მაგდა ლინეტის ავსტრალიური “ზღაპარი” გრძელდება

მელბურნში დასასრულს უახლოვდება ავსტრალიის ღია პირველობის რიგით 111-ე გათამაშება. მსოფლიო რეიტინგის 45-ე ჩოგანი მაგდა ლინეტი აგრძელებს სენსაციურ სვლას. 30 წლის პოლონელმა ჩოგბურთელმა 1/4 ფინალურ ეტაპზე 6:3 7:5 სძლია კაროლინა პლიშკოვას და კარიერაში პირველად გავიდა  Australian Open-ის 1/2 ფინალში. მაგდა 30-ედ ასპარეზობს დიდი სლემის ტურნირების ძირითად ბადეში, თუმცა წლევანდელი “მოგზაურობა” ყველაზე წარმატებულია. 2023 წლამდე ლინეტის საუკეთესო… Continue reading მაგდა ლინეტის ავსტრალიური “ზღაპარი” გრძელდება

პლიშკოვა Australian Open-ს 1/4 ფინალშია

მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ჩოგანი – კაროლინა პლიშკოვა აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას ავსტრალიის ღია პირველობაზე. მეოთხე რაუნდის მატჩში, ჩეხმა სპორტსმენმა 55 წუთში 6:0 6:4 გაანადგურა ჩჟენ შუაია და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრაში ბრძოლა ფაქტიურად არ ყოფილა – კაროლინა პირველიდან ბოლო წუთამდე დომინირებდა კორტზე და ერთხელაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ საკუთარი უპირატესობა. პლიშკოვას სტარტი იდეალური გამოუვიდა –… Continue reading პლიშკოვა Australian Open-ს 1/4 ფინალშია

მადრიდის მასტერსი სენსაციებით დაიწყო

(220118) -- MELBOURNE, Jan. 18, 2022 (Xinhua) -- Aryna Sabalenka of Belarus reacts during the Women's Singles first round match against Storm Sanders of Australia at Australian Open in Melbourne Park in Melbourne, Australia, on Jan. 18, 2022. (Xinhua/Bai Xuefei)

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში სტარტი აიღო WTA-ს მასტერსმა. 1000-იანთა კატეგორიის ტურნირის პირველივე სათამაშო დღეს რამდენიმე სენსაცია დაფიქსირდა – ასპარეზობას გამოეთიშნენ მე-3 და მე-5 ნომრად განთესილი ჩოგბურთელები: არინა საბალენკა და კაროლინა პლიშკოვა. არინა საბალენკას მეტოქე ამერიკელი ამანდა ანისიმოვა იყო. მსოფლიო რეიტინგის 33-ე ჩოგანმა პირველი სეტი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, ორჯერ აიღო მეტოქის ჩაწოდება და 35 წუთში 6:2 იმარჯვა.… Continue reading მადრიდის მასტერსი სენსაციებით დაიწყო

კონტავეიტის ესტონური მატი

ანეტ კონტავეიტი განაგრძობს წარმატებულ ასპარეზობას წლის შემაჯამებელ ტურნირზე. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში ესტონელმა ჩოგბურთელმა 6:4 6:0 სძლია კაროლინა პლიშკოვას და 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა.   შეხვედრის სტარტი ჩეხ ჩოგბურთელს ბევრად უკეთესი გამოუვიდა – იგი იოლად იგებდა საკუთარ ჩაწოდებას და მესამე გეიმში სამი ბრეიკპოინტი ც მიიღო, თუმცა მათი რეალიზება ვერ შეძლო. ესტონელი დროულად გამოფხიზლდა –… Continue reading კონტავეიტის ესტონური მატი

წლის შემაჯამებელი ტურნირი კონტავეიტის გამარჯვებით გაიხსნა

მექსიკის ქალაქ გვადალახარაში სტარტი აიღო ქალთა წლის შემაჯამებელმა ტურნირმა. გახსნით შეხვედრაში, ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა ანეტ კონტავეიტმა 6:3 6:4 სძლია ბარბორა კრეიჩიკოვას და B ჯგუფს სათავეში ჩაუდგა. ძალიან ცუდად არის დაკომპლექტებული WTA-ს კალენდარი. კრეიჩიკოვას რამდენიმე დღის წინ სანაკრებო მატჩების ჩატარება მოუწია ბილი ჯინ კინგის თასზე, რის შემდეგაც ბარბორას მოუწია სასწრაფოდ გადმოფრენა პრაღადან მექსიკაში. ჩეხმა ჩოგბურთელმა აშკარად… Continue reading წლის შემაჯამებელი ტურნირი კონტავეიტის გამარჯვებით გაიხსნა

რადუკანუს ამერიკული ზღაპარი გრძელდება

მსოფლიო რეიტინგის 150-ე ჩოგანმა ემა რადუკანუმ US OPEN-ის 1/4 ფინალში ოლიმპიური ჩემპიონი ბელინდა ბენჩიჩი 6:3 6:4 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. შეხვედრის სტარტი შვეიცარიელ ჩოგბურთელს უკეთესი გამოუვიდა, რომელმაც ადრეული ბრეიკი შეასრულა და 3:1 დაწინაურდა. 18 წლის ემა დროულად გამოფხიზლდა – ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და მასთან ერთად სეტიც 6:3. მეორე პარტიის სტარტზე ბელინდამ ჯერ საკთარი გეიმი… Continue reading რადუკანუს ამერიკული ზღაპარი გრძელდება

ცინცინატის მასტერსზე ფინალისტები გამოვლინდნენ

ცინცინატის მასტერსი დასასრულს უახლოვდება.მე-8 სათამაშო დღე ტრადიციულად ნახევარფინალებს დაეთმო და ფინალისტებიც გამოვლინდნენ. პირველ ნახევარფინალში რუსული დუელი ვიხილეთ – დანილ მედვედევი ანდრეი რუბლიოვის წინააღმდეგ. ჩოგბურთელთა ურთიერშეხვედრათა ისტორიაში ანგარიში 5:0 იყო მედვედევის სასარგებლოდ. დანილს ყველა მატჩი სეტის წაუგებლად ქონდა მოგებული და ამ შეხვედრის ფავორიტადაც მიიჩნეოდა, თუმცა რუბლიოვმა კონცენტრირება შეძლო და ურთულეს ბრძოლაში დაამარცხა მისთვის უხეწრხული მეტოქე 2:6… Continue reading ცინცინატის მასტერსზე ფინალისტები გამოვლინდნენ

კამილა ჯორჯის იტალიური ზღაპარი

კანადის ქალაქ მონრეალში დასრულდა ქალთა პრესტიჟული ტურნირი, რომლის გამარჯვებული კამილა ჯორჯი გახდა. იტალიელმა ჩოგბურთელმა ფინალურ შეხვედრაში 6:3 7:5 სძლია კაროლინა პლიშკოვას და კარიერაში ყველაზე მაღალ რეიტინგიანი ტურნირი მოიგო. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა, ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკთარ ჩაწოდებაზე. 3:3-ზე კამილა აფეთქდა და ზედიზედ 3 გეიმის მოგებით სეტში გამარჯვებას მიაღწია 6:3. მეორე პარტიის სტარტზე ჯორჯი… Continue reading კამილა ჯორჯის იტალიური ზღაპარი

ეშლი ბარტი „უიმბლდონის“ ჩემპიონია

მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა – ეშლი ბარტიმ „უიმბლდონის“ ფინალში 6:3 6:7 6:3 სძლია კაროლინა პლიშკოვას და კარიერაში მეორედ მოიგო დიდი სლემის ტურნირი (როლან გაროსი 2019). შეხვედრის სტარტი ავსტრალიელ ჩოგბურთელს ბრწყინვალე გამოუვიდა – ორჯერ დააბრეიკა მეტოქე და 4:0 დაწინაურდა. კაროლინას არ მისდიოდა ჩაწოდება, რის გამოც დიდი პრობლემები ექმნებოდა. ჩეხი მოგვიანებით გამოფხიზლდა, ერთი უკუბრეიკის შესრულებაც შეძლო, თუმცა… Continue reading ეშლი ბარტი „უიმბლდონის“ ჩემპიონია

უიმბლდონის ფინალში ბარტი პლიშკოვას დაუპირისპირდება

დასასრულს უახლოვდება უიმბლდონის ტურნირი. მე-10 სათამაშო დღე ქალთა ერთეულთა თანრიგის ნახევარფინალებს დაეთმო, სადაც ფინალისტები გამოვლინდნენ. პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი ეშლი ბარტი და “უიმბლდონის“ 2018 წლის გამარჯვებული ანგელიკ კერბერი უპირისპირდებოდნენ. შეხვედრის სტარტი ეშლის უკეთესი გამოუვიდა, ადრეული ბრეიკიც შეასრულა და 3:0 დაწინაურდა. გერმანელი ჩოგბურთელი მოგვიანებით გამოფხიზლდა, რამდენიმე ლამაზი გათამაშებაც მოიგო, თუმცა სეტის გადარჩენა ვეღარ… Continue reading უიმბლდონის ფინალში ბარტი პლიშკოვას დაუპირისპირდება