რონალდუ მორჩა… თავისუფლება დიბალას!

ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ იუვენტუსში თამაში კრიშტიანუ რონალდუზე იყო აწყობილი და მისი წასვლა გუნდის შემტევებს თავისუფლებას მისცემს. „როცა გუნდში ასეთი ფიგურა გყავს, შეუძლებელია, რომ მასზე არ იმუშაო. უნდა ვაღიაროთ, რომ კრიშტიანუ ასეთი იყო და ძალაუნებურად იუვეს შემტევებს თავისუფლება აკლდათ. რონალდუმ ბევრი გააკეთა იუვესთვის, მაგრამ წინ გავიხედოთ: ახლა ეს იქნება დიბალას გუნდი. რონალდუს გამო დიბალას შედეგიანობამ… Continue reading რონალდუ მორჩა… თავისუფლება დიბალას!

იუვენტუსმა ლიდერს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ტურინის იუვენტუსმა ჯორჯო კიელინის ახალი კონტრაქტი გაუფორმა. განახლებული ხელშეკრულების თანახმად, 36 წლის მცველი იუვეში 2023 წლამდე ითამაშებს. კონტრაქტის ფინანსური დეტალები უცნობია. კიელინი იუვენტუსის ღირსებას 2005 წლიდან იცავს.  იგი დროთა განმავლობაში უმატებდა და მოკლე დროში გუნდის ლიდერად იქცა. წინა სეზონში ჯორჯომ სერია ა-ში 17 მატჩი ჩაატარა. რაც შეეხება იუვენტუსს, გუნდი სერია ა-ში მე-4 ადგილზე გავიდა, ჩემპიონთა… Continue reading იუვენტუსმა ლიდერს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

გამიხარდებოდა და გამიხარდებოდა

დამთავრდა ძალიან მაგარი და ძალიან უცნაური ჩემპიონატი. მარტო ის რად ღირს, რომ 2020 წლისა იყო და 21-ში ჩატარდა, მაგრამ ამას შევეშვათ. ეს ბევრჯერ ითქვა. დამთავრდა ჩემპიონატი, რომელშიც გაიმარჯვა უძლიერესმა გუნდმა. ამ გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი… მარცხენა მცველი იყო და იმასაც ორ მთავარ შეხვედრაში (ნახევარფინალში და ფინალში) არ უთამაშია. ამას ირონიით არ ვამბობ, მართლა ასე იყო.  არადა,… Continue reading გამიხარდებოდა და გამიხარდებოდა

უმუშევრები

11 ივლისს ლიონელ მესიმ კოპა ამერიკა თავისუფალი აგენტის სტატუსით მოიგო. ბარსელონასთან ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია, ამიტომ უმუშევრად ითვლება. მას მერე, რამდენიმე საათში ევროპის თასი ჯორჯო კიელინიმაც აღმართა, თუმცა ივნისის ბოლოს მასაც ამოეწურა იუვენტუსთან კონტრაქტი… ვნახოთ ხუთეული, რომლებიც დღეისათვის თავისუფალი აგენტები არიან.  ჯორჯო კიელინი, 36 წლის, მცველი (იტალია) კიელინის იუვენტუსთან კონტრაქტის გასაგრძელებლად ჯერ არ სცალია.… Continue reading უმუშევრები

არასოდეს დაუჯეროთ კიელინის ღიმილს !!!

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომ მოუგო იტალიამ ესპანეთს ნახევარფინალში და რატომ ექნება უპირატესობა ფინალში ინგლისის ნაკრები იქნება ეს თუ დანიისა, მათი გამოცდილება და გონებამახვილობაა. ისტორიას ზოგჯერ მნიშვნელობა აქვს და ამ მხრივ, სკუადრა აძურა, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ძალიან გამოცდილია: ინგლისს და დანიას მხოლოდ თითოჯერ უთამაშიათ დიდი ტურნირების ფინალში, ამიტომ ორივეს ქვეშეცნეული შიში ექნება, ვაითუ რაღაც ისე არ… Continue reading არასოდეს დაუჯეროთ კიელინის ღიმილს !!!

ფსიქოლოგიური შტურმი – როგორ დაანგრია კიელინიმ მეტოქე 

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, იტალიისა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა თერთმეტმეტრიანებამდე მივიდა. ხორდი ალბამ, სერხი ბუსკეტსის გასვლის შემდეგ, კაპიტნის სამკლავური მოირგო. აქამდე, ეს პატივი, მას მხოლოდ ორჯერ რგებია. იტალიის ნაკრების კაპიტანი კი გამოცდილი ჯორჯო კიელინია, რომელიც ევროპის ჩემპიონატს მეოთხედ თამაშობს. პენალტებამდე, “აძურის” დაცვის ბურჯი იცინოდა, მეტოქეს ლოყაზე ჩქმეტდა, ეხუტებოდა, რითაც მის გუნდს წნეხს აშორებდა, მოწინააღმდეგეს კი დაძაბულობას… Continue reading ფსიქოლოგიური შტურმი – როგორ დაანგრია კიელინიმ მეტოქე 

ეს რომ კრივი ყოფილიყო…

გეგონება, უფროსკლასელები უმცროსკლასელებს ეთამაშებიანო – იმდენად დიდი იყო დონეში სხვაობა, კრივი რომ ყოფილიყო, თურქები ალბათ თეთრ პირსახოცს გადმოაგდებდნენ. რობერტო მანჩინის გუნდმა ევრო-2000 მძლავრად დაიწყო. და ეს იტალიისთვის ზედიზედ მეცხრე მოგებაა გოლგაუშვებლად, ხოლო 28-ე წაუგებელი მატჩია… მანჩინიმ აშკარად მიაგნო რაღაც ახალს. აგრესია შეტევაში ერთია და იტალიამ უპირველესად ცენტრში გააქრო თურქები. მთავარი იარაღი: ბარელა და ლოკატელი ართმევაზე… Continue reading ეს რომ კრივი ყოფილიყო…