მშვიდობით!

ხუთშაბათს შუადღისას, ენფილდის მიდამოებში ხალხმრავლობა იყო. ლივერპული კლუბისა და ინგლისის ნაკრების ლეგენდას, სერ როჯერ ჰანტს ემშვიდობებოდა. ჰანტი 83 წლისა გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. ჰანტი 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი გახლდათ და იმ დასამახსოვრებელ ტურნირზე სამი გოლი გაიტანა. დაკრძალვის ცერემონიას ლივერპულის ყოფილი ვარსკვლავები დაესწრნენ: იან კალაგანი, კევინ კიგანი, იან რაში, ჯონ ოლდრიჯი, დევიდ ჯონსონი, როი ევანსი…  … Continue reading მშვიდობით!

ისევ ესენი ხვდებიან

წავიდა, წამოვიდა ეს კარგი და თვალსასეირო ევროპის ჩემპიონატი და ჯგუფური ტურნირის ბოლო დღის ბოლო წუთებზე გაირკვა, რომ გერმანია და ინგლისი კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს. მგონი, უამისოდ  ფეხბურთი აღარ გამოდის ხოლმე: თუ დიდი ტურნირია, ესენი ერთმანეთს უნდა გადაეყარონ. სანამ ფოლკლენდის ომი მოხდებოდა, ინგლის-გერმანიის საფეხბურთო დაპირისპირება უმთავრეს საფეხბურთო ომად აღიქმებოდა ინგლისელთათვის. ეს ამბავი, ცხადია, 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან… Continue reading ისევ ესენი ხვდებიან