გერმანიის ნაკრებში წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს – ვინც ბუნდესლიგას თვალს ადევნებს, არავის გაუკვირდება, რომ ის – ჯამალ მუსიალაა. მსოფლიო ჩემპიონატზე, გერმანიის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა, თუმცა ამაში ყველაზე ნაკლებად დამნაშავე სწორედ 19 წლის ტალანტია. ხმები ასე გადანაწილდა: 1) ჯამალ მუსიალა – 66.3% 2) კაი ჰავერტცი – 8% 3) იოზუა კიმიხი -6.1
Tag: კიმიხი
ანტი-ნაგელსმანები
ბაიერნში არეულობა გრძელდება. სამი სხვადასხვა დაჯგუფებაა და მათ შორის ერთში 4 ფეხბურთელია, რომლებიც იულიან ნაგელსმანით უკმაყოფილებას ღიად გამოხატავენო. სადიო მანე, იოზუა კიმიხი, რაიან გრავენბერხი, ლეონ გორეცკა – ეს ოთხნი ანტი-ნაგელსმანები ყოფილან. ინფორმაციას გერმანული Sport1 წერს. მანემ კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლო 5 მატჩში არცერთი საგოლე მოქმედება არ ჰქონია: არც გოლი, არც პასი. სენეგალელი გულშემატკივრებს ჰპირდება,… Continue reading ანტი-ნაგელსმანები
ბაიერნი 2:0 ვოლფსბურგი [ვიდეო]
პეპი: ბაიერნის გული ლევანდოვსკი არ იყო…
ბაიერნის ყოფილმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ რობერტ ლევანდოვსკის შესახებ ისაუბრა, რომელიც მიუნხენური გრანდიდადან ბარსელონაში გადაბარგდა. მოგეხსენებათ, ამხანაგურ შეხვერაში, მისი სიტი სწორედ რეკორდმაისტერს დაუპირისპირდება ‘ლევი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო [ბაიერნისთვის], თუმცა ამ გუნდის გული ისევ ადგილზეა – მანუ [ნოიერი], იო [კიმიხი] და ტომასი [მიულერი]. მათ ბრწყინვალე ტრანსფერები განახორციელეს. როდესაც რეალი, ბარსელონა ან ბაიერნი გირეკავს, ყველა ფეხბურთელს თვალი ტრანსფერზე უჭირავს! სხვებს… Continue reading პეპი: ბაიერნის გული ლევანდოვსკი არ იყო…
ის დაბრუნდა…
კორონავირუსის გადატანისა და სარეაბილიტაციო პროცესის შემდეგ, იოზუა კიმიხი ბაიერნს საბოლოოდ დაუბრუნდა. ის რეკორდმაისტერისთვის შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა, როგორც მოედანზე, ასევე გასახდელში. პარასკევს, გლადბახთან შეხვედრაში, ის, სავარაუდოდ, დაცვის მარჯვენა ფლანგზე ითამაშებს და არა ცენტრში, როგორც, ტიაგოს წასვლის შემდეგ, მივეჩვიეთ. თან ბაიერნმა შურისძიება მართებს. მოგეხსენებათ, ამ სეზონში, თასზე, გლადბახმა მიუნხენელებს 5 უპასუხო ბურთი გაუტანა.. კიმიხი მოედანზე 6 ნოემბრის… Continue reading ის დაბრუნდა…
კიმიხისა და შუპო-მოტინგის ჯანმრთელობაზე…
იულიან ნაგელსმანმა ბაიერნის ორი ფეხბურთელის ჯანმრთელობაზე ისაუბრა: იოზუა კიმიხზე და ერიკ შუპო-მოტინგზე, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ. ცნობილია, რომ იანვრამდე ვერ ითამაშებენ. „კიმიხსაც და შუპო-მიტინგსაც ფილტვებზე აქვთ მცირე პრობლემა. უნდა დაისვენონ, საამისოდ კი 10 დღეა საჭირო. მერე კიდევ ერთ სურათს გადაიღებენ. იმედია, იანვრის ბოლოსთვის ისინი სათამაშოდ მზად იქნებიან. …რა თქმა უნდა, კიმიხს ძალიან სურს მოედანზე დაბრუნება. უკვე… Continue reading კიმიხისა და შუპო-მოტინგის ჯანმრთელობაზე…
რანგნიკის 10 მილიონიანი ბონუსი ჰოლანდისთვის? – გერმანელმა კომენტარი გააკეთა
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი, რალფ რანგნიკი იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს ჰოლანდის შეძენის შემთხვევაში, ის ბონუსის სახით 10 მილიონ ევროს მიიღებდა “10 მილიონი ჰოლანდისთვის, 10 მილიონი მბაპესთვის, 10 მილიონი ლევანდოვსკისთვის, 10 მილიონი კიმიხისთვის… რა თქმა უნდა, ეს ნონსენსია. ასეთი რამე კონტრაქტში არ წერია,” – თქვა პროფესორმა რალფმა.
კიმიხი: ნეტავ პსჟ შეგვხვდეს…
იოზუა კიმიხს თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში განსხვავებული მენტალიტეტი შემოაქვს. შტუტგარტის საფეხბურთო აკადემიაში “კიმიხის წესი” დღესაც მოქმედებს – ლანჩის დროს, რომელი ფეხბურთელიც სმარტფონით ისარგებლებს, საერთო ყულაბის რამდენიმე ევროთი გაამდიდრებს. ეს კიმიხის ინიციატივა იყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა აკადემიაში ვარჯიშობდა. სანამ ის ბაიერნთან კონტრაქტს გაახანგრძლივებდა (2025), მანამდე GmbH სააგენტოსთან კონტრაქტი გაწყვიტა, არა იმიტომ, რომ სხვა აგენტი აეყვანა, არამედ… Continue reading კიმიხი: ნეტავ პსჟ შეგვხვდეს…
ბაიერნმა ლიდერთან გაახანგრძლივა – 2025!
როგორც ბაიერნის ოფიციალური გვერდი იუწყება, კლუბმა იოზუა კიმიხთან შეთანხმებას მიაღწია და კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა. როგორც იწერება, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი, რობერტ ლევანდოვსკის შემდეგ, კლუბში ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი იქნება. მისი ხელფასი აქამდე 10 მილიონი ევრო იყო, რომელიც თითქმის გაუორმაგდა. 26 წლის უნივერსალი მიუნხენში 2016 წლიდანაა Bis 2025 beim #FCBayern – Joshua #Kimmich verlängert Vertrag.… Continue reading ბაიერნმა ლიდერთან გაახანგრძლივა – 2025!