ანცი რობერტა

იუვენტუსის ლეგენდის კლაუდიო მარკიზიოს მეუღლე, 36 წლის რობერტა სინოპოლი, იძულებული გახდა ინსტაგრამში გამოქვეყნებული ფოტოსთვის გამაფრთხილებელი ნიშანი „18“ დაედო, რათა საიტის წესები არ დაერღვია. რობერტას ინსტაგრამში 200 ათასი გამომწერი ჰყავს და ამით ამაყობს. მეუღლე კი არ უშლის ანცობას. პირიქით. ისინი 15 წელიწადია დაქორწინებულები არიან და ორი შვილი ჰყავთ: 12 წლის დავიდე და 9 წლის ლეონარდო.