აინტრახტის გაკვეთილი – მოსკოვში 6:0! [ვიდეო]

აინტრახტმა ბარსელონასთან დაუვიწყარი საღამო შექმნა – 30, 000 გულშემატკივართან ერთად, ფრანქფურტელებმა ნოუ კამპზე გაიმარჯვეს (3:2) და ევროპა ლიგის ნახევარფინალში დამსახურებულად გავიდნენ. გერმანული გუნდის ისტორიაში, ევროპა ლიგაზე (მაშინ უეფას თასი) კიდევ ერთი ბრწყინვალე გამარჯვება გაგვახსენდა, როდესაც აინტრახტმა, მოსკოვში, დინამო 6:0 დაამარცხა. ეს 1993 წელს მოხდა, უეფას თასის პირველ რაუნდში. სექტემბრის თბილი საღამო იყო, პეტროვსკი პარკზე კი… Continue reading აინტრახტის გაკვეთილი – მოსკოვში 6:0! [ვიდეო]

ანრი მექვაბიშვილი: ვერ გადმოგცემთ ნაკრებში გამოძახებისას რამხელა ემოცია დამეუფლა

მარტში გამართულ სანაკრებო მატჩებში ვილი სანიოლმა კიდევ ერთ დებიუტანტს უხმო. საქართველოს ნაკრების მაისურა პირველად ანრი მექვაბიშვილმა მოირგო, რომელმაც ბოსნია  – საქართველოს მატჩში დებიუტანტის კვალობაზე თავი მშვენივრად წარმოაჩინა. იგი ასევე კარგი იყო ალბანეთის ნაკრებთანაც. მექვაბიშვილი დინამო თბილისის აღზრდილია და ამ გუნდის გარდა სხვა კლუბში არ უთამაშია. 21 წლის ნახევარმცველს დინამოში დებიუტი 2020 წელს ჰქონდა, შემდეგი სეზონიდან… Continue reading ანრი მექვაბიშვილი: ვერ გადმოგცემთ ნაკრებში გამოძახებისას რამხელა ემოცია დამეუფლა

ნუკრი რევიშვილი: ფეხბურთელმა ფეხბურთით უნდა იცხოვრო და შრომა აუცილებლად დაგიფასდება

ნუკრი რევიშვილი წლების მანძილზე იცავდა საქართველოს ნაკრების კარს. გამოცდილ მეკარეს ეროვნულ გუნდში არაერთი გამორჩეული მატჩი ჩაუტარებია. ხორვატიასთან მოგება, ესპანეთში მოგება, საბერძნეთთან ფრე, გერმანიასთან სტუმრად მატჩი… რევიშვილი ამჟამად აგენტია. როგორც თვითონ გვითხრა, იგი მამუკა ჯუღელთან მუშაობს და მას ეხმარება. სწორედ მამუკა ჯუღელი გახლდათ რევიშვილის აგენტი როცა ნუკრი ფეხბურთელი იყო. განვლილ საფეხბურთო კარიერაზე, ამჟამინდელ და სამომავლო გეგმებზე,… Continue reading ნუკრი რევიშვილი: ფეხბურთელმა ფეხბურთით უნდა იცხოვრო და შრომა აუცილებლად დაგიფასდება

კახა ცხადაძე: გულშემატკივრებს ვთხოვ, რომ ეს წელი დაივიწყონ და გვერდში დაგვიდგნენ (ვიდეო ინტერვიუ)

დინამო თბილისის ოფიციალურ გვერდზე კახა ცხადაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა. 53 წლის სპეციალისტმა გასულ წელზე, სამომავლო გეგმებზე, ახალ ფეხბურთელებზე და კიდევ ბევრ სხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა. დინამო თბილისის მწვრთნელის ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ.  

დავით სხირტლაძე: შემდეგი სეზონისთვის დინამო უფრო მომზადებული იქნება

დინამო თბილისი წელს დიდი ალბათობით საქართველოს ჩემპიონი ვერ გახდება. ამაში თავისი წვლილი ბევრ სხვა მიზეზთან ერთად, საკადრო პრობლემებმაც შეიტანა. ბოლო მატჩებში დინამოს დავით სხირტლაძე ძალიან დააკლდა. ფეხბურთელი, რომელიც დინამოში დანიიდან დაბრუნდა და თითქმის ყველა თამაშში ან გოლს იტანდა ან საგოლე გადაცემას აკეთებდა. Leadersport.ge სხირტლაძეს მიმდინარე სეზონზე, ტრავმაზე, სანაკრებო გამოცდილებაზე, ევროპა ლიგაში თამაშზე და ბევრ სხვა… Continue reading დავით სხირტლაძე: შემდეგი სეზონისთვის დინამო უფრო მომზადებული იქნება

საბა ხვადაგიანი: ნაკრებში დებიუტი ჩემთვის დიდი სტიმულია

ეროვნულ ლიგაში ბევრი პერსპექტიული ფეხბურთელია, რომლებსაც დიდი პოტენციალი აქვთ. ერთ–ერთი მათგანი დინამო თბილისის ცენტრალური მცველი საბა ხვადაგიანია. 18 წლის ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. ვილი სანიოლმა იგი ბულგარეთთან თავიდან ბოლომდე ათამაშა. ხვადაგიანი საქართველოს ჩემპიონატში პირველ სეზონს ატარებს. მან მალევე მოახერხა ყურადღების მიქცევა გულშემატკივრების და როგორც უკვე გითხარით, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის მხრიდანაც. Leadersport.ge საბას დინამო თბილისის ბაზაზე შეხვდა და შეეცადა გულშემატკივრებისთვის უკეთ გაეცნო.… Continue reading საბა ხვადაგიანი: ნაკრებში დებიუტი ჩემთვის დიდი სტიმულია

ჭაბურღილის ფეხბურთი

კითხვა, რომელსაც ახლა დავსვამ ერთი შეხედვით არასერიოზულია, მაგრამ მაინც გავბედავ: აბა, რით ჰგვანან ქართველი ფეხბურთელები მენავთობეთა ბურღს. მართალია, ორივენი ერთ ადგილას, საკუთარი ღერძის გარშემო ტრიალებენ. განსხვავება ისაა, რომ ენერგეტიკაში ამ ტრიალს ნავთობის მოპოვება ჰქვია, ქართულ ფეხბურთში კი „მატაობა“. და რას შვრებიან ამ დროს უცხოელი ფეხბურთელები? ბურთს რომ მიიღებენ ცდილობენ რაც შეიძლება ცოტა შეხებით მიიტანონ მოწინააღმდეგის… Continue reading ჭაბურღილის ფეხბურთი

კახა ცხადაძე: დინამო ამ დონეზე სათამაშოდ მზად არ არის

დინამო თბილისმა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩი ჰაიფას მაკაბისთან 1:5 წააგო, 2 მატჩის ჯამში გუნდი 2:7 დამარცხდა. თამაშის შემდეგ პრესკონფერენციაზე თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ისაუბრა. “ბოდიშს ვუხდი ქართველ გულშემატკივრებს. პირველ ტაიმში არაერთი მომენტი დაგვრჩა გამოუყენებელი. გოლები ისევ და ისევ დაცვაში დაშვებული შეცდომებით გავუშვით. დინამო ამ დონეზე სათამაშოდ მზად არ არის.”-განაცხადა ქართველმა სპეციალისტმა. ევროტურნირებიდან… Continue reading კახა ცხადაძე: დინამო ამ დონეზე სათამაშოდ მზად არ არის

გიორგი პაპავა: პროგრესისთვის მეტი პროფესიონალიზმია საჭირო, ფეხბურთელებზე მეტად სხვებს ვგულისხმობ

გიორგი პაპავა უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს. ნიჭიერი ნახევარმცველი დინამო თბილისის აღზრდილია, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდში დებიუტი 18 წლის ასაკში ჰქონდა და დღეს დინამოს კაპიტანია. დინამოსთან ერთად მან ყველაზე შესაძლო ტიტული მოიგო, იყო ასაკობრივი ნაკრებების ლიდერი და ეროვნულ გუნდში 3 მატჩი ჩაატარა. გიორგიმ გაკრვეული პერიოდი უცხოეთშიც გაატარა, თუმცა როგორც თვითონ Leadersport.ge-სთან საუბრისას განაცხადა,… Continue reading გიორგი პაპავა: პროგრესისთვის მეტი პროფესიონალიზმია საჭირო, ფეხბურთელებზე მეტად სხვებს ვგულისხმობ