კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრების ახალი კაპიტანი იქნება. ინფორმაცია L’Equipe-მ გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ მამლების კაპიტანი აქამდე უგო ლორისი იყო, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულა. პსჟ-ს ვარსკვლავს თანამემამულეების კაპიტნად სავარაუდოდ უახლოეს მატჩებში ვიხილავთ. საფრანგეთის ეროვნული ნაკრები მოახლოებულ შეხვედრებს ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში ნიდერლანდების და ირლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებს. კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრებში 2017 წლიდან თამაშობს.… Continue reading საფრანგეთის ნაკრების ახალი კაპიტანი ცნობილია
Tag: კილიან მბაპე
მბაპე პსჟ-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა
კილიან მბაპე პსჟ-ს ისტორიაში შევიდა. პსჟ – ნანტის დაპირისპირებაში მოქმედმა ჩემპიონებმა 4:2 გაიმარჯვეს, ბოლო გოლი მბაპემ გაიტანა და 201 გოლით კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან ედინსონ კავანის შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც პსჟ-ს მაისურით შესაბამისად 200 გოლი გაიტანა. მბაპე პსჟ-ში 2017-18 წლების სეზონიდან თამაშობს. ამ გუნდის რიგებში მან 247 მატჩი ჩაატარა და 201 გოლი გაიტანა. პარიზელთა… Continue reading მბაპე პსჟ-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა
მბაპე თურქეთს დაეხმარა
კილიან მბაპემ მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო აქციაში, სადაც ცნობილმა სპორტსმენებმა მაისურები გაყიდეს, შეგროვებული თანხა კი თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულ ოჯახებს მოხმარდება. “ჩემთვის ბავშვების ოცნებების ახდენა ძალიან მნიშვნელოვანია. თურქი ხალხის დასახმარებლად, მე ჩემს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოვიყენებ. თურქეთში ყველაფერი უნდა გაუმჯობესდეს.” – განაცხადა მბაპემ Twitter-ზე beIN SPORTS Türkiye-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში. შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის ქალაქ ჰატაიში… Continue reading მბაპე თურქეთს დაეხმარა
ფიფა, სალაჰი, მესი და მბაპე
ეგვიპტის ნაკრების კაპიტანმა მოჰამედ სალაჰმა ფიფას დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო მოთამაშე დაასახელა. სალაჰმა საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის რეალის თავდამსხმელი ვინისიუსი აირჩია, ჯილდოს მფლობელი ლიონელ მესი კი საუკეთესო სამეულში არ შეიყვანა. მეორე ადგილზე ეგვიპტელმა მანჩესტერ სიტის ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი დაასახელა, მესამეზე – პსჟ-ის მცველი აშრაფ ჰაკიმი. შეგახსენებთ, რომ ამ ნომინაციაში გამარჯვებული არგენტინის ნაკრებისა და პსჟ-ის თავდამსხმელი ლიონელ… Continue reading ფიფა, სალაჰი, მესი და მბაპე
კილიან მბაპე: რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის პსჟ
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ, სადაც პსჟ ბაიერნთან 0:1 დამარცხდა, კილიან მბაპეს ჰკითხეს თუ ვინ არის წყვილის ფავორიტი. “რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის პსჟ.” – დაწერა სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ფლორიან პლეტენბერგმა. შეგახსენებთ, რომ მბაპეს ტრავმის გამო ბევრი გაუცდა და მეტწილად ამიტომ თამაშში შეცვლიდან ჩაერთო. 24 წლის შემტევი საკმაოდ აქტიური გახლდათ და 2 გოლი გაიტანა… Continue reading კილიან მბაპე: რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის პსჟ
“სად ნახეთ აქ მბაპეს დაცინვა?” – რა მოხდა ფინალის შემდეგ
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ ზეიმისას, არგენტინის ნაკრების მეკარემ ემილიანო მარტინესმა კილიან მბაპეს სახიანი თოჯინა აიღო და ისეთი მოძრაობები გააკეთა, რომ ბევრმა ჩათვალა თითქოს ამით კილიანს დასცინა. ამ თემაზე თავად არგენტინელმა ისაუბრა და განაცხადა, რომ მბაპესთვის არ დაუცინია და მოყვა თუ რა მოხდა რეალურად. “ის რაც გასახდელში ხდება, გასახდელში უნდა დარჩეს. მბაპეზე სიმღერა არ უნდა გახმაურებულიყო.… Continue reading “სად ნახეთ აქ მბაპეს დაცინვა?” – რა მოხდა ფინალის შემდეგ
მბაპე პსჟ-ს ისტორიაში შევიდა (ვიდეო)
საფრანგეთის თასის 1/16 ფინალში პსჟ მე-6 ლიგის გუნდ პაის დე გასელს შეხვდა და 7:0 დაამარცხა. 7-დან 5 გოლი კილიან მბაპეს ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ პსჟ-ს ისტორიაში პირველად შეასრულა ფეხბურთელმა პენტატრიკი. ეს თავად მბაპესთვისაც პირველი შემთხვევაა, როცა ერთ მატჩში 5 გოლი გაიტანა. როგორც უკვე გითხარით, პსჟ საფრანგეთის თასის 1/8 ფინალში გავიდა, სადაც მარსელს შეხვდება. მარსელმა თავის მხრივ… Continue reading მბაპე პსჟ-ს ისტორიაში შევიდა (ვიდეო)
რა უთხრა მბაპემ მესის ფინალის შემდეგ?
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინასთან მარცხის შემდეგ, კილიან მბაპე მის თანაკლუბელ ლეო მესის ესაუბრა. მბაპემ ამ საუბრის შინაარსი გაამხილა. “მესის ფინალის შემდეგ ვესაუბრე. მას გამარჯვება მივულოცე. ლეოსთვის ეს ცხოვრების მიზანი იყო, ისევე როგორც ჩემთვის, მაგრამ ამჯერად მე ვერ შევძელი.” – ციტირებს მბაპეს სიტყვებს Sportskeeda. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, დამატებით ტაიმებში გუნდებმა… Continue reading რა უთხრა მბაპემ მესის ფინალის შემდეგ?
მბაპემ პსჟ-ს პირობები წაუყენა
კილიან მბაპემ პსჟ-ს ხელმძღვანელობას პირობები წაუყენა. ფრანგს პარიზელებთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება და გუნდში მხოლოდ 3 პირობის შემთხვევაში დარჩება. ნეიმარის გაყიდვა, ჰარი კეინის შეძენა და მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის დანიშვნა – სწორედ ამ პირობების შესრულების შემთხვევაში დარჩება კილიანი პსჟ-ში. ინფორმაცია OK Diario-მ გაავრცელა. მბაპე შესანიშნავ ფორმაშია. კილიანმა პსჟ-ს რიგებში ამ სეზონში 20 მატჩი… Continue reading მბაპემ პსჟ-ს პირობები წაუყენა
ანდრეს ინიესტა: მესიმ ამისთვის ყველაფერი გააკეთა
ლეგენდარულმა ესპანელმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ, ლეო მესიზე ისაუბრა. ინიესტამ განაცხადა, რომ მესიმ მსოფლიო ჩემპიონობისთვის ყველაფერი გააკეთა. “შთამბეჭდავი ფინალი იყო. მბაპეს კიდევ ერთხელ შეეძლო მსოფლიო ჩემპიონობა. რაც შეეხება მესის, დარწმუნებული ვარ ის ახლა მაქსიმალურად ბედნიერია, რადგან მსოფლიო ჩემპიონია. ლეომ ამისთვის ყველაფერი გააკეთა. მას ბრწყინვალე ტურნირი გამოუვიდა.” – ციტირებს ინიესტას სიტყვებს Marca. შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა ფინალში… Continue reading ანდრეს ინიესტა: მესიმ ამისთვის ყველაფერი გააკეთა