ერიკსენის 72

პრემიერლიგის მე-19 ტურის მატჩში, 3 იანვარს, მანჩესტერ იუნაიტედმა ოლდ ტრაფორდზე ბორნმუთი 3:0 გაანადგურა. 23-ე წუთზე ანგარიში კაზემირომ გახსნა კრისტიან ერიკსენის გადაცემით. ეს დანიელი ნახევარმცველისთვის 72-ე საგოლე პასი გამოდგა პრემიერლიგაში, მას შემდეგ, რაც ინგლისში გადავიდა სათამაშოდ 2013 წელს. მეტი პასი  მხოლოდ მანჩესტერ სიტის ბელგიელ კევინ დე ბრუინს აქვს – 94.

…მან ფეხბურთი შეცვალა

მანჩესტერ სიტის ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა, გუნდის მთავარ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლას, გენიალური სპეციალისტი უწოდა. „მასთან უკვე დიდი ხანია ვმუშაობ და კარგად ვიცი როგორ მართავს თამაშს. მისი ხედვა განსაკუთრებულია. ფილოსოფია ასეთია: რაც შეიძლება დიდ ხანს  უნდა აკონტროლებდე ბურთს და ლამაზად თამაშობდე. გენიალური სპეციალისტია. მან ფეხბურთი შეცვალა. ბევრი უკვე მის ბარსელონას ბაძავს. მან კრუიფის იდეები განავრცო, განავითარა… Continue reading …მან ფეხბურთი შეცვალა

აკე ცოლი

მანჩესტერ სიტის ნიდერლანდელმა ვარსკვლავმა, ნათან აკემ, თავის ბავშვობისდროინდელ შეყვარებულზე, კეილი რამაზე იქორწინა. ცერემონია კუნძულ მაიორკაზე გაიმართა და მას უამრავი ცნობილი ადამიანი დაესწრო. იქ იყვნენ მისი სიტელი თანაგუნდელები, მანჩესტერ იუნაიტედის, ლივერპულის და ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელები. წვეულებას ესწრებოდნენ პეპ გვარდიოლა, კევინ დე ბრუინი, რაჰიმ სტერლინგი. იქვე იყვნენ ლივერპულის ვირჯილ ვან დეიკი და ასევე ნიდერლანდელი, მაგრამ უკვე პარი… Continue reading აკე ცოლი

კევინ დე ბრუინი: ერთა ლიგა ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის

ერთა ლიგის მორიგი გათამაშება მოახლოვდა  ნაკრებები უახლოესი მატჩებისთვის ემზადებიან. ერთ-ერთი მათგანი ბელგიის ეროვნული გუნდია, რომელიც 3 ივნისს ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, მედიასთან კევინ დე ბრუინმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ერთა ლიგა მისთვის მნიშვნელოვანია არ არის. “ერთა ლიგა ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. ეს ამხანაგური მატჩებია ცოტა მეტი ინტერესით გრძელი და რთული სეზონის შემდეგ.… Continue reading კევინ დე ბრუინი: ერთა ლიგა ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის

დალიე, ჯეკ!

კვირას მანჩესტერ სიტი ბოლო ხუთ სეზონში მეოთხედ გახდა ინგლისის ჩემპიონი. ეტიჰადის სტადიონზე მოწყობილი დაჯილდოების გრანდიოზული შოუს დამთავრების შემდეგ, ქალაქელთა მწვრთნელ-ფეხბურთელებმა ზეიმი ბარ-რესტორნებში გააგრძელეს. უმეტესობა ცნობილ რესტორან The Ivy-ში წასულა და დილამდე დაუყვიათ იქ. პეპ გავრდიოლა ძალიან ბედნიერი ჩანდა. ილკაი გიუნდოიგანი და კევინ დე ბრუინი თავის ქალბატონებთან ერთად მისულიყვნენ, მთვრალ ჯეკ გრილიშს კი დაცვა აკავებდა. ჯეკს… Continue reading დალიე, ჯეკ!

პასით ყიფიანის და პლატინის ბადალია

წლებია ამ ბიჭის თამაშით აღფრთოვანებული ვარ. პირველად რომ მივაქციე ყურადღება ჯერ კიდევ ვოლფსბურგის ფეხბურთელი იყო. ყმაწვილის ტანი და იერი ჰქონდა. ათლეტური აღნაგობა მერე ჩამოუყალიბდა. ახლა მგელია. ბებერი მგელი. ბრძენი. 28 ივნისს უკვე 31 წლისა გახდება. წლებია ამ ბიჭის თამაშით აღტაცებული ვარ და წლებია ჩემს თავს ვეკითხები: რამე აკლია? გამორჩეულ, მოკაშკაშე ვარსკვლავად რატომ არ მიიჩნევენ? დაუღალავია;… Continue reading პასით ყიფიანის და პლატინის ბადალია