გაზვიადება და ხმამაღალი სიტყვები

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ The Best FIFA-ს ცერემონიალზე საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოს მიღების შესახებ ისაუბრა. „როდესაც მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებ, შენი ყველა კარგი თვისება იზრდება სხვების თვალში, მაგრამ არ შემიძლია საკუთარი თავი ანჩელოტის ან გვარდიოლას გავუთანაბრო. ვამაყობ ჯილდოთი, მაგრამ ეს გაზვიადება და ხმამაღალი სიტყვებია“,- განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა. ნომინაციაში სკალონის კონკურენტები მანჩესტერ სიტის დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა… Continue reading გაზვიადება და ხმამაღალი სიტყვები

კარლო ანჩელოტი: ჩემთვის ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია

MADRID, SPAIN - 2023/03/15: Real Madrid head coach Carlo Ancelotti seen during the UEFA Champions League, Round of 16, Second Leg between Real Madrid CF and Liverpool FC at Santiago Bernabeu Stadium. Final score; Real Madrid 1:0 Liverpool. (Photo by Ruben Albarran/SOPA Images/LightRocket via Getty Images)

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ლივერპულის დამარცხების შემდეგ, მადრიდის რეალის მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ვინიციუს ჯუნიორზე ისაუბრა. იტალიელმა განაცხადა, რომ მისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, სწორედ რეალის გარემარბია. “ვინიციუსმა დღეს შესანიშნავად ითამაშა. მართალია გოლი არ გაუტანია, თუმცა საგოლე გადაცემა გააკეთა და ძალიან დაგვეხმარა. ჩემთვის ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.” – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Marca. ვინიციუს ჯუნიორი მშვენიერ ფორმაშია. ბრაზილიელმა… Continue reading კარლო ანჩელოტი: ჩემთვის ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია

ანჩელოტი: მას შეუძლია ისეთივე ისტორია დაწეროს, როგორიც მოდრიჩმა, კროოსმა და ბენზემამ

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ვინიციუს ჯუნიორზე ისაუბრა. იტალიელმა განაცხადა, რომ სამეფო გუნდის გარემარბს რეალში ისტორიის დაწერა შეუძლია. “ვინიციუსის პროგრესით კმაყოფილი ვარ და ზედმეტად ნუ გავაკრიტიკებთ მსაჯებთან კონფლიქტის გამო. ბოლო მატჩში ის სამაგალითო იყო. ჩემთვის მთავარია თუ რას აკეთებს ფეხბურთელი მოედანზე. ვფიქრობ ვინიციუსი სწორ გზაზეა. მას შეუძლია რეალში ისეთივე ისტორია დაწეროს, როგორიც მოდრიჩმა, კროოსმა… Continue reading ანჩელოტი: მას შეუძლია ისეთივე ისტორია დაწეროს, როგორიც მოდრიჩმა, კროოსმა და ბენზემამ

ტუხელი რეალში

ჩელსის ყოფილი თავკაცი ტომას ტუხელი მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტის ყველაზე რეალური სავარაუდო შემცვლელია. 49 წლის გერმანელმა სპეციალისტმა ესპანურის სწავლა უკვე დაიწყო. ტუხელის ბოლო კლუბი ჩელსი გახლდათ, რომელიც მან გასულ სექტემბერს დატოვა. მანამდე ის პსჟ-ს, დორტმუნდსა და მაინცს წვრთნიდა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდის რეალი ანჩელოტის იმ შემთხვევაში გაათავისუფლებს, თუ გუნდი მიმდინარე სეზონში ვერც… Continue reading ტუხელი რეალში

ბენზემა ესპანიოლთან ვერ ითამაშებს, თუმცა…

რეალი ლა ლიგის უახლოეს მატჩში ესპანიოლთან ითამაშებს. ამ შეხვედრაში ტრავმის გამო მონაწილეობას კარიმ ბენზემა ვერ მიიღებს, თუმცა კარლო ანჩელოტის თქმით, ფრანგს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8 ფინალში ლივერპულთან თამაში შეეძლება. “კარიმს კოჭის ტრავმა ჰქონდა. მან ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში დაიწყო და ოთხშაბათს ლივერპულთან თამაში შეეძლება.” – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Marca. ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალში რეალმა ლივერპულთან… Continue reading ბენზემა ესპანიოლთან ვერ ითამაშებს, თუმცა…

კარლო ანჩელოტი: ასეთ დროს დაძაბულობა ყოველთვის მატულობს

ესპანეთის თასის 1/2 ფინალში ელ კლასიკო გაიმართება, სადაც რეალი ბარსელონას უმასპინძლებს. მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით სამეფო გუნდის მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიუმ ისაუბრა. “თამაშისთვის თავდაჯერებულად ვემზადებით, რადგან მიშვნელოვანია მოედანზე გამბედაობა გვქონდეს. ფინალთან ახლოს ვართ და ყოველდღიურად ვცდილობთ ჩვენი თამაში გავაუმჯობესოთ.  ესპანეთის სუპერთასზე ჩვენი სტილი და ძალა დაგვაკლდა. ინდივიდუალური შეცდომები დავუშვით, რის გამოც დავისაჯეთ. არ მგონია ეს შეცდომები განმეორდეს.… Continue reading კარლო ანჩელოტი: ასეთ დროს დაძაბულობა ყოველთვის მატულობს

ყველაზე ვინი

ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში ლივერპულის დამარცხების შემდეგ (5:2), მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, თავდამსხმელი ვინისიუსი განსაკუთრებით შეაქო. ბრაზილიელმა ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საგოლე პასი მიითვალა. „ვფიქრობ, ვინისიუსი ამჟამად ყველაზე საშიში მოთამაშეა მსოფლიოში. ის არის ადამიანი, ვინც ყოველთვის წყვეტს მატჩების ბედს“. რეალ-ლივერპულის საპასუხო თამაში სამი კვირის შემდეგ, 15 მარტს მადრიდში, სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება.… Continue reading ყველაზე ვინი

კარლო ანჩელოტი: მანამ არ წავალ, სანამ არ გამაგდებენ

რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ კარლო ანჩელოტი სეზონის ბოლოს რეალს დატოვებს და ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს. ამ თემაზე მან მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. “რეალიდან მანამ არ წავალ, სანამ არ გამაგდებენ.” – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Marca. იტალიელმა სეზონის დასაწყისში ისიც თქვა, რომ თუ ვალვერდე ამ სეზონში 10 გოლს არ გაიტანდა, სამწვრთნელო ლიცენზიაც გააუქმებდა. იგი… Continue reading კარლო ანჩელოტი: მანამ არ წავალ, სანამ არ გამაგდებენ

კარლო ანჩელოტი: ეს კლუბი არასდროს ნებდება

ესპანეთის თასზე მადრიდის რეალი ვილიარეალს შეხვდა. 0:2 წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, ბლანკოსმა 3 ბურთი შეაგდო და 3:2 მოიგო. აღნიშნულ მატჩზე კომენტარი კარლო ანჩელოტიმ გააკეთა. “პირველი ტაიმის შემდეგ, ძალიან გაბრაზებული ვიყავი, გადავწყვიტე გამერისკა. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ საკმარისად კარგები არ იყვნენ და უნდა გამოფხიზლებულიყვნენ. პირველი ტაიმი ცუდი იყო, შემდეგ ბიჭებმა სიტუაცია გამოასწორეს. უფლება არ გვქონდა მეორე ნახევარში… Continue reading კარლო ანჩელოტი: ეს კლუბი არასდროს ნებდება

კარლო ანჩელოტი: იმედია კროოსი კონტრაქტს გაახანგრძლივებს

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ტონი კროოსზე ისაუბრა. იტალიელმა იმედი გამოთქვა, რომ კროოსი რეალში დარჩება. “კროოსის მომავალი? ვფიქრობ მას ეს საკმაოდ მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი. როგორც გულშემატკივარს შემიძლია ვიფიქრო, რომ ტონი წელს კარიერის დასრულებას აპირებს, მომავალ თვეში ყველაფერი უფრო ნათელი გახდება. კროოსმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულება რეალში სურს. იმედია იგი კონტრაქტს კიდევ 1 წლით გაახანგრძლივებს.”… Continue reading კარლო ანჩელოტი: იმედია კროოსი კონტრაქტს გაახანგრძლივებს