კევინ დურანტის დებიუტი ახლოვდება

NBA-ს სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელი დღის მთავარ მოვლენად კევინ დურანტის “ბრუკლინიდან” “ფინიქსში” გადასვლა იქცა. ლიგის ერთერთი გამორჩეული სუპერვარსკვლავი ტრანსფერის პერიოდში ტრავმირებული გახლდათ(მარჯვენა მუხლი აქვს დაზიანებული) და სწორედ ამ მიზეზით ვერ ითამაშა ყველა ვარსკვლავთა მატჩში, მისი დებიუტი კი ახალ გუნდში დროებით გადაიდო. ESPN-ის ინსაიდერის – ბრაიან უინდჰორსტის ინფორმაციით, დღეს კევინმა სრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარა “სანზის” რიგებში და უახლოეს… Continue reading კევინ დურანტის დებიუტი ახლოვდება

კევინ დურანტი “ფინიქსის” კალათბურთელია

“ბრუკლინიდან” კაირი ირვინგის ხმაურიანი “გაქცევის” შემდეგ,”ნეთსის” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ახალგაზრდული გუნდი ააშენოს და აქცენტი პერსპექტივაზე გააკეთოს. NBA-ს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათიღა რჩება, “ბრუკლინმა” და “ფინიქსმა” კი ხმაურიანი ტრეიდი განახორციელეს: “ნეთსმა” კევინ დურანტი და თი ჯეი ვორენი გაუშვა “სანზში”, სანაცვლოდ კი მიკალ ბრიჯესი, კემ ჯონსონი, ჯეი კრაუდერი და პირველი რაუნდის 4 პიკი მიიღო(2023, 2025, 2027, 2029).… Continue reading კევინ დურანტი “ფინიქსის” კალათბურთელია

ბრუკლინმა ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო

ჟაკ ვონის გაწვრთნილი “ბრუკლინი” შესანიშნავ ფორმაშია. “ნეთსმა” ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში უკვე მესამე ადგილს იკავებს ბალანსით 22/10. დღეს, გამთენიისას “ბრუკლინი” კლივლენდს ესტუმრა და ადგილობრივ “კავალიერზს” ეთამაშა. შეხვედრის მთავარი ინტრიგა კაირი ირვინგის ყოფილ გუნდთან დაპირისპირება გახლდათ. “ნეთსის” გამთამაშებელმა შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა, ნასროლი 11 სამქულიანიდან 7 ჩააგდო და მატჩი 32 ქულით დახურა. ირვინგს… Continue reading ბრუკლინმა ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო

91 ქულა პირველ ტაიმში

“გოლდენ სტეიტის” კრიზისი გრძელდება. NBA-ს მოქმედ ჩემპიონებს სერიოზული პრობლემები გააჩნიათ: სტეფ კარის და კლეი ტომფსონის არყოფნაში გუნდი თამაშს თამაშზე აგებს და სატურნირო ცხრილის ფსკერზე დიდი სისწრაფით იძირება. 2 დღის წინ”ვორიორზი” სტუმრად განადგურდა “ნიუ იორკთან” 94:132, დღეს გამთენიისას კი უკვე “ბრუკლინთან” შერცხვა – 113:143. სტივ კერის გაწვრთნილ გუნდს “ნეთსთან” მატჩში პირველი მეოთხედი კატასტროფული გამოუვიდა – 46… Continue reading 91 ქულა პირველ ტაიმში

კევინ დურანტის 45 ქულა “ორლანდოსთან”

მთავარი მწვრთნელის ცვლილების შემდეგ შესანიშნავად ათამაშდა “ბრუკლინი”. NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ნეთსი” “ორლანდოს” დაუპირისპირდა და მეტოქე 109-102 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კევინ დურანტი გახდა, რომელმაც “მეჯიქს” 45 ქულა ჩაუგდო და მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა. “დურანტულამ” პარკეტზე 39 წუთი გაატარა, 24 ბურთი ესროლა მეტოქის კალათისკენ და 19 ჩაგდო. K.D შეუცდომელი იყო საჯარიმოს ხაზიდან 4-დან… Continue reading კევინ დურანტის 45 ქულა “ორლანდოსთან”

კაირი ირვინგი მოედანს დაუბრუნდა

“ბრუკლინი” გამოფხიზლების პროცესშია… ჟაკ ვონის გაწვრთნილმა გუნდმა ჯერ შიდა ურთიერთოებები “დაალაგა,” ახლა კი უკვე თამაშების მოგებაზეც “გადაერთო”. NBA-ს რეგულარული გათამაშების მორიგ მატჩში “ნეთსმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა მემფისს და 127-115 იმარჯვა. “გრიზლისი” ნიუ იორკში გასამართ მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდა – სხვადასხვა სახის ტრავმების გამო არ იყვნენ ჯა მორანტი და დესმონდ ბეინი, გუნდმა დასვენების საშუალება მისცა ჯარენ… Continue reading კაირი ირვინგი მოედანს დაუბრუნდა

გოგა ბითაძის 8 წუთი “ბრუკლინთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ბრუკლინმა” მძიმე ბრძოლაში 116-109 დაამარცხა “ინდიანა” და სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა. “პეისერზის” რიგებში 8 წუთი ითამაშა გოგა ბითაძემ. ქართველმა ცენტრმა ამ მოკლე დროში 2 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა განახორციელა. გოგამ თამაშიდან სამჯერ შეუტია მეტოქის კალათს და მხოლოდ 1 ბურთი ჩააგდო, 3 შესრულებული მოხსნიდან 1 მეტოქის ფარზე… Continue reading გოგა ბითაძის 8 წუთი “ბრუკლინთან”

დონჩიჩის 41 ქულა , სამმაგი დუბლი და გამარჯვება ბრუკლინთან

NBA-ს რეგულარული სეზონის, მორიგი სათამაშო დღის ცენტრალური დაპირისპირება BARCLAYS CENTER-ში შედგა, სადაც “ბრუკლინმა” “დალასს” უმასპინძლა. შეხვედრის სტარტი “ნეთსს” უკეთესი გამოუვიდა – პირველივე შეტევაში ბენ სიმონსმა ჩააგდო ახლო დისტანციიდან, რასაც მასპინძლეთა გაქცევა მოყვა 9:2. “მავერიქსი” დროულად გამოფხიზლდა – სტუმარი გუნდის კალათბურთელებმა დროულად გაისწორეს მიზანი და პერიმეტრიდან დაბომბეს მეტოქე . ‘დალასმა” ჯერ ანგარიში გაათანაბრა ბალოკის და დინვიდის… Continue reading დონჩიჩის 41 ქულა , სამმაგი დუბლი და გამარჯვება ბრუკლინთან

ეგოისტი კევინ დურანტი

“ბრუკლინ ნეთსის” მთავარი ვარსკვლავი – კევინ დურანტი შეხვდა კლუბის მფლობელ ჯოზეფ ცოის, რათა გაერკვიათ მომავლის გეგმები. The aThletic-ის ინფორმაციით, დურანტმა “ნეთსის” მეპატრონეს განუცხადა, რომ ისევ სურს კლუბის დატოვება და სხვა გუნდში გადასვლა. კალათბურთელმა ცოის ასეთი კატეგორიული ულტიმატუმი წაუყენა – ან გუნდიდან გაუშვით მთავარი მწვრთნელი (სტივ ნეში) და გენერალური მენეჯერი (შონ მარქსი), ანდაც მეც გამიშვით სხვაგან… Continue reading ეგოისტი კევინ დურანტი

კევინ დურანტის სატრანსფერო საგა გრძელდება

4 კვირის წინ კევინ დურანტმა “ბრუკლინს” შეატყობინა, რომ აღარ სურს კლუბში დარჩენა და ტრეიდი მოითხოვა. სატრანსფერო საგაც მყისიერად დაიწყო. ყოველდღიურად ვრცელდება ახალი ვარიანტები, თუ სად შეიძლება გადავიდეს K.D. “ნეთსი” ჯერჯერობით უარობს, რადგან მისთვის კომფორტულ წინადადებას ელოდება, ისეთს რომელიც NBA-ს ისტორიაში ჯერ არ გაკეთებულა. “ბრუკლინისთვის” რათქმაუნდა იდეალური ვარიანტი იქნებოდა 2022/23 წლების სეზონისთვის საკუთარ შემადგენლობაში დაეტოვებინა კევინ… Continue reading კევინ დურანტის სატრანსფერო საგა გრძელდება