ბენზემა ესპანიოლთან ვერ ითამაშებს, თუმცა…

რეალი ლა ლიგის უახლოეს მატჩში ესპანიოლთან ითამაშებს. ამ შეხვედრაში ტრავმის გამო მონაწილეობას კარიმ ბენზემა ვერ მიიღებს, თუმცა კარლო ანჩელოტის თქმით, ფრანგს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8 ფინალში ლივერპულთან თამაში შეეძლება. “კარიმს კოჭის ტრავმა ჰქონდა. მან ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში დაიწყო და ოთხშაბათს ლივერპულთან თამაში შეეძლება.” – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Marca. ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალში რეალმა ლივერპულთან… Continue reading ბენზემა ესპანიოლთან ვერ ითამაშებს, თუმცა…

გრიზმანი და ლორისი ბენზემას წასვლით კმაყოფილები იყვნენ, რადგან…

მსოფლიო ჩემპიონატის დასაწყისში კარიმ ბენზემამ ტრავმა მიიღო და საფრანგეთის ნაკრები დატოვა. Give Me Sport-ის ინფორმაციით, კარიმის გუნდიდან წასვლით ძალზედ კმაყოფილები იყვნენ უგო ლორისი და ანტუან გრიზმანი. ტრავმიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბენზემას დაბრუნების საკითხი დადგა, რასაც ლორისი და გრიზმანი არ დაეთანხმნენ, რადგან ისინი თავს ლიდერებად ბენზემას წასვლის შემდეგ უფრო გრძნობდნენ. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის… Continue reading გრიზმანი და ლორისი ბენზემას წასვლით კმაყოფილები იყვნენ, რადგან…

L’Equipe: ბენზემას წასვლის შემდეგ, საფრანგეთის ნაკრებში ატმოსფერო გაუმჯობესდა

საფრანგეთის ნაკრებში სიახლეებია. L’Equipe-ს ინფორმაციით, მას შემდეგ რაც კარიმ ბენზემამ ტრავმის გამო გუნდი დატოვა, ატმოსფერო ბევრად გაუმჯობესდა. ამავე წყაროს ცნობით, ტრავმირებული ბენზემა მხოლოდ მარკუს ტურამმა მოინახულა. როგორც გაირკვა, ნაკრებში ატმოსფერო ბენზემას დაბრუნებამდე ძალიან კარგი იყო, შემდეგ კარიმი ისევ ეროვნულ გუნდში გამოიძახეს და სიტუაცია აირია. მისი იქ ყოფნა განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელებს არ მოსწონდათ. მეტიც, ბენზემას წასვლის… Continue reading L’Equipe: ბენზემას წასვლის შემდეგ, საფრანგეთის ნაკრებში ატმოსფერო გაუმჯობესდა

სამიდან ერთი – ვინ შეცვლის ბენზემას?

კარიმ ბენზემა ტრავმირებულია და მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს. აქედან გამომდინარე დიდიე დეშამს მის ნაცვლად სხვა თავდამსხმელის გამოძახება მოუწევს. ჟურნალისტ რობინ ბარნიეს ინფორმაციით, ბენზემას ენტონი მარსიალიდან, ისაკ ბენ იედერიდან და მუსა დიაბიდან ერთ-ერთი შეცვლის. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე D ჯგუფშია, სადაც მეტოქეებად ავსტრალიის, დანიის და ტუნისის ნაკრებები ეყოლება. რაც შეეხება ბენზემას, ოქროს ბურთის მოქმედ გამარჯვებულს… Continue reading სამიდან ერთი – ვინ შეცვლის ბენზემას?

კარიმ ბენზემა: რეალში გადასვლა რთული იყო

მადრიდის რეალის თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ, ის პერიოდი გაიხსენა, როცა სამეფო გუნდში გადავიდა. “რეალში გადასვლა ჩემთვის ძალიან რთული იყო. მადრიდში ჩემით ჩავედი. მახსოვს ენაც არ ვიცოდი. ორი არჩევანი იყო. ან უნდა მებრძოლა, ან სახლში უნდა დავბრუნებულიყავი. საბოლოოდ პირველი ვარიანტი ვარჩიე.  რეალთან კონტრაქტის გაფორმებით ოცნება ავიხდინე. ყველაზე კარგი გუნდი 2011-12 წლებში გვყავდა. სამწუხაროდ მაშინ ჩემპიონთა ლიგა ვერ… Continue reading კარიმ ბენზემა: რეალში გადასვლა რთული იყო

კარიმ ბენზემა: ოქროს ბურთის მოსაგებად ყველაფერი გავაკეთე 

კარიმ ბენზემამ 2022 წელს ოქროს ბურთი მოიგო. ამ თემაზე მან კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. “ოქროს ბურთს რომ ვუყურებ, სიამაყეს და სიხარულს ვგრძნობ. მოგებისას ბევრი კარიერული მოგონება ამომიტივტივდა თავში. სპორტში ამაზე უკეთესი ჯილდო არ არსებობს. ეს რაღაც განსხვავებულია, ბრწყინვალე, ოქროსფერი. ოქროს ბურთს სუპერმარკეტში ვერ იყიდი. ეს ჩემია, მე მოვიგე, ნამდვილი სიგიჟეა.  ოქროს ბურთი ჩემი ცოხვრების და… Continue reading კარიმ ბენზემა: ოქროს ბურთის მოსაგებად ყველაფერი გავაკეთე 

კარლო ანჩელოტი: ბენზემას ოქროს ბურთი გარკვეულწილად ყველას გვეკუთვნის

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, კარიმ ბენზემაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ფრანგის მიერ მოგებული ოქროს ბურთი, გუნდსაც ეკუთვნის, რადგან ისინი კარიმს ეხმარებიან. “ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ და ვთვლით, რომ ოქროს ბურთი გარკვეულწილად ყველას გვეკუთვნის. ბენზემამ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა. ოქროს ბურთი ინდივიდუალური ჯილდოა, მაგრამ მან ეს გუნდის დახმარებით მოიგო, რამაც საშუალება მისცა თავისი თვისებები გამოეჩინა. … Continue reading კარლო ანჩელოტი: ბენზემას ოქროს ბურთი გარკვეულწილად ყველას გვეკუთვნის

ზინედინ ზიდანი: ბენზემასთვის უფროსი ძმასავით ვარ, ერთმანეთს ბევრი რამით ვგავართ

ოქროს ბურთი წელს კარიმ ბენზემამ მოიგო. ფრანგმა 2021-22 წლების სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა და ჯილდო დამსახურებულად მიიღო. ბენზემას ამ წარმატებას მისი თანამემამულე და ყოფილი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გამოეხმაურა. “ბენზემასთვის ფაქტობრივად უფროსი ძმასავით ვარ. ჩვენ მეტ-ნაკლებად ერთი წარმომავლობა გვაქვს, ის ლიონიდან არის მე კი მარსელიდან. ჩვენ ერთმანეთს ბევრი რამით ვგავართ. კარიერის დასაწყისი ადვილი არცერთისთვის არ ყოფილა. ჩვენ… Continue reading ზინედინ ზიდანი: ბენზემასთვის უფროსი ძმასავით ვარ, ერთმანეთს ბევრი რამით ვგავართ

ხაბიბ ნურმაგომედოვი: მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი (ფოტო)

კარიმ ბენზემამ 2022 წლის ოქროს ბურთი მოიგო. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში UFC-ს მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი გამოეხმაურა, რომელმაც ინსტაგრამ სთორიში ბენზემას ფოტო დადო. “მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი” – დაწერა ხაბიბმა ბენზემაზე. ბენზემამ ოქროს ბურთი პირველად მოიგო. ოქროს ბურთის ნომინანტთა ხუთეულში მის გარდა კევინ დე ბრუინი, სადიო მანე, მოჰამედ სალაჰი და რობერტ ლევანდოვსკი იყვნენ. 2021-22… Continue reading ხაბიბ ნურმაგომედოვი: მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი (ფოტო)

ოქროს ბურთს ახალი მფლობელი ჰყავს

ოქროს ბურთი 2022 კარიმ ბენზემამ მოიგო. ფრანგმა ჯილდო მართლაც დამსახურებულად მოიგო. 2021-22 წლების სეზონში ბენზემამ ლა ლიგა და ჩემპიონთ ლიგა მოიგო, გარდა ამისა ორივე ამ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ბენზემამ 2021-22 წლების სეზონში 46 მატჩი ჩაატარა, 34 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა. როგორც გითხარით ბენზემამ პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე კევინ დე ბრუინი, მესამეზე… Continue reading ოქროს ბურთს ახალი მფლობელი ჰყავს