“არტეტასაც უშვებდნენ არსენალიდან, მაგრამ…”

ჩელსი პრემიერლიგაში მე-10 ადგილზეა. ეს ბოლო მატჩები კი კატასტროფაა, ან აგებს, ან ფრეა და მწვრთნელი გრემ პოტერიც ძლივს ინარჩუნებს პოსტს. ამჯერად ტოტენჰემთან 0:2… ჩელსი 14 ქულითაა დაშორებული ჩემპიონთა ლიგის ზონას, ანუ ოთხეულს. პოტერს კი ენდობიან. გაირკვა, რომ აგენტებმა სხვადასხვა მწვრთნელები შესთავაზეს არისტოკრატთა ხელმძღვანელობას, მაგრამ უარი მიიღეს. და თავად პოტერმა ეს თქვა: „სულ მეკითხებიან ნდობაზე, რაც… Continue reading “არტეტასაც უშვებდნენ არსენალიდან, მაგრამ…”

კლოპი: კიდევ კარგი, რეალს 3 დღეში ერთხელ არ ვეთამაშებით…

Liverpool's German manager Jurgen Klopp reacts during the UEFA Champions League last 16 first leg football match between Liverpool and Real Madrid at Anfield in Liverpool, north west England on February 21, 2023. - Real Madrid won 5-2. (Photo by Paul ELLIS / AFP) (Photo by PAUL ELLIS/AFP via Getty Images)

ლივერპულის თავკაცი, იურგენ კლოპი გახარებულია, რომ რეალს ყოლველ 3 დღეში არ ეთამაშება. 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში, ენფლიდზე, მასპინძლები 2:0-ს იგებდნენ, თუმცა, საბოლოოდ, 5:2 დამარცხდნენ… “არ ვიცი ჩვენი რამდენი თამაში ნახეთ, თუმცა, ბოლო პერიოდში, ასეთი მატჩები გვქონდა. რეალი მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო გუნდია. მადლობა ღმერთს, რომ 3 დღეში ერთხელ არ  ვეთამაშებით. არის დრო, როდესაც გაუმჯობესება გვჭირდება. მაგალითად… Continue reading კლოპი: კიდევ კარგი, რეალს 3 დღეში ერთხელ არ ვეთამაშებით…

რას აპირებს კლოპი

იურგენ კლოპს ლივერპულში რთული დროება უდგას – პრემიერლიგაში, 12 ტურის შემდეგ, გუნდი მე-9 ადგილზეა. გერმანელ სპეციალისტზე, მისმა აგენტმა, მარკ კოსიცკემ ისაუბრა “შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ კლოპი წასვლას არ აპირებს. კლუბის ხელმძღვანელები ითვალისწინებენ, რომ პრობლემები წინა სეზონში გადატვირთვამ განაპირობა. იურგენს ხელმძღვანელობისგან მხარდაჭერა სიამოვნებს და მათთან მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებს. მას ლივერპული უყვარს, ფეხბურთელები და ფანები აბედნიერებენ და მოტივაციას… Continue reading რას აპირებს კლოპი

კლოპი ჯერარდზე: გადატვირთვის დროა

ასტონ ვილადან გათავისუფლების შემდეგ, სტივენ ჯერარდზე იურგენ კლოპმა ისაუბრა “მე და სტივენს მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ვესაუბრე, შეხედულებები გავცვალეთ – სათქმელი მოკლედ ვთქვით. ჯერარდის ამბიციების გათვალისწინებით, მისი იმედგაცრუება შემიძლია წარმოვიდგინო. მიუხედავად ამისა, არ ვფიქრობ რომ სტივზე უნდა ვიდარდოთ. მან იცის ფეხბურთი როგორია, იცის ასეთი საქმეები როგორ ხდება. დარტყმას ყველა ვიღებთ, მთავარია როგორ ვპასუხობთ. განსხვავებული მიზეზით, კლუბი… Continue reading კლოპი ჯერარდზე: გადატვირთვის დროა

კლოპი: არ მინდა პეპი სიტიში დარჩეს

ლივერპულის მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გვარდიოლაზე ისაუბრა და თქვა, რომ ისურვებდა ესპანელს 4 წლიანი შვებულება აეღო – გვარდიოლას კონტრაქტი ამ ზაფხულს უმთავრდება. ისურვებდი, რომ ის სიტიში დარჩეს? –  არა, მირჩევნია 4 წლიანი შვებულება აიღოს. დიახ, ამაში დარწმუნებული ვარ. ვხუმრობ, ვხუმრობ. არ ვიცი ამას რამდენად ხშირად ვამბობ, მაგრამ ის  მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. ამას ყოველ დღე ამტკიცებს. არ… Continue reading კლოპი: არ მინდა პეპი სიტიში დარჩეს

კლოპი: რომელია მსოფლიოში საუკეთესო გუნდი? 

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, მსოფლიოში საუკეთესო გუნდი დაასახელა. სიტუაციამაც მოიტანა, ის სიტისთან მატჩის მოლოდინზე საუბრობს “შეხვედრებისთვის მომზადება მიყვარს, ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოწვევაა, რადგან ფეხბურთი: სივრცეების შევსება, ფეხბურთელებთან მჭიდროდ თამაში, სწორ სივრცეში გადაადგილებაა… მანჩესტერ სიტისთან სხვაგვარადაა – ერთ წერტილში თუ ჩაკეტავთ, მეორე წერტილში გაჩნდებიან. ეს ყოველთვის გამოწვევაა. არ ვამბობ, რომ თავს ახლა შეშინებულად ვგრძნობთ. ეს… Continue reading კლოპი: რომელია მსოფლიოში საუკეთესო გუნდი? 

აგუერო არ ჩამოწერდა

არგენტინის ნაკრების და მანჩესტერ სიტის ყოფილმა თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ სეზონის ცუდი დასაწყისის მიუხედავად, ლივერპულის ჩამოწერა ჯერ ადრეა. „ლივერპულს თავდასხმაში კადრების დეფიციტი აქვს. არ გაუმართლათ ტრავმების მხრივ. მაგრამ მჯერა, რომ მოთამაშეები მალე გამოჯანმთელდებიან და ისეთივე კონკურენტუნარიანები გახდებიან, როგორებიც იყვნენ. მით უმეტეს, ასეთი ნიჭიერი მწვრთნელის ხელში. ამიტომ, ვფიქრობ, ლივერპულის ჩამოწერა ჯერ ადრეა“, – თქვა… Continue reading აგუერო არ ჩამოწერდა

ვინ შევუკვეთე, ვინ ჩამოვიდა…

დიდი შანსია, ლივერპულმა ვადამდე ადრე დაასრულოს იჯარა ბრაზილიელ ნახევარმცველთან: არტურთან. ის იუვენტუსიდან სეზონის ბოლომდეა განათხოვრებული, მაგრამ იურგენ კლოპს ფეხბურთელი არ მოსწონს. არტურზე არც იუვეში ამოსდით მზე და მთვარე, ასე რომ, კიდევ სხვაგან გაანათხოვრებენ, ან გაჰყიდიან. ბრიტანული პრესის ცნობით, კლოპი სხვა სტილის ნახევარმცველს ელოდა, უფრო სწრაფსა და ბურთის წამრთმევს. მსგავსი სჭირდებოდა, მაგრამ არტურმა ეს თვისებები ვერ… Continue reading ვინ შევუკვეთე, ვინ ჩამოვიდა…

კლოპი: როგორ გაგვიმართლა

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა როდესაც სკოტ პარკერის (ბორნმუთის ყოფილი მწვრთნელი) გათავისუფლების შესახებ შეიტყო, პრესასთან შემდეგი განაცხადა “როდესაც ეს სიახლე შევიტყვე, პირველად, რაც გავიფიქრე, ის იყო, რომ ასეთ სიტუაციაში კარგი მფლობელის ყოლა რა მნიშვნელოვანია. ზოგიერთ კლუბს სახელმწიფო აკონტროლებს, მაგრამ სხვების ისეთია – როგორიც ლივერპულის. პრემიერლიგაში სამი გუნდი გადავიდა. ნოტინგემი ბევრს ხარჯავს, ფულემიც, მაგრამ ბორნმუთისგან მსგავსი… Continue reading კლოპი: როგორ გაგვიმართლა

ვინ იქნება ევროპის საუკეთესო?

ამაღამ სტამბოლში ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი გამოცხადდება. გამოკითხვაში ევროპის 55 ქვეყნის 55 სპორტული გამოცემა და ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და კონფერენციის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე გუნდების მწვრთნელები მონაწილეობენ. საქართველოდან, უეფას პარტნიორი სარბიელი გახლავთ. უეფას უმაღლესი ჯილდოს მისაღებად ნომინირებული არიან: ქარიმ ბენზემა, ტიბო კურტუა, კევინ დე ბრუინი.   მწვრთნელთა შორის: იურგენ კლოპი, კარლო ანჩელოტი,… Continue reading ვინ იქნება ევროპის საუკეთესო?