გადამწყვეტი სეტის მეფე – კასპერ რუუდი

დასრულდა მორიგი საჩოგბურთო სეზონი და ATP აგრძელებს შედეგების შეჯამებას. მსოფლიო რეიტინგის მე-8 ჩოგანმა კასპერ რუუდმა 2021 წელს ყველაზე მეტჯერ შეძლო გადამწყვეტი მესამე ან მეხუთე სეტის მოგება. ნორვეგიელმა ჯამში 18-ჯერ ითამაშა გადამწყვეტი სეტი, საიდანაც 15 მოიგო (83%). 1. კასპერ რუუდი 83% (15-3) 2. მატეო ბერეტინი – 81% (9-2) 3. დანილ მედვედევი – 74% (14:5) 4. ფედერიკო… Continue reading გადამწყვეტი სეტის მეფე – კასპერ რუუდი

მედვედევი შემაჯამებელი ტურნირის ფინალშია

იტალიის ქალაქ ტურინში დასასრულს უახლოვდება წლის შემაჯამებელი ტურნირი. პირველ ნახევარფინალურ მატჩში დანილ მედვედევმა 6:4 6:2 სძლია კასპერ რუუდს და ფინალის საგზური მოიპოვა. მთელი შეხვედრის მიმდინარეობისას, მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანი დანილ მედვედევი დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა. რუსი ჩოგბურთელი სტაბილურად მიდიოდა მეტოქის ჩაწოდებაზე ბრეიკპოინტებამდე(ჯამში 9 ბრეიკპოინტი), ხოლო ნორვეგიელმა მატჩის ბოლომდე 1 ბრეიკპოინტიც კი ვერ გამოიმუშავა. პირველი სეტის… Continue reading მედვედევი შემაჯამებელი ტურნირის ფინალშია

რუბლიოვის მოულოდნელი გამარჯვება ციციპასთან

იტალიის ქალაქ ტურინში სტარტი აიღო წლის შემაჯამებელმა ტურნირმა. პირველ ტურში, „მწვანე ჯგუფში“ ერთმანეთს ანდრეი რუბლიოვი და სტეფანოს ციციპასი დაუპირისპირდნენ. რუსი ჩოგბურთელი უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, ATP-ის ტურნირებზე გამართული ბოლო 6 მატჩიდან 4 წაგებული ქონდა, თუმცა, როგორც ჩანს ანდრეიმ მოახერხა და შემაჯამებელ ტურნირს მშვენიერ ფორმაში შეხვდა – პირველივე მატჩში საკმაოდ იოლად მოუგო ბერძენ ჩოგბურთელს 6:4… Continue reading რუბლიოვის მოულოდნელი გამარჯვება ციციპასთან

ალექსანდრ ზვერევი სტეფანოს ციციპასს გაუთანაბრდა

მსოფლიო რეიტინგის მეოთხე ჩოგანმა ალექსანდრ ზვერევმა პარიზის მასტერსის მეოთხედფინალში 7:5 6:4 დაამარცხა კასპერ რუუდი და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ATP TOUR-ზე გერმანელმა ჩოგბურთელმა უკანასკნელი 30 მატჩიდან 28 მოიგო. 2021 წელს კი უკვე 55-ე გამარჯვება მოიპოვა და ამ მაჩვენებლით სეზონის ლიდერ სტეფანოს ციციპასს გაუთანაბრდა. მიმდინარე სეზონში ზვერევი მესამედ გავიდა მასტერსის ნახევარფინალში, ხოლო კარიერაში მეთორმეტედ ითამაშებს 1000-იანთა კატეგორიის… Continue reading ალექსანდრ ზვერევი სტეფანოს ციციპასს გაუთანაბრდა

კასპერ რუუდმა კარიერაში მე-6 ტიტული მოიგო

ა.შ.შ-ს ქალაქ სან-დიეგოში დასრულდა ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. ფინალურ მატჩში კასპერ რუუდმა 6:0 6:2 გაანადგურა კამერონ ნორი და კარიერაში მე-6 ტიტული მოიგო. შეხვედრის წინ დიდი ინტრიგა იყო – ორივე ფინალისტს მიმდინარე სეზონში 4-4 ტიტული ქონდა მოგებული და სან-დიეგოს ტურნირის გამარჯვებული ხდებოდა პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი 2021 წლის ATP TOUR-ზე, რომელსაც 5 ტურნირი ექნებოდა მოგებული. ფინალურ მატჩში… Continue reading კასპერ რუუდმა კარიერაში მე-6 ტიტული მოიგო

კასპერ რუუდის მე-5 ფინალი 2021 წელს

მსოფლიო რეიტინგის მე-10 ჩოგანმა კასპერ რუუდმა სან-დიეგოს ტურნირის ნახევარფინალში 6:4 4:6 6:4 მოუგო ბულგარელ გრეგ დიმიტროვს და ფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტი გრეგს უკეთესი გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 2:0 დაწინაურდა, თუმცა კასპერმა დროულად მოახერხა მეტოქის ჩაწოდების აღება და წონასწორობაც აღადგინა 2:2. სეტის მიწურულს, მე-9 გეიმში რუუდმა კიდევ ერთხელ დააბრეიკა მეტოქე და სემდეგ წარმატებით… Continue reading კასპერ რუუდის მე-5 ფინალი 2021 წელს

კასპერ რუუდმა უკანასკნელი 17 მატჩიდან 16 მოიგო

Gstaad Switzerland, 07/25/2021: Casper Ruud of Norway celebrates his victory during the Gstaad Swiss Open ATP Tour 250 Series 2021 tournament final (Photo by Eric Dubost / Pacific Press/Sipa USA)

ნორვეგიელმა კასპერ რუუდმა ცინცინატის ტურნირის 1/8 ფინალში 6:4 6:3 მოუგო დიეგო შვარცმანს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა ქულებს საკუთარ ჩაწოდებაზე, თუმცა მე-8 გეიმიდან არგენტინელისთვის პრობლემები დაიწყო. კასპერმა მიღებაზე მშვენივრად ითამაშა და ორმაგი ბრეიკპოინტი მოიპოვა, თუმცა დიეგომ გაჭირვებით შეძლო ანგარიშის გათანაბრება 4:4. მე-10 გეიმში რუუდმა ორმაგი სეპტოინტი… Continue reading კასპერ რუუდმა უკანასკნელი 17 მატჩიდან 16 მოიგო

ფავორიტთა დღე კანადის მასტერსზე

ტორონტოში გრძელდება კანადის საჩოგბურთო მასტერსი. უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა მეოთხედფინალური მატჩები. ოთხივე შეხვედრაში ფავორიტებმა იმარჯვეს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს. მსოფლიო რეიტინგის მესამე ჩოგანმა – სტეფანოს ციციპასმა 76 წუთში გაანადგურა კასპერ რუუდი 6:1 6:4 და ნახევარფინალში გავიდა. ბერძენმა ჩოგბურთელმა სამჯერ დააბრეიკა მოწინააღმდეგე, საკუთარი ჩაწოდება კი არცერთხელ არ წაუგია.სტეფანოსმა 8 ეისი ჩააწოდა და პირველ ჩაოწდებაზე… Continue reading ფავორიტთა დღე კანადის მასტერსზე