“გოლდენ სტეიტი” კონფერენციის ფინალშია

დაძაბული და საინტერესო გამოდგა საპლეიოფო დაპირისპირება “გოლდენ სტეიტსა” და “მემფისს” შორის. მეექვსე მატჩში “ვორიორზმა”  საკუთარ მოედანზე უმასპინძლა ჯა მორანტის გარეშე დარჩენილ “გრიზლის” და მეტოქე 110-96 დაამარცხა. “გოლდენ სტეიტმა” საპლეიო სერია 4-2 მოიგო და კონფერენციის ფინალში გავიდა, სადაც ფინიქს/დალასს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 42 წუთის განმავლობაში პარკეტზე აბსოლიტურად თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, 13 ჯერ შეიცვალა ლიდერი, არაერთხელ დაფიქსირდა… Continue reading “გოლდენ სტეიტი” კონფერენციის ფინალშია

“გოლდენ სტეიტი” კონფერენციის ფინალს მიუახლოვდა

“გოლდენ სტეიტი” აგრძელებს წარმატებულ სვლას დასავლეთ კონფერენციის ფინალისკენ. ნახევარფინალური სტადიის, სერიის მეოთხე მატჩში “ვორიორზმა” საკუთარ მოედანზე 101-98 სძლია “მემფისს”, 3-1 დაწინაურდა და ერთადერთი გამარჯვება სჭირდება, რათა ფინალის საგზური მოიპოვოს. მეოთხე შეხვედრას ორივე გუნდი დიდი დანაკლისით შეხვდა – პირადი პრობლემების გამო მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი სტივ კერი ტოვებდა მატჩს, ხოლო სტუმრებს მთავარი ვარსკვლავი – ჯა მორანტი დააკლდათ… Continue reading “გოლდენ სტეიტი” კონფერენციის ფინალს მიუახლოვდა

“გოლდენ სტეიტმა” “მემფისთან” გამარჯვება “მოიპარა”

MEMPHIS, TN - MAY 1: Jordan Poole #3 hi-fives Stephen Curry #30 of the Golden State Warriors during Game 1 of the 2022 NBA Playoffs Western Conference Semifinals on May 1, 2022 at FedExForum in Memphis, Tennessee. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. Mandatory Copyright Notice: Copyright 2022 NBAE (Photo by Joe Murphy/NBAE via Getty Images)

NBA-ში სტარტი აიღო პლეიოფის მეორე სტადიამ – კონფერენციის ნახევარფინალებმა. რეგულარულში მეორე ადგილზე გასულმა “მემფისმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “გოლდენ სტეიტს” და დრამატულ ბრძოლაში 116:117 დამარცხდა. შეხვედრის სტარტი “გრიზლის” უკეთესი გამოუვიდა – გუნდის ლიდერმა ჯა მორანტმა 2 შორეული სამქულიანი ჩააგდო და მასპინძლები 6 ქულიანი სხვაობით დააწინაურა. “გოლდენ სტეიტის” მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში “დაბალი” ხუთეული დააყენა, რითაც მეტოქეს… Continue reading “გოლდენ სტეიტმა” “მემფისთან” გამარჯვება “მოიპარა”

„მემფისმა“ ზედიზედ მეათე მატჩი მოიგო

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში „მემფისმა“ საკუთარ არენაზე უმასპინძლა დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ „გოლდენ სტეიტს“ და მეტოქე 116-108 დაამარცხა. მატჩის მთავარ დაპირისპირებად გამთამაშებელთა ჯახი მიიჩნეოდა ჯა მორანტი სტეფ კარის წინააღმდეგ. „გრიზლისმა“ შეხვედრა ბევრად უფრო აქტიურად დაიწყო და პირველ ტაიმში 13 სამქულიანიდან 8 ზუსტად მოათავსა კალათში. მასპინძლებმა ხელთ იგდეს ლიდერობა და მეორე მეოთხედში მათმა ჰანდიკაპმა +18-ს… Continue reading „მემფისმა“ ზედიზედ მეათე მატჩი მოიგო

კლეი ტომფსონი დაბრუნდა

941 დღიანი პაუზის შემდეგ NBA-ს ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მოთამაშე კლეი ტომფსონი კალათბურთს დაუბრუნდა. რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში „გოლდენ სტეიტმა“ საკუთარ არენაზე უმასპინძლა „კლივლენდს“ და მეტოქე 96:82 დაამარცხა. კლეი „ვორიორზის“ ძირითად ხუთეულში იყო, პარკეტზე 20 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 17 ქულა და 3 მოხსნა იყო. ტომფსონმა თამაშიდან 18-ჯერ ესროლა ბურთი და 7… Continue reading კლეი ტომფსონი დაბრუნდა

კლეი ტომფსონი საკალათბურთო მოედანს 25 დეკემბერს დაუბრუნდება

2 წელზე მეტი გავიდა, მას შემდეგ რაც „გოლდენ სტეიტის“ ვარსკვლავმა უკანახაზელმა – კლეი ტომფსონმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და საკალათბურთო მოედანს ჩამოსცილდა. 2019 წლის ნბა-ს სუპერფინალის მიმდინარეობისას კლეიმ მუხლი დაიზიანა და და დიდი ხნით გამოაკლდა გუნდს. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ტომფსონი 2020 წლის ნოემბერში მცირე ხნით ჩადგა „მწყობრში“, თუმცა მალევე განმეორებითი დაზიანება მიიღო და ისევ ლაზარეთში გადაინაცვლა.… Continue reading კლეი ტომფსონი საკალათბურთო მოედანს 25 დეკემბერს დაუბრუნდება