათ შორის, მექსიკასთან 2:1. სხვათა შორის, ბოლო 45 წლის განმავლობაში პირველად მოახერხეს… Continue reading კანადა… ეს ჰოკეი არაა, ფეხბურთია