ვლადიმირ ვაისი: ხვიჩა ნაპოლისთვის მზადაა

  საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის, კომენტარი Championat.com-თან: „ვფიქრობ, ხვიჩა კვარაცხელიას ყველანაიარი მონაცემები აქვს, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს. ტრანსფერი თუ შედგა, ბედნიერი ვიქნები. ნაპოლი ძლიერი გუნდია, ხვიჩას კი ინსინიეს შეცვლა თავისუფლად შეუძლია. ის გამოავლენს თავის თვისებებს: სისწრაფეს, დრიბლინგს, საგოლე პასებს. კვარაცხელია დიდი ტალანტია და დიდი კარიერის აწყობაც შეუძლია. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული“

კვარაცხელია ნაპოლიში – კონკრეტული თანხა დასახელდა!

იტალიური მედია – კორიერე დელო სპორტი და კალჩომერკატო წერენ, ხომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ნაპოლის შორის პრინციპული შეთანხმება შედგა.   ამ ტრანსფერით, ბათუმის დინამო 10 მილიონ ევროს მიიღებს, ხვიჩას კი წელიწადში მილიონი ევრო + ბონუსები ერგება. ტრანსფერს ზაფხულში ველოდებით.   მოგეხსენებათ, ხვიჩა რუბინიდან წამოვიდა და ბათუმის დინამოსთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა…  

ოჯახის საკითხი გავითვალისწინეთ! რუბინი კვარაცხელიაზე…

  ყაზანის რუბინმა ხვიჩა კვარაცხელიას საკითხზე განმარტება გააკეთა. როგორც იცით, კვარაცხელია ბათუმის დინამოში გადავიდა და ეს მოხდა ახალი კონტრაქტის მიხედვით: არავითარი იჯარით, კვარაცხელიამ რუბინთან ხელშეკრულება გაწყვიტა. „თავიდან ხვიჩასთან კონტრაქტი შევაჩერეთ. მერე დამატებითი მოლაპარაკება შედგა, ფეხბურთელს ვესაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ხელშეკრულება გაგვეწყვიტა. …გავითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ხვიჩას ოჯახი საქართველოში კრიტიკასა და აგრესიას შეეჯახა, რადგან ფეხბურთელი რუსეთში… Continue reading ოჯახის საკითხი გავითვალისწინეთ! რუბინი კვარაცხელიაზე…

ხვიჩაზე რუსები ისევ წერენ – რუბინში არ ბრუნდება და იტალიაში მიდის…

  როგორც რუსული სპორტ-ექსპრესი წერს, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით ნაპოლია დაინტერესებული. მოგეხსენებათ, ქართველი ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე ბათუმის დინამოში ითამაშებს, ზაფხულამდე კი ნაპოლისთან კონტრაქტს ხელი უნდა მოაწეროს. მოგეხსენებათ, სერია ა-მ გადაწყვეტილება მიიღო, „ჩემპიონატის მთლიანობის“ შესანარჩუნებლად რუსეთის პრემიერლიგიდან ფეხბურთელები არ დაიმატოს, რაც ნეაპოლელებისთვის სიტუაციას ართულებს. მიუხედავად ამისა, ეს გარიგება ყველაზე რეალურია. რაც მთავარია, 21 წლის ქართველი ვინგერი რუბინში დაბრუნებას… Continue reading ხვიჩაზე რუსები ისევ წერენ – რუბინში არ ბრუნდება და იტალიაში მიდის…

ხვიჩა – ნაპოლი, აიაქსი და შესაძლო ქვედინებები

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში შესაძლო გადასვლაზე იტალიური საიტები აქტიურად წერენ… ხვიჩას გარდა, ნაპოლიში ბელგიის ლიგიდან ორი ფეხბურთელის შეძენაზეა საუბარი: შარლ დე კეტელარი და ნოაო ლანგი. რა არის ამ ეტაპზე ცნობილი? ფეხბურთელთან დაახლოებული პირისგან ვიცით, რომ იტალიური კლუბის საკითხი გადაწყვეტილია და კვარაცხელიას ნაპოლიში გადასვლაზე მაისის ბოლოს გამოცხადდება. ასე გვეუბნებიან და დრამატიზირება ნამდვილად არ გვსურს – გამოჩნდება… კიდევ… Continue reading ხვიჩა – ნაპოლი, აიაქსი და შესაძლო ქვედინებები

მოგება! 7 ტაიმი გოლგაუშვებლად

საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო. მოიგო ბოსნიაში, საშუალოზე ალბათ მაინც ოდნავ უკეთეს ევროპულ გუნდთან, რომელსაც ჰყავდა ედინ ჯეკო. ხვიჩა კვარაცხელიას გარღვევა, პასი და ბუდუ ზივზივაძის პირველი გოლი საქართველოს ნაკრებში! ამდენი ნერვიულობის ფონზეც კი, კვარამ კარგად ითამაშა და ეს უფრო მეორე ტაიმში. საქართველოს ნაკრების სამი-ოთხი სახიფათო მომენტი რაც შეიქმნა, ხვიჩა უკლებლივ მონაწილეობდა. ხარიხასაც მოარტყა ბურთი… Continue reading მოგება! 7 ტაიმი გოლგაუშვებლად

ფიფა ოფიციალურად: შეგიძლიათ რუსული კლუბიდან წახვიდეთ!..

ის, რაც მოსალოდნელი იყო, მოხდა: ფიფა-მ გამოაცხადა, რომ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს ცალმხრივად შეეძლებათ კონტრაქტის გაწყვეტა. ცალმხრივად! და თავისუფლები იქნებიან. ამის შესახებ ფიფა-ს ოფიციალურ საიტზე წერია… შენიშვნა: 1. რუსეთიდან წასულ ფეხბურთელებს 7 აპრილამდე აქვთ ვადა, რომ ახალ კლუბში გადავიდნენ. 2. ერთ კლუბში ორ ასეთ ფეხბურთელზე მეტი ვერ გადავა. მაქსიმუმ ორი. (აქ ერთი მომენტია: ფეხბურთელებს 30… Continue reading ფიფა ოფიციალურად: შეგიძლიათ რუსული კლუბიდან წახვიდეთ!..

შეუძლიათ წავიდნენ?!.. (ფიფა და უეფა უცხოელებს ნებას დართავენ)

აი, სიახლე: სავარაუდოდ, ფიფა და უეფა რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე უცხოელ ფეხბურთელებს კონტრაქტის გაწყვეტის ნებას დართავს. ეს გადაწყვეტილება, დიდი შანსია, უახლოეს 10 დღეში მიიღონ… ანუ, ფეხბურთელებს შეეძლებათ, კლუბი დატოვონ და არ დაისჯებიან. ეს არ ჩაითვლება ცალმხრივად კონტრაქტის დარღვევად. ფიფა და უეფა ამას აპირებენ თუნდაც იმიტომ, რომ ფეხბურთელებმა რუსეთი დატოვონ სტამბულის, ან ბელგრადის გავლით. „გვაქვს ნამდვილი ინფორმაცია,… Continue reading შეუძლიათ წავიდნენ?!.. (ფიფა და უეფა უცხოელებს ნებას დართავენ)

ხვიჩა რჩება… და 20 მილიონის შემთხვევაში?

ყაზანის რუბინის გენერალურმა დირექტორმა რუსეტ საიმანოვმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ზამთარში გუნდს არ შეიცვლის, მაგრამ… შემდგომ კითხვას სხვაგვარად უპასუხა: 20 მილიონზე უარს არ ვიტყვიო. – სლუცკი მიდის? – არა, რას ამბობთ… – ხვიჩა? – ხვიჩაც რჩება. – და თუ მასში 20 მილიონ ევროს გადაიხდიან? – მაშინ უარს ვერ ვიტყვი (RB Sport)

კვარაცხელია – ინგლისის სამი კლუბი…

ხვიჩა კვარაცხელიათი ინგლისის პრემიერლიგის სამი კლუბია დაინტერესებული: ევერტონი, ვესტ ჰემი და საუთჰემტონი. ამის შესახებ დღეს დაწერა Football Insider-მა. “ეს სამი კლუბი კონკრეტულ ინტერესს გამოხატავს” – წერს ბრიტანული საიტი. ჯერ სხვა არაფერია ცნობილი. მხოლოდ ის ვიცით, რომ ვესტ ჰემის შოტლანდიელმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ზამთარში აუცილებლად იქნება ტრანსფერები და თან არა მხოლოდ ერთიო. ელოდებიან, რომ… Continue reading კვარაცხელია – ინგლისის სამი კლუბი…