ჩემპიონი სამ ორთაბრძოლაში გაირკვა… [ვიდეო]

კიუშუ ბაშოს გამარჯვებული სამ რიკიშის შორის გაირკვა – საქმე რაშია, სამმა სუმოტორმა ერთნაირი ბალანსი: 12:3-ზე დააფიქსირეს და, საბოლოოდ, სამმაგ კეტტეი-სენში (Play off) გადაინაცვლეს. მე-9 მაეგაშირა აბიმ, ჯერ, პირველი მაეგაშირა, ტაკაიასუ დაამარცხა, შემდეგ კი – ოძეკი ტაკაკეიშო და იმპერატორის თასი მოიპოვა. აღსანიშნია, რომ ტაკაიასუ დღეს ორჯერ დაამარცხა, პირველად მაშინ, რომცა მე-12 მოგება დააფიქსირა… ტაკაიასუ – აბი… Continue reading ჩემპიონი სამ ორთაბრძოლაში გაირკვა… [ვიდეო]

ბოლო დღე: ტოჩინოშინი ტამავაშის შეერკინა [ვიდეო]

კიუშო ბაშოს ბოლო დღეს, ტოჩინოშინი ტამავაშის შეერკინა. რიკიშები ერთმანეთს 37-ედ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 22 ლევანს მოეგო – 14 კი მონღოლს. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი დღე არ იყო. ტოჩინოშინმა თითქოს მავაში აიღო, მაგრამ ტამავაშიმ მისი გამოგლეჯვა ისევ მოახერხა და შერკინება გამარჯვებამდე მიიყვანა. ლევანის საბოლოო ბალანსი: 6:9    

დღე მეთოთხმეტე: ტოჩინოშინი სადანოუმის შეერკინა

კიუშუ ბაშოს ბოლოს წინა დღეს, ტოჩინოშინი სადანოუმის შეერკინა. რიკიშები ერთმანეთის პირისპირ იდენტური ბალანსით წარსდგნენ – 6:7 – გამარჯვებული კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) შანსს შეინარჩუნებდა, დამარცხებული კი მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსი) გაიფორმებდა. სამწუხაროდ, ლევანისთვის ეს დღე წარმატებული არ გამოდგა. თავდაპირველი ტაჩი-აის (შეჯახების) შემდეგ, ტოჩინოშინმა ჰატაკიკომის კიმარიტეთი (ამ ბაშოზე, 6-დან 4 სწორედ ასე მოიგო) გამარჯვება სცადა, თუმცა არ გამოუვიდა,… Continue reading დღე მეთოთხმეტე: ტოჩინოშინი სადანოუმის შეერკინა

დღე მეცამეტე: ტოჩინოშინი იჩიამამოტოს შეერკინა

კიუშუ ბაშოს მე-13 დღეს, ტოჩინოშინი იჩიამამოტოს შეერკინა. რიკიშებს შორის რიგით მე-5 დაპირისპირება შედგა, წინა ოთხში კი სრული თანაფარდობა იყო – 2:2. საბედნიეროდ, ეს შერკინება ლევანის გამარჯვებით დასრულდა. შერკინებაც არის და შერკინებაც, პოზიციისთვის ბრძოლა, “ქამბექი” და მაგარი სუკუინაგე… ქართველმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. ბალანსი – 6:7 ხვალ სადანოუმია

დღე მეთორმეტე: ტოჩინოშინი ოკინოუმის შეერკინა [ვიდეო]

კიუშუ ბაშოს მე-12 დღეს, ტოჩინოშინი ოკინოუმის შეერკინა.   დღევანდელ დღემდე, რიკიშები ერთმანეთს 22-ჯერ შერკინებოდნენ, სადაც 12 ქართველმა მოიგო, 10 კი – იაპონელმა.   სამწუხაროდ, დღეს დავმარცხდით. პოზიციისთვის ბრძოლაში, ოკინოუმი მოროზაშიში (ხელებით იღლიებს ქვემოთ) შევიდა, უპირატესობა მოიპოვა და იორიკირის კიმარიტეთი გაიმარჯვა.   ლევანის ბალანსი: 5:7   ხვალ იჩიამამოტოა    

დღე მეთერთმეტე: ტოჩინოშინი ატამიფუჯის შეერკინა [ვიდეო]

კიუშუ ბაშოს მე-11 დღეს, ტოჩინოშინი ატამიფუჯის შეერკინა. რიკიშები აქამდე ერთმანეთს არასდროს შეხვედროდნენ, იაპონელი სულ 20 წლისაა და მაკუუჩი (უმაღლესი) დივზიონში სულ პირველ ბაშოს ატარებს. საბედნიეროდ, გამოცდილმა ქართველმა მოწინააღმდეგეს გაკვეთილი ჩაუტარა. ტაჩი-აი-ს შემდეგ, ჰატაკიკომის კიმარიტეთი მოწინააღმდეგე დოჰიოზე დასცა. ნიშანდობლივია, რომ ლევანმა ამ ბაშოზე 5 გამარჯვება მოიპოვა, საიდანაც 4 ჰატაკიკომით, ის ერთიც, რომელიც იორიკირით მოიგო, მოუგებელ ტერუცუიოშისთან… Continue reading დღე მეთერთმეტე: ტოჩინოშინი ატამიფუჯის შეერკინა [ვიდეო]

დღე მეათე: ტოჩინოშინი ტერუცუიოშის შეერკინა [ვიდეო]

კიუშუ ბაშოს მე-10 დღეს, ტოჩინოშინი ტერუცუიოშის შეერკინა.   ორთაბრძოლამდე, რიკიშები ერთმანეთს 10-ჯერ შეხვედროდნენ, სადაც იაპონელმა 6 მოიგო, ქართველმა კი 4.   საბედნიეროდ, დღეს ყველაფერი ლევანის სასარგებლოდ დასრულდა. როცა ტერუცუიოში ხარ, ტოჩინოშინთან ასეთ დგომში არ უნდა შეხვიდე…   ქართველის ბალანსი: 4:6   ხვალ ატამიფუჯია  

დღე მეცხრე: ტოჩინოშინი ნიშიკიფუჯის შეერკინა [ვიდეო]

კიუშუ ბაშოს მე-9 დღეს, ტოჩინოშინი ნიშიკიფუჯის შეერკინა.   ურთიერთშეხვედრებში, ეს რიკიშების მე-11 დაპირისპირება იყო, წინა ათში – 6 ლევანმა მოიგო, 4 კი ნიშიკიფუჯიმ.   სამწუხაროდ, ეს დღე ქართველისთვის წარმატებული არ გამოდგა. თავდაპირველი ტაჩი-აის (შეჯახება) შემდეგ, ტოჩინოშინმა ჰატაკიკომის (ზურგზე ხელების ჩამორტყმით) კიმარიტეთი (ილეთით) მეტოქის დაგდება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. ამის შემდეგ, ნიშიკიფუჯის გამარჯვება აღარ გასჭირვებია.  … Continue reading დღე მეცხრე: ტოჩინოშინი ნიშიკიფუჯის შეერკინა [ვიდეო]

დღე მერვე: ტოჩინოშინი რიუდენს შეერკინა [ვიდეო]

კიუშუ ბაშოს მე-8 დღეს, ტოჩინოშინი რიუდენს შეერკინა. ორივე რიკიშის იოცუ-ძუმო (მავაშიში ჭიდილი) უყვარს და საინტერესო ორთაბრძოლას ველოდით. აქამდე, სუმოტორები ერთმანეთს 7-ჯერ შეხვედროდნენ, სადაც უპირატესობას იაპონელი ფლობდა; 5:2. სამწუხაროდ, ტენდენცია გაგრძელდა. რიუდენმა მავაში აიღო, ქართველს მარცხენა ხელი დაუბლოკა და გამარჯვება აღარ გასჭირვებია. ლევანის ბალანსი: 3:5 ხვალ ნიშიკიგია. ურთიერთშეხვედრებში, ჩვენებური 6:4-ს უგებს…  

დღე მეშვიდე: ტოჩინოშინი ნიშიკიფუჯის შეერკინა [ვიდეო]

კიუშუ ბაშოს მე-7 დღეს, ტოჩინოშინი ნიშიკიფუჯის შეერკინა. ის სუმო ვიხილეთ, რაც იაპონელებს განსაკუთრებით უყვართ – მავაშიში ჭიდილი და გარდამავალი უპირატესობა. გამარჯვების შანსი  ორივე რიკიშის ჰქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ნიშიკიფუჯიმ მოახერხა. აქამდე, რიკიშები ერთმანეთს ორჯერ შეხვედროდნენ, სადაც აქტივში თითო-თითო ქულა ჩაიწერეს. ტოჩინოშინის ბალანსი: 3:4 ხვალ რიუდენია. სავარაუდოდ, ისევ მავაშიში ჭიდილი იქნება…