სლოვანი ოლიმპიაკოსთან პენალტებში დამარცხდა… [ვიდეო]

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბრატისლავას სლოვანმა პირეოსის ოლიმპიაკოსი მიიღო. პირველი შეხვედრა, საბერძნეთში, ფრედ – 1:1 – დასრულდა. ეს მატჩი ჩვენთვის განსაკუთრებულ ინტერესს იმიტომ იწვევდა, რომ სლოვანში სამი ქართველი – ჩაკვეტაძე, კანკავა, კაშია – თამაშობს, თანაც სამივემ ძირითადში დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ ტერიტორიულ უპირატესობას სლოვანი მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა, თუმცა წინ სულ ოლიმპიაკოსი გადიოდა, ბრატისლავურ… Continue reading სლოვანი ოლიმპიაკოსთან პენალტებში დამარცხდა… [ვიდეო]

სლოვანმა გამოაცხადა: ჩაკვეტაძე ოფიციალურად!

გიორგი ჩაკვეტაძე სლოვანის ფეხბურთელია. გადაწყდა. სლოვანმა ოფიციალურად გამოაცხადა! ჩაკვეტაძე 70 ნომრით ითამაშებს. ერთწლიანი იჯარა გენტიდან… შეგახსენებთ, სლოვანი სლოვაკეთის ჩემპიონია და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე ბათუმის დინამოს შეხვდება. მატჩები 6 და 13 ივლისს გაიმართება. ჩაკვეს სლოვანში ვლადიმირ ვაისი, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია დახვდნენ. ივან კმოტრიკი (სლოვანის გენერალური დირექტორი): „მეოთხე ახალწვეული გვყავს. ყველაფერს ვცდილობთ სლოვანის კიდევ უფრო… Continue reading სლოვანმა გამოაცხადა: ჩაკვეტაძე ოფიციალურად!

სლოვანი ბათუმამდე: ქართველების ამბები (+video)

ბრატისლავის სლოვანმა ამხანაგური მატჩი ჩაატარა ბათუმის დინამოსთან დაპირისპირებამდე. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა სლოვანმა სლოვაკურ ბრნოს ზბროიოვკასთან 2:2 ითამაშა. გურამ კაშია პირველ ტაიმში იყო მინდორზე, ჯაბა კანკავა კი შესვენების შემდეგ გამოჩნდა და 85-ე წუთზე შეცვალეს. კანკავას ადგილზე საყრდენად იურაი კუჩკა იდგა – მან პირველად ითამაშა სლოვანში. კუჩკამ კარიერის დიდი ნაწილი სერია ა-ში გაატარა, მილანშიც კი გახლდათ. სლოვანიდან… Continue reading სლოვანი ბათუმამდე: ქართველების ამბები (+video)

ჩაკვეტაძე ვაისთან, სლოვანში!

GENT, BELGIUM - DECEMBER 7 : Giorgi Chakvetadze midfielder of KAA Gent greeting the supporters after the victory during the Jupiler Pro League match between KAA Gent and SV Zulte Waregem at the Ghelamco Arena on December 07, 2019 in Gent, Belgium, 7/12/2019 ( Photo by Nico Vereecken / Photonews

ბელგიური საიტის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძე, იჯარით, სლოვანში ითამაშებს. მოგეხსენებათ, ამ გუნდის მწვრთნელი ვლადიმერ ვაისია, რომელიც ქართველი ტალანტის შესაძლებლობებს კარგად იცნობს. გუნდში ასევე კიდევ ორი ქართველი – გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ.   გიორგი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის.   მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, სლოვანი ბათუმის დინამოს შეხვდება, სადაც თამაში ჩაკვეტაძეს უკვე შეეძლება…

აი, ინტრიგა! ბათუმის დინამოს მეტოქე გაირკვა…

ბრატისლავის სლოვანი – ეს გახლავთ ბათუმის დინამოს მეტოქე ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე. ბათუმელები პირველად გამოვლენ უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირში. და მეტოქე იქნება სლოვაკეთის ჩემპიონი, სადაც მწვრთნელი… ვლადიმირ ვაისია და თამაშობენ გურამ კაშია და ჯაბა კანკავა. აი, ინტრიგა! რა სამეული ქართველების წინააღმდეგ! ოღონდ, ჩვენებს 30 ივნისს უმთავრდებათ ხელშეკრულება და სავარაუდოდ, დარჩებიან სლოვანში… განმარტებისთვის: ვაისი გუნდში დარჩა.… Continue reading აი, ინტრიგა! ბათუმის დინამოს მეტოქე გაირკვა…

ხუთი ვარიანტი დარჩა!.. ვინ შეხვდება ბათუმის დინამოს ჩემპიონთა ლიგაში?..

ვინ იქნება ბათუმის დინამოს მეტოქე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე? ამას 14 ივნისს გავიგებთ, მაგრამ მანამდე სავარაუდო მეტოქეების რიცხვი შემცირდა… ასე ვთქვათ, წილისყრამდე წილისყრა გაიმართა და 5 გუნდიდან ერთ-ერთი შეგვხვდება: ყარაბაღი (აზერბაიჯანი), შერიფი (მოლდოვა), სლოვანი (სლოვაკეთი), ლინკოლნი (გიბრაკტარი), შემროკ როვერსი (ირლანდია). ყარაბაღი და შერიფი ადრეც შეხვედრიათ ქართულ გუნდებს. სლოვანი? ვლადიმირ ვაისია მწვრთნელი, გუნდში კი ჯაბა კანკავა… Continue reading ხუთი ვარიანტი დარჩა!.. ვინ შეხვდება ბათუმის დინამოს ჩემპიონთა ლიგაში?..

ფანების ჩხუბი მინდორზე: კანკავასა და კაშიას გუნდს თამაში ჩაუშალეს… (+video)

სლოვაკეთის ჩემპიონატის ცენტრალური მატჩი მე-14 წუთზე შეწყდა… ტრნავას სპარტაკი ბრატისლავის სლოვანს ეთამაშებოდა, როცა მასპინძელთა ფანები სტუმართა გულშემატკივრების სექტორთან გაიქცნენ. ისინიც საბრძოლველად წამოვიდნენ და მასობრივი ჩხუბი დაიწყო მინდორზე, რომელიც გარეთაც გაგრძელდა… სლოვანში, როგორც იცით, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია თამაშობენ, ხოლო მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია. ორივე ქართველი ტრადიციულად სასტარტოში იყო.  

ტაქტიკა… როგორი იქნება ვილის სურვილი?

საბერძნეთთან და კოსოვოსთან მატჩები მოახლოვდა. ვილი სანიოლის სიას თითქოს ოპტიმალური ეთქმოდა, მაგრამ ერთი საკვანძო ფეხბურთელი გამოაკლდა: ოთარ კიტეიშვილის ტრავმა დარტყმაა. შტურმის ნახევარმცველმა პსვ-სთან მატჩში (1:4) კოჭის მყესი გაიწყვიტა და შაბათს ოპერაციას გაუკეთებენ.  კიტეიშვილი წლეულს ვეღარ ითამაშებს. საინტერესოა, როგორ სისტემას აირჩევს სანიოლი. გარისკავს და სამი მკვეთრად შემტევი ნახევარმცველითა და ერთი გამოკვეთილი ფორვარდით ათამაშებს? დაახლოებით ასე: საყრდენების,… Continue reading ტაქტიკა… როგორი იქნება ვილის სურვილი?