„ეს პასი მუზეუმისთვისაა“

ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში, მატჩის მე-80 წუთზე, რეალი ჩელსის 0:3-ს აგებდა. ამ დროს საქმე ლუკა მოდრიჩმა გააკეთა. ხორვატმა ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, მიმოიხედა, სიტუაცია შეაფასა და გარე ტერფით ბრწყინვალე პასი გააკეთა – როდრიგოს მხოლოდ გატანა მართებდა. გარე ტერფით პასს ტრიველა ჰქვია. ასეთი პასები ლუკას უყვარს. „ეს პასი მუზეუმისთვისაა“ – ფაბრიციო რომანო. ტოპ მწვრთნელებს რა რეაქცია… Continue reading „ეს პასი მუზეუმისთვისაა“

ანჩელოტი ჩელსისთვის მზადაა

MADRID, SPAIN - FEBRUARY 19: Coach Carlo Ancelotti of Real Madrid during the La Liga Santander match between Real Madrid v Deportivo Alaves at the Santiago Bernaubeu on February 19, 2022 in Madrid Spain (Photo by David S. Bustamante/Soccrates/Getty Images)

კარლო ანჩელოტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და რეალს ჩელსისთან ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში უხელმძღვანელებს. ცნობა El Chiringuito-მ გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ იტალიელ სპეციალისტს კოვიდი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა და როგორც უკვე გითხარით გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება რეალის და ჩელსის დაპირისპირებას, ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი დღეს ლონდონში გაიმართება, განმეორებითი შეხვედრა კი 12 აპრილს მადრიდში. რეალს საქმეები ლა ლიგაშიც კარგად… Continue reading ანჩელოტი ჩელსისთვის მზადაა

ანჩელოტის კორონავირუსი დაუდასტურდა

კარლო ანჩელოტის კორონავირუსი დაუდასტურდა. მადრიდის რეალის ოფიციალური საიტის ცნობით, იტალიელი თავს კარგად გრძნობს და იზოლაციაშია. ამ თემაზე სხვა ცნობები ჯერ-ჯერობით უცნობია. ჯერ კიდევ გუშინ AS-ში დაიწერა, რომ იმ შემთხვევაში თუ რეალი ლა ლიგას ვერ მოიგებს, 62 წლის სპეციალისტს ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს. ამ მხრივ კარლოს მშვიდად ყოფნის საშუალება აქვს, რადგან გუნდი პირველ ადგილზეა და უახლოეს… Continue reading ანჩელოტის კორონავირუსი დაუდასტურდა

ანჩელოტის ბედი ლა ლიგაზეა დამოკიდებული

ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ იწერებოდა, რომ თუ რეალი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ვერ გავიდოდა სამეფო გუნდი ანჩელოტის დაითხოვდა. რეალი შემდეგ ეტაპზეა, თუმცა იტალიელს პოსტის დატოვება მაინც ემუქრება, თუმცა მცირე დოზით. AS-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ რეალი ლა ლიგას ვერ მოიგებს, ბლანკოსი ახალ მწვრთნელს მოძებნის. რეალი ესპანეთის ჩემპიონატში 66 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ… Continue reading ანჩელოტის ბედი ლა ლიგაზეა დამოკიდებული

რეალი ანჩელოტის არ გაუშვებს

მადრიდის რეალის ხელმძღვანელობა კარლო ანჩელოტის სრულ ნდობას უცხადებს და მის გაშვებას არ გეგმავს. ინფორმაცია Cadena SER-მა გაავრცელა. რამდენიმე კვირის წინ დაიწერა, რომ იმ შემთხვევაში თუ რეალი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პსჟ-სთან გავარდებოდა, იტალიელს გაუშვებდნენ, თუმცა რეალმა მოიგო და სიტუაციაც შეიცვალა. ანჩელოტი რეალში 2021 წლის ზაფხულში დაბრუნდა და გუნდთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. დიდი შანსია რეალმა… Continue reading რეალი ანჩელოტის არ გაუშვებს

კარლო ანჩელოტი: ყველაფერი ჩემი ბრალია

ელ კლასიკოში ბარსელონასთან ში 0:4 განცდილ მარცხზე კომენტარი კარლო ანჩელოტიმ გააკეთა. რეალის მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მარცხი მისი ბრალია. “გუნდი თავის თავს არ ჰგავდა. მატჩი კარგად დავიწყეთ, თუმცა გოლის გაშვების შემდეგ თამაშზე კონტროლი დავკარგეთ. ბარსელონამ ჩვენი შეცდომებით ისარგებლა. შესვენებისას ფეხბურთელებს ვთხოვე, რომ მეტად შეეტიათ, თუმცა არ გამოვიდა. დაცვაში პრობლემები გვვქონდა, რამაც საქმე ძალიან გაგვირთულა.  ელ… Continue reading კარლო ანჩელოტი: ყველაფერი ჩემი ბრალია

კარლო ანჩელოტი: ბარსელონასთან მოგება ბენზემას გარეშეც შეგვიძლია

დღეს ლა ლიგის 29-ე ტურში ელ კლასიკო გაიმართება, სადაც რეალი ბარსელონას უმასპინძლებს. აღნიშნულ შეხვედრაში რეალს ტრავმის გამო კარიმ ბენზემა ვერ დაეხმარება. ამ თემაზე კარლო ანჩელოტიმ ისაუბრა. “უკვე ვიცი ვინ ითამაშებს ბენზემას მაგივრად, თუმცა თქმას არ ვაპირებ. რამდენიმე ვარიანტია, ბეილი, ისკო, იოვიჩი, როდრიგო… ვნახოთ, უდაოდ საუკეთესოს ავარჩევ.  ბარსელონას დამარცხება ბენზემას გარეშეც შეგვიძლია. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა,… Continue reading კარლო ანჩელოტი: ბარსელონასთან მოგება ბენზემას გარეშეც შეგვიძლია

ანჩელოტი მანჩესტერში? საქმეში ფერგიუსონი ჩაერთო

Marca-მ საკმაოდ საინტერესო ცნობა გაავრცელა. ესპანური წყაროს ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი შესაძლოა კარლო ანჩელოტიმ ჩაიბაროს. არახალია, რომ მანკუნიანელები რალფ რანგნიკის შემცვლელის ძიებაში არიან და ანჩელოტი ახალი კანდიდატია. Marca-მ ასევე ისიც დაწერა, რომ ანჩელოტის მანჩესტერში დანიშვნაში  სერ ალექს ფერგიუსონიც იქნება ჩართული, რომელსაც იტალიელთან დიდი ხანია შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. თავის მხრივ არც ანჩელოტის საქმეები მიდის რეალში კარგად. არაერთხელ… Continue reading ანჩელოტი მანჩესტერში? საქმეში ფერგიუსონი ჩაერთო

რეალმა შესაძლოა ანჩელოტი გაუშვას – სავარაუდო შემცვლელი ნაპოვნია

მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალი პსჟ-სთან 0:1 წააგო. როგორც ჩანს ამან სამეფო გუნდის ხელმძღვანელობა ძალიან გააბრაზა. Independent-ის ცნობით, 1/4 ფინალში ვერგასვლის შემთხვევაში, ბლანკოსი იტალიელს გაუშვებს. მეტიც, ანჩელოტის გაშვების შემთხვევაში რეალი სწორედ პსჟ-ს მწვრთნელის მაურისიო პოჩეტინოს დანიშვნას შეეცდება. რეალი ლა ლიგაში 54  ქულით ცხრილის სათავეშია, უახლოეს მდევარ სევილიას კი 4 ქულით უსწრებს. სამეფო გუნდი… Continue reading რეალმა შესაძლოა ანჩელოტი გაუშვას – სავარაუდო შემცვლელი ნაპოვნია

კარლო ანჩელოტი: ეს მოტივაცია უფროა ვიდრე ზეწოლა

დღეს, 15 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალი გაიმართება, სადაც რეალი პსჟ-ს ესტუმრება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სამეფო გუნდის თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ ისაუბრა. “პსჟ-ს სახით დიდ გუნდს ვეთამაშებით. ეს მოტივაცია უფროა, ვიდრე ზეწოლა. ამ შეხვედრისთვის მზადება რთული არ ყოფილა, რადგან ყველა მაქსიმალურად მოტივირებულია. პსჟ უპირატესობის მოპოვებას ბურთის ფლობისას და კონტრ შეტევებზე შეეცდება, ისევე როგორც ჩვენ. რეალი და პსჟ… Continue reading კარლო ანჩელოტი: ეს მოტივაცია უფროა ვიდრე ზეწოლა