თორნიკე შენგელია ევროლიგაზე დაფრინავს

ევროლიგის რეგულარული სეზონის მესამე ტურის მატჩში რუსული დაპირისპირება შედგა – მოსკოვში „ც.სკ.ა“ – მ „ზენიტს“ უმასპინძლა და მეტოქე 77:67 დაამარცხა. რუს არმიელთა გამარჯვებაში ლომის წვლილი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეიტანა – თორნიკე შენგელიამ 36 წუთში 33 ქულა( 16-დან 10 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი, 11-დან 7 ერთქულიანი), 8 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე), 2 პასი და 2 ჩაჭრა… Continue reading თორნიკე შენგელია ევროლიგაზე დაფრინავს

კონერ ფრენკამპი VTB LEAGUE-ს განაცხადშია

სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, რომ კონერ ფრენკამპი ათამაშოს VTB LEAGUE-ზე და საქართველოს ნაკრების ამერიკელი ლეგიონერი დაარეგისტრირა გუნდის განაცხადში. VTB LEAGUE-ში არსებული წესების მიხედვით გუნდს ტურნირის განაცხადში მხოლოდ 8 ლეგიონერის დარეგისტრირების უფლება აქვს, „ზენტის“ თავდაპირველი გადაწყვეტილებით კი კონერი ტოპ 8-ში ვერ მოხვდა. სუპერ თასის ფინალის პირველივე წუთზე ტრავმა მიიღო სანკტ-პეტერბურგული გუნდის გამათამაშებელმა შაბაზ ნაპიერმა, რომელიც… Continue reading კონერ ფრენკამპი VTB LEAGUE-ს განაცხადშია

თორნიკე შენგელიამ VTB ლიგის სუპერთასი მოიგო

VTB ლიგის სუპერთასის ფინალში ერთმანეთს სანქტ – პეტერბურგის „ზენიტი“ და მოსკოვის „ც.ს.კ.ა“ შეხვდნენ.რუსული არმიული კლუბის ძირითად შემადგენლობაში გახლდათ თორნიკე შენგელია, ხოლო საქართველოს ნაკრების ამერიკელი ლეგიონერი – კონერ ფრენკამპი „ზენიტის“ სატურნირო განაცხადში არ იყო. შეხვედრა სანქტ – პეტერბურგული გუნდისთვის უიღბლოდ დაიწყო – პირველივე წუთზე შაბაზ ნაპიერი მეტოქის სამწამიან ზონაში შევიდა, სადაც ფეხი გადაიბრუნა და შესაცვლელი გახდა.… Continue reading თორნიკე შენგელიამ VTB ლიგის სუპერთასი მოიგო

კონერ ფრენკამპი სუპერთასზე არ იქნება

18 სექტემებერს სტარტს აიღებს VTB LEAGUE-ს სუპერ თასი, რომელშიც მონაწილეობას 4 გუნდი მიიღებს: მოსკოვის „ც.ს.კ.ა“, სანქტ პეტერბურგის „ზენიტი“, „ლოკომოტივი“ და „უნიქსი“. პირველ სათამაშო დღეს თორნიკე შენგელიას „ც.ს.კ.ა“ „ლოკომოტივს“ შეხვდება, ხოლო საქართველოს ნაკრების ამერიკელი ლეგიონერის – კონერ ფრენკამპის „ზენიტი“ „უნიქსს“. ნახევარფინალში გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს ფინალში 19 სექტემბერს დაუპირისპირდებიან. “ზენიტის“ პრესცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუპერთასზე გუნდის შემადგენლობაში… Continue reading კონერ ფრენკამპი სუპერთასზე არ იქნება