დღე მეცამეტე: ტოჩინოშინი კირიბაიამას შეერკინა [ვიდეო]

ჰარუ (მარტის) ბაშოს მე-13 დღეს, ტოჩინოშინი კირიბაიამას შეერკინა. ორივე რიკიშის ერთნაირი ბალანსი – 8:4-ზე – ჰქონდათ, რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, აქაც თანაფარდობა – 3:3-ზე – იყო. სამწუხაროდ, დღეს გამარჯვება მონღოლს დარჩა. თავდაპირველი ტაჩი-აის (შეტაკების) შემდეგ, კირიბაიამამ უკეთესი პოზიცია მოიპოვა და ქართველს ფეხი შესანიშნავად დაუდო და ძირს დასცა – კიმარიტე (ილეთი) სოტოგაკე. ლევანის ბალანსი: 8:5 ხვალ ვაკამოტოჰარუა.

დღე მეთორმეტე: ტოჩინოშინი ტობიზარუს შეერკინა [ვიდეო]

ჰარუ (მარტის) ბაშოს მე-12 დღეს, ტოჩინოშინი ტობიზარუს შეერკინა. რიკიშები აქამდე სამჯერ შეხვედროდნენ, სადაც ქართველმა ერთი მოიგო, იაპონელმა კი – ორი. რაც შეეხება ბალანსს, ქართველმა გუშინ კაჩი-კოში დააფიქსირა – 8:3, ტობიზარუს კი 5 მოგება და 6 მარცხი ჰქონდა. სამწუხაროდ, დღევანდელი დღე ლევანისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. მეტოქემ ქართველს მავაში არ ააღებინა, მოძრაობაზე დაიჭირა და ჰიკიოტოშით დაამარცხა. ქართველის ბალანსი:… Continue reading დღე მეთორმეტე: ტოჩინოშინი ტობიზარუს შეერკინა [ვიდეო]

დღე მეთოთხმეტე: ტოჩინოშინი კირიბაიამას შეერკინა [ვიდეო]

აკი ბაშოს მე-14 დღეს, ტოჩინოშინი კირიბაიამას შეერკინა. ორივე რიკიშის ერთნაირი ბალანსი ჰქონდა – 7:6 – გამარჯვებული კი კაჩი-კოშის (დადებით ბალანსს) დააფიქსირებდა. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, აქ ლევანი 3:2-ს იგებდა.   მიუხედავად სამწუხარო მარცხისა, შესანიშნავი ორთაბრძოლა ვიხილეთ – კირიბაიამამ, იშვიათი კიმარიტეთი (ილეთით), სოტოგაკეთი გაიმარჯვა.   ხვალ გადამწყვეტი დღეა – ან კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) ან მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი)… Continue reading დღე მეთოთხმეტე: ტოჩინოშინი კირიბაიამას შეერკინა [ვიდეო]

დღე მეცამეტე: ტოჩინოშინი კაგაიაკის შეერკინა [ვიდეო]

აკი ბაშოს მე-13 დღეს, ტოჩინოშინი კაგაიაკის შეერკინა. ორივე რიკიშის ერთნაირი ბალანსი ჰქონდათ – 6:6 – და კაჩი-კოშისკენ (დადებითი ბალანსი) მიმავალ გზაზე გამარჯვება ძალიან სჭირდებოდათ.   რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, აქ ლევანის უპირატესობა აშკარა იყო – 7:2.   საბედნიეროდ, ეს ტენდენცია გაგრძელდა. ტოჩინოშინმა ჰენკა გააკეთა, თუმცა ამით უპირატესობა ვერ მოიპოვა, პირიქით, კაგაიაკი მოროზაშიში (ხელებით შემოევლო იღლიებს ქვეშ)… Continue reading დღე მეცამეტე: ტოჩინოშინი კაგაიაკის შეერკინა [ვიდეო]

ტერუნოფუჯის 5:0 – იოკოძუნას რთული გამარჯვება [ვიდეო]

აკი ბაშოს მეხუთე დღეს, იოკოძუნა ტერუნოფუჯიმ მე-2 მაეგაშირა კირიბაიამა დაამარცხა. შერკინება საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა და 1 წუთზე მეტ ხანს განსტანა.   შეგახსენებთ, იოკოძუნას რანგში, ტერუნოფუჯის ჯერ დამარცხება არ უგემია  

ასეთი რამ სუმოში არ ხდება! – ორთაბრძოლამ 3 წუთი და 18 წამი გასტანა… [ვიდეო]

აკი (სექტემბრის) ბაშოს მესამე დღეს, კომუსუბი ტაკაიასუ მე-2 მაეგაშირა კირიბაიამას შეერკინა. ეს ბრძოლა გამორჩეული იმითაც იყო, რომ მაყურებელმა დიდებული სანახაობა იხილა – ჭიდაობამ 3 წუთი და 18 წამი გასტანა… საბოლოოდ, კირიბაიამამ ჰიკიოტოშის კიმარიტეთი გამარჯვება მოახერხა