“დამანგრეველი! არა მხოლოდ ინსინიეს შემცვლელად”

იტალიურ პრესაში ხვიჩა კვარაცხელიაზე ხშირად წერენ. ყველას აინტერესებს უცნობი (მათთვის) ბიჭი საქართველოდან, რომელიც ნაპოლის პირველი შენაძენი გახდება ზაფხულში. „კვარაცხელია მხოლოდ ინსინიეს შემცვლელად არ განიხილება. დიახ, ძირითადი მისია  მარცხნიდან შეტევაა, მაგრამ ცენტრფორვარდის უკან, მეორე თავდამსხმელადაც შეუძლია მოქმედება, სადაც ასევე იპოვნის სივრცეს და უფრო ახლოს იქნება მეტოქის კართან“ (La Gazzetta dello Sport) 21 წლის ქართველი მაგრად დაახასიათა… Continue reading “დამანგრეველი! არა მხოლოდ ინსინიეს შემცვლელად”

სიბრმავე და თაღლითობა – რა ხდება იტალიურ ფეხბურთში?

  იტალიის მაკედონიასთან მარცხი გლობალური დასკვნების გამოტანის საფუძველს არ გვაძლევს. ეს ისეთი შემთხვევაა, ხანდახაან თითქმის ყველა დიდ ნაკრებს რომ ემართება. ეს შეხვედრა მანჩინის სამუშაოსა და თაობის ხარისხს არ აკნინებს. მიუხედავად ამისა, მომავალზე ფიქრი საჭიროა. შემდეგი დიდი ტურნირი იტალიელებს 2024 წლამდე არ უწევთ. ამ დროს, იმობილე 34-ის იქნება, ინსინიე და ჟორჟინიო 33-ის, ბონუჩი 37-ის, კიელინი კი… Continue reading სიბრმავე და თაღლითობა – რა ხდება იტალიურ ფეხბურთში?

კიეზა… რა დრო გაუცდება?

ფედერიკო კიეზას ოპერაცია გაუკეთეს. იუვენტუსის შემტევს მუხლის ჯვარედინი იოგები აქვს გაწყვეტილი… მძიმე ტრავმაა და სავარაუდოდ, 7 თვეში დაიწყებს სრული დატვირთვით ვარჯიშს. კიეზამ ორიოდე კვირის წინ რომასთან შეხვედრისას მიიღო ტრავმა. ოპერაცია იმიტომ დაგვიანდა, რომ ფეხბურთელი შეუძლოდ იყო (მაღალი ტემპერატურა ჰქონდა). კიეზას ამბავი სერიოზული დარტყმაა იტალიის ნაკრებისთვის, რომელსაც მარტის ბოლოს ელის მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი ფლეი-ოფი. ჯერ ჩრდილოეთ… Continue reading კიეზა… რა დრო გაუცდება?

დიდი დარტყმა იუვესთვის და იტალიისთვის

ფედერიკო კიეზამ მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო. კერძოდ, მარცხენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგები დაუზიანდა, ოპერაცია დასჭირდება და საკმაო დრო გაუცდება: იუვენტუსის ექიმებს ვადა არ უთქვამთ, მაგრამ ზოგადად ასეთი ტრავმები მინიმუმ 5-6 თვიანია და უნდა ვივარაუდოთ, რომ კიეზასთვის სეზონი დასრულდა. იტალიელი შემტევი რომასთან 4:3 მოგებულ მატჩში დაშავდა შეჯახებისას. არა მხოლოდ იუვესთვის, კიეზას გამოკლება დიდი დარტყმაა იტალიის ნაკრებისთვის,… Continue reading დიდი დარტყმა იუვესთვის და იტალიისთვის

რუმენიგე: ის ბაიერნისთვის იდეალური იქნებოდა

  მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ კლუბს ფედერიკო კიეზას დამატება ურჩია “ფედერიკო კიეზა უმაღლეს დონეს ყოველთვის აჩვენებს, როგორც ნაკრებში, ასევე კლუბში. ვფიქრობ, მისი ტრანსფერი ბაიერნისთვის იდეალური იქნება” ბაიერნის ფლანგებზე ისედაც დიდი კონკურენციაა: კომანი, სანე, გნაბრი. კიეზაც თუ დაემატათ…

ომი ლონდონში! – იტალიამ ავსტრია დამატებით დროში გატეხა [ვიდეო]

იტალიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ერთი ამოსუნთქვით გაიარა, რის გამოც გულშემატკივრების ნაწილი აძურისგან ავსტრიის მარტივად დამარცხებასაც მოელოდა. ეს ვარაუდი არ გამართლდა – უემბლიზე დიდებული შეხვედრა ვიხილეთ.   პირველი ნახევრის პირველ წუთებში, ავსტრია თამამად თამაშს ცდილობდა, თუმცა იტალიამ უპირატესობა მოიპოვა და მოწინააღმდეგეს დაცვაში თამაში აიძულა. მიუხედავად ამისა, “სკუადრა აძურამ” ბევრი მომენტი ვერ შექმნა, მათგან ორი შეგვიძლია გამოვყოთ… Continue reading ომი ლონდონში! – იტალიამ ავსტრია დამატებით დროში გატეხა [ვიდეო]