შვიონტეკმა გოფი გაანადგურა

სან დიეგოში გრძელდება WTA-ს 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. San Diego Open-ს 1/4 ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს რეიტინგის ტოპ 10-ის ორი წარმომადგენელი დაუპირისპირდა: იგა შვიონტეკი (1) და კორი გოფი (8). მატჩის აფიშა ისეთი გახლდათ, რომ წესით შეხვედრა დაძაბული და საინტერესო უნდა გამოსულიყო, თუმცა 21 წლის პოლონელმა 66 წუთში 6:0 6:3 გაანადგურა 18 წლის ამერიკელი და 1/2 ფინალის საგზური… Continue reading შვიონტეკმა გოფი გაანადგურა

18 წლის ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის სათავეში

კანადის ქალაქ ტორონტოში დასრულდა WTA-ს მორიგი მასტერსი. წყვილთა თანრიგის ფინალურ მატჩში კორი გოფის და ჯესილა პეგულიას დუეტმა 6:4 6:7 10-5 მოუგო ნიკოლ მელიჩარის და ელენ პერესის ტანდემს. მოპოვებული გამარჯვების ფონზე 18 წლის კოკო გოფი მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი გახდა. ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში მხოლოდ მარტინა ჰინგისმა შეძლო, რომ უფრო ადრეულ ასაკში ჩადგომოდა რეიტინგს სათავეში (1998 წელს… Continue reading 18 წლის ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის სათავეში

33 ორმაგი შეცდომა 1 მატჩში

18 წლის კოკო გოფი აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას ტორონტოს მასტერსზე. ტურნირის მესამე წრეში ამერიკელმა თინეიჯერმა 7:5 4:6 7:6 სძლია მსოფლიოს მეექვსე ჩოგან არინა საბალენკას და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა. პირველი სეტის 10 გეიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა – ორივე ჩოგბურთელი წარმატებით ინარჩუნებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე.მე-11 გეიმში კოკომ ისარგებლა მეტოქის უხეში შეცდომებით, პირველივე შანსი გამოიყენა და ბრეიკი შეასრულა… Continue reading 33 ორმაგი შეცდომა 1 მატჩში

არარეალური იგა შვიონტეკი

2022 წლის მარტის დასაწყისში, როდესაც მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა ეშლი ბარტიმ მოულოდნელად დაასრულა კარიერა, საკმაოდ დიდი საშიშროება გაჩნდა იმის, რომ ქალთა საჩოგბურთო ტური საერთოდ ლიდერის გარეშე დარჩებოდა. არც ბარტის ასპარეზობის პირობებში იყო მაინდამაინც ლოგიკური WTA TOUR-ის შედეგები, თუმცა ავსტრალიელი თითქმის 3 წლის განმავლობაში იდგა რეიტინგის სათავეში, ბევრ მატჩს იგებდა და სტაბილურობის გარანტი იყო. ბარტის დიდი… Continue reading არარეალური იგა შვიონტეკი

18 წლის კოკო გაუფი “როლან გაროსის” ფინალში გავიდა

პარიზში დასასრულს უახლოვდება სეზონის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირი. ქალთა ერთუელთა თანრიგში, როლან გაროსის 1/2 ფინალურ სტადიაზე მარტივი გამარჯვებები მოიპოვეს კოკო გაუფმა და იგა შვიონტეკმა. ამერიკელი და პოლონელი ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან. თავდაპირველად კორტზე მსოფლიოს პირველი ჩოგანი – იგა შვიონტეკი გამოვიდა. პოლონელმა ჩოგბურთელმა 66 წუთში გაანადგურა დარია კასატკინა და მეტოქეს მხოლოდ 3 გეიმი “დაუთმო” 6:2 6:1.… Continue reading 18 წლის კოკო გაუფი “როლან გაროსის” ფინალში გავიდა

გორგოძე და ბოლქვაძე რეიტინგში წინ მიიწევენ

წარმატებული გამოდგა გასული კვირა ქართველი ჩოგბურთელებისთვის. ეკო გორგოძემ და მარიამ ბოლქვაძემ მსოფლიო რეიტინგში წინ წაიწიეს და გაიუმჯობესეს პოზიციები. გორგოძე აგრძელებს პირადი რეკორდების დამყარებას – გასულ კვირასთან შედარებით 3 საფეხური “მოიგო” და ამჟამად 126-ე ჩოგანია. მარიამ ბოლქვაძემ 5 პოზიციით წაიწია წინ და ამჟამად 156-ე ნომერია. მიმდინარე კვირაში საქართველოს მეორე ჩოგანი ლიონის ტურნირის ძირითად ბადეში იასპარეზებს და… Continue reading გორგოძე და ბოლქვაძე რეიტინგში წინ მიიწევენ

პირველი სენსაცია – კოკო გაუფი ასპარეზობას გამოეთიშა

WTA-ს ამომავალი ვარსკვლავისთვის – 17 წლის კოკო გაუფისთვის მიმდინარე სეზონი თითქოს ნორმალურად დაიწყო. ამერიკელი ადელაიდა 1-ის ტურნირზე მედგრად ებრძოლა მსოფლიო რეიტინგის პირველ ჩოგან ეშლი ბარტის, ადელაიდა 2-ზე ნახევარფინალამდე გავიდა და საკმაოდ მაღალი ხარისხის თამაში აჩვენა. მოსალოდნელი იყო, რომ ვუნდერკინდი ავსტრალიის ღია პირველობაზეც საკმაოდ შორს წავიდოდა და ბევრ ფავორიტს შეუქმნიდა პრობლემას, თუმცა რეალობა სხვანაირი გამოდგა. ავსტრალიის… Continue reading პირველი სენსაცია – კოკო გაუფი ასპარეზობას გამოეთიშა