“ფინიქსის” წაგებათა სერია გრძელდება… მონტი უილიამსის გაწვრთნილი “სანზი” საკუთარ მოედანზე მასპინძლობდა “კლივლენდს” და მატჩის წინ მცირე ფავორიტადაც მიიჩნეოდა, თუმცა “კავალიერზმა” ბრწყინვალედ ითამაშა და მეტოქე 112-98 დაამარცხა. არიზონის შტატის წარმომადგენლებმა ზედიზედ მეექვსე მატჩი წააგეს და პირველად ამ სეზონში მოგება/წაგების ბალანსი უარყოფითი აქვთ 20/21. საჩემპიონო ამბიციების მქონე “სანზმა” უკანსკნელი 10 შეხვედრიდან უკვე 9 დათმო და კითხვის ქვეშ… Continue reading “ფინიქსის” წაგებათა სერია გრძელდება
Tag: კლივლენდ კავალიერზი
დონოვან მიტჩელის 71 ქულა “ჩიკაგოსთან”
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “კლივლენდმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ჩიკაგოს” და ოვერტაიმიან შეხვედრაში 145:134 იმარჯვა. მატჩის გმირი “კავალიერზის” უაკანა ხაზელი დონოვან მიტჩელი გახდა, რომელმაც ისტორიული შეხვედრა ჩაატარა – “სპაიდიმ” პარკეტზე 50 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 71 ქულა, 11 პასი, 8 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. მიტჩელმა 34-ჯერ ესროლა ბურთი მეტოქის კალათს, საიდანაც 22… Continue reading დონოვან მიტჩელის 71 ქულა “ჩიკაგოსთან”
ბრუკლინმა ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო
ჟაკ ვონის გაწვრთნილი “ბრუკლინი” შესანიშნავ ფორმაშია. “ნეთსმა” ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში უკვე მესამე ადგილს იკავებს ბალანსით 22/10. დღეს, გამთენიისას “ბრუკლინი” კლივლენდს ესტუმრა და ადგილობრივ “კავალიერზს” ეთამაშა. შეხვედრის მთავარი ინტრიგა კაირი ირვინგის ყოფილ გუნდთან დაპირისპირება გახლდათ. “ნეთსის” გამთამაშებელმა შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა, ნასროლი 11 სამქულიანიდან 7 ჩააგდო და მატჩი 32 ქულით დახურა. ირვინგს… Continue reading ბრუკლინმა ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო
იანისის 45 ქულამ “მილუოკის” ვერ უშველა
დონოვან მიტჩელის ტრანსფერის შემდეგ “კლივლენდი” პლეიოფის დონის გუნდად იქცა. “კავალიერზი” საკუთარ კედლებში ბრწყინვალედ ასპარეზობს და 18 გამართული მატჩიდან 16 აქვს მოგებული (ლიგის საუკეთესო შედეგი). დღეს, გამთენიისას ერთმანეთს აღმოსავლეთ კონფერენციის ორი გამორჩეული გუნდი დაუპირისპირდა. “კლივლენდმა” “მილუოკის” უმასპინძლა და მეტოქე 114-106 დაამარცხა. “კავალიერზმა” მატჩის პირველი ტაიმი უმაღლეს დონეზე ჩაატარა – ჯეი ბი ბიკერსტაფის გაწვრთნილმა გუნდმა საწყისი მეოთხედი… Continue reading იანისის 45 ქულამ “მილუოკის” ვერ უშველა
დონოვან მიტჩელის 43 ქულა და გამარჯვება “ლეიკერსთან”
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი სათამაშო დღის ცენტრალური დაპირისპირება კლივლენდში შედგა, სადაც ადგილობრივი “კავალიერზი” მასპინძლობდა “ლეიკერსს”. მატჩის მთავარი ინტრიგა გახლდათ ლებრონ ჯეიმსი დაპირისპირება თავის მშობლიურ გუნდთან. “მეფეს” კარიერულად “კლივლენდის” წინააღმდეგ შესანიშნავი სტატისტიკა აქვს – 20 გამართული შეხვედრიდან 17 მოიგო. შეხვედრის სტარტი უიღბლო გამოვიდა კალიფორნიული გუნდისთვის – პარკეტზე გატარებული 8 წუთის შემდეგ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა ენტონი დევისმა,… Continue reading დონოვან მიტჩელის 43 ქულა და გამარჯვება “ლეიკერსთან”
ლეიკერსის კრიზისი გრძელდება
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ლეიკერსმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “კლივლენდს” და 14 ქულიანი სხვაობით დამარცხდა 100-114. დარვინ ჰემის გაწვრთნილმა გუნდმა რეგულარული საშინლად დაიწყო – 9 გამართული შეხვედრიდან მხოლოდ 2 მოიგო და 7 წააგო. შეხვედრის მთავარი ინტრიგა ლებრონ ჯეიმსი იყო. “მეფე” თავის მშობლიურ გუნდს – კლივლენდ კავალიერსს უპირისპირდებოდა. სტარტი ლეიკერსს უკეთესი გამოუვიდა – ჯეიმსის და დევისის… Continue reading ლეიკერსის კრიზისი გრძელდება
გოგა ბითაძემ “კლივლენდს” 18 წუთში 15 ქულა ჩაუგდო
ბრწყინვალე სპორტულ ფორმაში იმყოფება “ინდიანას” ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე. წინა ტურში გოგამ “ვაშინგტონის” წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა – 20 ქულა დააგროვა და 7-დან 7 ბურთი ჩააგდო თამაშიდან (4-დან 4 ორქულიანი, 3-დან 3 სამქულიანი). დღეს გამთენიისას კი ბითაძემ თავისი დომინანტური თამაშით დიდი პრობლემები შეუქმნა “კლივლენდს” – ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 18 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში… Continue reading გოგა ბითაძემ “კლივლენდს” 18 წუთში 15 ქულა ჩაუგდო
დევინ ბუკერის 48 ქულა და საუკეთესო მოთამაშის ტიტული დასავლეთ კონფერენციაში
NBA-ს მიმდინარე სეზონში საუკეთესო გუნდი ულაპარაკოდ „ფინიქსია“. „სანზმა“ 43 გამართული მატჩიდან 34 მოიგი (9 მარცხი) და დამაჯერებლად ლიდერობს ლიგას. დღეს გამთენიისას მონტი უილიამსის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად დაუპირისპირდა „სან ანტონიოს“ და მეტოქე 121:107 დაამარცხა. დიდ ინტერესს იწვევედა მწვრთნელთა დუელი – მონტი უილიამსი vs გრეგ პოპოვიჩი. წლების განმავლობაში მონტი გრეგის ასისტენტად მუშაობდა და დადგა ის დროც, როდესაც… Continue reading დევინ ბუკერის 48 ქულა და საუკეთესო მოთამაშის ტიტული დასავლეთ კონფერენციაში
კლეი ტომფსონი დაბრუნდა
941 დღიანი პაუზის შემდეგ NBA-ს ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მოთამაშე კლეი ტომფსონი კალათბურთს დაუბრუნდა. რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში „გოლდენ სტეიტმა“ საკუთარ არენაზე უმასპინძლა „კლივლენდს“ და მეტოქე 96:82 დაამარცხა. კლეი „ვორიორზის“ ძირითად ხუთეულში იყო, პარკეტზე 20 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 17 ქულა და 3 მოხსნა იყო. ტომფსონმა თამაშიდან 18-ჯერ ესროლა ბურთი და 7… Continue reading კლეი ტომფსონი დაბრუნდა
40 წლის ჯო ჯონსონის დაბრუნება NBA-ში და გამარჯვება „კლივლენდთან“
NBA ებრძვის კორონავირუსის ახალ შტამს, რომელმაც მოიცვა სრულიად ამერიკის კონტინენტი. ლიგის მოთამაშეთა 25% ინფიცირებულია, თუმცა კომისრის- ადამ სილვერის გადაწყვეტილებით „ლოქდაუნი“ არ გამოცხადდება და NBA-ს რეგულარული სეზონი გრძელდება. „კლივლენდ კავალიერზი“ დიდი დანაკლისით ესტუმრა „ბოსტონს“ – ისააკ ოკორო, ევან მობლი და ჯარეტ ალენი კოვიდ-იზოლაციაში იმყოფებიან. მოველნათა ასეთმა განვითარებამ შანსი უბოძა ტაკო ფოლს, კარიერაში პირველად მოხვედრილიყო სასტარტო ხუთეულში,… Continue reading 40 წლის ჯო ჯონსონის დაბრუნება NBA-ში და გამარჯვება „კლივლენდთან“