კეიდ კანინგჰემისთვის სეზონი დასრულდა

“დეტროიტის” გამთამაშებელმა კეიდ კანინგჰემა სამედიცინო შტაბთან განვლილი კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა ოპერაცია გაიკეთოს მარცხენა ფეხის ტერფზე. ESPN-ის ინფორმაციით კეიდისთვის 2022/23 წლების NBA-ს სეზონი უკვე დასრულებულია. კანინგჰემი პარკეტზე 9 ნოემბრის შემდეგ ისედაც არ გამოჩენილა. წლევანდელ სეზონში “პისტონზის” გამთამაშებელს 12 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც მისი საშუალო სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა: 19,9 ქულა, 6,2 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა. შეგახსენებთ,… Continue reading კეიდ კანინგჰემისთვის სეზონი დასრულდა

სკოტი ბარნსი – NBA-ს წლის საუკეთესო ახალწვეულია

“ტორონტოს” მსუბუქი ფორვარდი – სკოტი ბარნსი NBA-ს წლის საუკეთესო ახალწვეულად დასახელდა. ხმის მიცემის ფინალური რაუნდის შემდეგ სკოტიმ 378 ქულა დააგროვა, გადაასწრო რა “კლივლენდის” ცენტრ ევან მობლის (363) და “დეტროიტის” გამთამაშებელ კეიდ კანინგჰემს (153). უკანასკნელი 19 წლის განმავლობაში, ეს ყველაზე პატარა სხვაობაა პირველ და მეორე ადგილოსნებს შორის. “ტორონტოს” დილის ვარჯიშის დროს, ლეგენდარულმა ტრეისი მაკგრეიდიმ ვიდეო მიმართვა… Continue reading სკოტი ბარნსი – NBA-ს წლის საუკეთესო ახალწვეულია

“ამომავალ ვარსკვლავთა” ტურნირი რიკ ბერის გუნდმა მოიგო

კლივლენდში სტარტი აიღო NBA-ს “ALL STAR”-ის კვირეულმა. პირველ დღეს ჯერ ცნობადი სახეების საკალათბურთო მატჩი შედგა, ხოლო შემდეგ კი ოთხი გუნდის მინი ტურნირი გაიმართა,რომელშიც  ლიგის პირველ და მეორე წლიანი მოთამაშეები იღებდნენ მონაწილეობას. ცნობადი სახეების მატჩში ერთმანეთს ბილ ვოლტონის და დომინიკ ვილკინსის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ვოლტონის გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა 65-51, საუკეთესო კი ალექს ტუსანი გახლდათ, რომელმაც… Continue reading “ამომავალ ვარსკვლავთა” ტურნირი რიკ ბერის გუნდმა მოიგო

იანვარის საუკეთესოები

NBA-მ იანვრის თვე შეაჯამა და საუკეთესოები დაასახელა კალათბურთელთა, მწვრთნელთა და პირველწლიანთა შორის. „დენვერის“ ცენტრი – ნიკოლა იოკიჩი და „ფილადელფიას“ ლიდერი ჯოელ ემბიდი დასავლეთ და აღმოსავლთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ. იოკიჩი იანვარში, საშუალოდ მატჩში 26,6 ქულას, 13,3 მოხსნას და 9 შედეგიან გადაცემას აგროვებდა, „ნაგეთსმა“ კი 16 გამართული შეხვედრიდან 11 მოიგო. ემბიდის მაჩვენებლებიც სოლიდური გახლდათ „76-ერსის“ შემადგენლობაში… Continue reading იანვარის საუკეთესოები

დრაფტის პირველი პიკის – კეიდ კანინგჰემის 2 ქულიანი დებიუტი ნბაში

დღეს, გამთენიისას 2021 წლის დრაფტის პირველ პიკს – კეიდ კანინგჰემს დებიუტი ქონდა ნბა-ში. მისმა „დეტროიტმა“ 110:1003 დაამარცხა „ორლანდო“ და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. 20 წლის გამთამაშებელმა პარკეტზე 19 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 2 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. კეიდმა რვაჯერ ესროლა ბურთი „მეჯიქის“ კალათისკენ და მხოლოდ ერთი ჩააგდო, (პერიმეტრიდან… Continue reading დრაფტის პირველი პიკის – კეიდ კანინგჰემის 2 ქულიანი დებიუტი ნბაში

ბეჟანიშვილის 4 ქულა ნბა-ს საზაფხულო ლიგაზე

ლას ვეგასში სტარტი აიღო ნბა-ს საზაფხულო ლიგამ, რომელშც მონაწილეობას 30 გუნდი იღებს. Summer League-ზე კლუბები ძირითადად ახალბედა მოთამაშეებს ცდიან და ხშირ შემთხვევაში ეს არის ნბა-ში მოხვედრის შანსი, იმ კალათბურთელებისთვის რომლებიც დრაფტზე არ აირჩიეს. პირველივე სათამაშო დღეს ბევრი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. გიორგი ბეჟანიშვილის „დენვერი“ „მაიამის“ დაუპირისპირდა და შეხვედრა უშანსოდ 77:97 დათმო. ავსტრიის სახელით მოასპარეზე ქართველი კალათბურთელი… Continue reading ბეჟანიშვილის 4 ქულა ნბა-ს საზაფხულო ლიგაზე

სანდრო მამუკელაშვილი – მეშვიდე ქართველი ნბა-ში (ვიდეო)

დასრულდა ნბა-ს 2021 წლიოს დრაფტი, რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვის გასახარი ფაქტით აღინიშნა. 54-ე პიკით „ინდიანამ“ სანდრო მამუკელაშვილი აირჩია და იქვე გაცვალა ნბა-ს მოქმედ ჩემპიონ – „მილუოკი ბაქსში“. ქართული კალათბურთის ისტორიაში მამუკელაშვილი გახდა მე-7 კალათბურთელი, რომელიც ნბა-ს დრაფტზე აირჩიეს. ვლადიმერ სტეფანია – 1998 წლის 27-ე პიკი (სიეტლ სუპერსონიქსი) ნიკოლოზ ცქიტიშვილი – 2002 წლის მე-5 პიკი (დენვერ ნაგეთსი)… Continue reading სანდრო მამუკელაშვილი – მეშვიდე ქართველი ნბა-ში (ვიდეო)