ინდიან-უელსში დასრულდა ATP-ის საჩოგბურთო სეზონის პირველი მასტერსი. ფინალურ მატჩში კარლოს ალკარასმა 6:3 6:2 სძლია დანილ მედვედევს და კარიერაში მერვე ტურნირი მოიგო. ესპანელმა ჩოგბურთელმა რუს მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და უსიტყვოდ მოიგო შეხვედრა. პირველი სეტის სტარტზე კარლოსმა ადრეული ბრეიკი შეასრულა და 3:0 დაწინაურდა. ალკარასმა უპრობლემოდ შეინარჩუნა 3 გეიმიანი ჰანდიკაპი და პარტია 6:3 მოიგო. მეორე სეტში ტურნირზე… Continue reading ალკარასის ტრიუმფი ინდიან-უელსის მასტერსზე
Tag: კარლოს ალკარასი
კარლოს ალკარასის მეასე გამარჯვება
ინდიან-უელსის მასტერსის მესამე წრის მატჩში, 19 წლის კარლოს ალკარასმა 7:6 (3) 6:3 დაამარცხა ტალონ გრიკსპური და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანს, კარიერის განმავლობაში ATP TOUR-ზე ჯამში 132 მატჩი აქვს ჩატარებული და უკვე საიუბილეო – მე-100 გამარჯვება მოიპოვა. ჩოგბურთის ისტორიაში, მხოლოდ ჯონ მაკინროუმ შეძლო უფრო სწრაფად 100 მატჩის მოგება, ვიდრე ეს ესპანელმა თინეიჯერმა… Continue reading კარლოს ალკარასის მეასე გამარჯვება
ალკარასი 1/8 ფინალშია
ინდიან-უელსში გრძელდება ATP-ს საჩოგბურთო სეზონის პირველი მასტერსი. 1000-იანთა კატეგორიის ტურნირზე წარმატებით ასპარეზობს მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანი – კარლოს ალკარასი. მეორე რაუნდის მატჩში, ესპანელმა თინეიჯერმა 6:3 6:3 სძლია ტანასი კოკინაკისს და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტი კარლოსს იდეალური გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და მალევე 3:0 დაწინაურდა. ავსტრალიელი ჩოგბურთელი ყველანაირად ცდილობდა თუნდაც ბრეიკპოინტამდე მისვლას, თუმცა… Continue reading ალკარასი 1/8 ფინალშია
იგა შვიონტეკი ევროპის საუკეთესო სპორტსმენია
ქალთა ჩოგბურთის, მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი – იგა შვიონტეკი 2022 წლის ევროპის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. საყოველთაო გამოკითხვა პოლონურმა პოპულარულმა გამოცემა PAP-მა ჩაატარა. იგა გახდა მესამე ჩოგბურთელი, რომელმაც ეს ტიტული მოიგო, მანამდე ეს შტეფი გრაფმა და მარტინა ჰინგისმა შეძლეს. გამოკითხვაშ მონაწილეობას 20 საინფორმაციო სააგენტო იღებდა, ხმების დათვლის შემდეგ კი პირველობა არავის დაუთმო პოლონელმა ჩოგბურთელმა. “როლან გაროსის”… Continue reading იგა შვიონტეკი ევროპის საუკეთესო სპორტსმენია
2022 წლის ყველაზე პროგრესირებადი ჩოგბურთელი
ATP და WTA აგრძელებენ 2022 წლის საჩოგბურთო სეზონის შეჯამებას და ყოველდღიურად აქვეყნებენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს. მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში წლის ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშის ტიტული 19 წლის კარლოს ალკარასმა მიიღო. სეზონის სტარტზე თინეიჯერი ესპანელი 32-ე ჩოგანი გახლდათ, 2022 წელს მან ჯამში 5 ტიტულის მოგება შეძლო (2 მასტერსი, 1 გრანდ სლემი) და მსოფლიო რეიტინგს ჩაუდგა სათავეში. გაწეული დიდი… Continue reading 2022 წლის ყველაზე პროგრესირებადი ჩოგბურთელი
ალკარასი: “ყველა ჩოგბურთელის სამიზნე გავხდი”
მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა და ამერიკის ღია პირველობის მოქმედმა გამარჯვებულმა კარლოს ალკარასმა ტრიუმფალური სეზონი შეაფასა. “ჩემთვის ეს ოცნების ახდენაა. სიმართელ რომ გითხრათ, ძალიან ხშირად ვფიქრობ ამ სეზონზე, ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობაზე და ისევ არ მჯერა. ვფიქრობ: ეს სიმართელა? მე N1 ჩგბურთელი ვარ მსოფლიოში? თითქოს სიზმარში ვიმყოფები.ალბათ მოვა დრო და გავერკვევი. ესეთ სიტუაციაში ყოფნა რათქმაუნდა სასიამოვნოა. ერთი… Continue reading ალკარასი: “ყველა ჩოგბურთელის სამიზნე გავხდი”
ალკარასმა ჯოკოვიჩზე მეტი თანხა გამოიმუშავა
ATP-მ სეზონის მიწურულს რეიტინგის ტოპ 12-ის წარმომადგენლებს გაუნაწილა ბონუს თანხა, რომელიც ჯამში 11 მილიონ დოლარს შეადგენს. ტოპ 12 ჩოგბურთელიდან მხოლოდ რვამ დააკმაყოფილა კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნები და შესაბამისად ბონუსიდან სოლიდური თანხებიც “წაიღო”. ოთხმა ჩოგბურთელმა არაკამარისი რაოდენობის “მასტერსებზე” იასპარეზა და შესაბამისად ბონუს თანხის გარეშე დარჩა. შეგახსენებთ, რომ წლის ბოლოს, ATP-ის ბონუსის მისაღებად საჭიროა რეიტინგის ტოპ 12-ის წევრი… Continue reading ალკარასმა ჯოკოვიჩზე მეტი თანხა გამოიმუშავა
ATP წლის საუკეთესო ჩოგბურთელებს აჯილდოვებს
ყოველწლიურად, სეზონის ბოლოს ATP გალა წარმოდგენას დგავს და გამორჩეულ ჩოგბურთელებს აჯილდოვებს. ATP Awards 2022-ზე 5 ნომინაცია ცნობილია. წლის დაბრუნება ბორნა ჩორიჩი – მხარზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ დაბრუნდა კორტზე და ცინცინატის მასტერსი მოიგო, ხორვატი ამჟამად რეიტინგის ტოპ 30-ში იმყოფება. დომინიკ ტიმი – ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა ტოპ 100-ში და 3 ტურნირის 1/2 ფინალშიც მოახერხა გასვლა. სტენ… Continue reading ATP წლის საუკეთესო ჩოგბურთელებს აჯილდოვებს
კარლოს ალკარასმა სეზონი დაასრულა
მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა – კარლოს ალკარასმა კუნთი გაიწყვიტა და ნაადრევად დაასრულა საჩოგბურთო სეზონი. 19 წლის ესპანელმა დაზიანება პარიზის მასტერსის 1/4 ფინალში მიიღო და მატჩს მეორე სეტში მოეხსნა( 3:6 6:6-ზე რუნეს წინააღმდეგ). სამწუხაროდ, ალკარასი გამოტოვებს როგორც წლის შემაჯამებელ ტურნირს, ასევე დევისის თასის ფინალს. “კუნთის დაზიანების შემდეგ, სამწუხაროდ გამოვეთიშე პარიზის მასტერსს. ჩავიტარე კვლევები, შედეგები კი არცთუისე… Continue reading კარლოს ალკარასმა სეზონი დაასრულა
სტეფანოს ციციპასმა შემაჯამებელ ტურნირზე ასპარეზობა გაინაღდა
მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ჩოგანმა – სტეფანოს ციციპასმა გაინაღა 2022 წლის შემაჯამებელ ტურნირზე ასპარეზობა. წინა წლის მსგავსად, სეზონის შემაჯამებელი ტურნირი ამჯერადაც იტალიის ქალაქ ტურინში გაიმართება 13-20 ოქტომბერს. წლის შემაჯამებელ ტურნირზე ჯამში 8 საუკეთესო ჩოგბურთელი იასპარეზებს (2022 წელს მოპოვებული ქულები დაჯამდება და იმის მიხედვით), 4 მონაწილის ვინაობა უკვე ცნობილია: რაფაელ ნადალი, კარლოს ალკარასი, კასპერ რუუდი, სტეფანოს ციციპასი.… Continue reading სტეფანოს ციციპასმა შემაჯამებელ ტურნირზე ასპარეზობა გაინაღდა