ფაბრეგასი კარიერას იტალიაში გააგრძელებს

ცესკ ფაბრეგასი კარიერას იტალიაში გააგრძელებს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფაბრეგასი სერია ბ-ში მოასპარეზე კომოს ღირსებას დაიცავს. ესპანელმა ნახევარმცველმა იტალიელებთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა. შეგახსენებთ, რომ 35 წლის ფეხბურთელი ბოლოს მონაკოში თამაშობდა. ფაბრეგასი ბარსელონას აღზრდილია, თუმცა პროფესიონალური კარიერა არსენალში დაიწყო. შემდეგ იყო ბარსელონა, ჩელსი და ბოლოს როგორც გითხარით მონაკო. ცესკმა წინა სეზონში მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა.… Continue reading ფაბრეგასი კარიერას იტალიაში გააგრძელებს