ანტონიო კონტემ საინტერესოდ შეადარა საფეხბურთო სიგიჟეები ინგლისსა და იტალიაში. ტოტენჰემის მწვრთნელმა კონტემ ამის შესახებ მილანთან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის წინ ისაუბრა… „ვფიქრობ, ინგლისსა და იტალიაში სხვადასხვა ზეწოლაა. იტალიაში ფეხბურთზე ლაპარაკობ ორშაბათიდან კვირამდე. იწყებ შეგუებას, რომ წნეხში უნდა იყო და ამით ვითარდები. ინგლისში ფეხბურთი სიამოვნებაა, ტკბები. ინგლისში ეს არის უბრალოდ სპორტი, ხოლო იტალიაში ფეხბურთი სპორტის… Continue reading “ინგლისში ფეხბურთი სპორტია, იტალიაში კი…”
Tag: კონტე
ტოტენჰემის ბენტანკურისთვის სეზონი დამთავრდა
ტოტენჰემის ნახევარმცველს, როდრიგო ბენტანკურს, ლესტერთან (1:4) ინგლისის პრემიერ ლიგის 23-ე ტურის მატჩში მარცხენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგები დაუზინდა. შედეგად, ტრავმის გამო ურუგვაელს ექვსიდან შვიდ თვემდე გაუცდება. მიმდინარე სეზონში როდრიგომ ლონდონელების შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, ექვსი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ანტონიო კონტეს გუნდი პრემიერლიგის ცხრილში 23 ტურის შემდეგ 39 ქულით მეხუთე… Continue reading ტოტენჰემის ბენტანკურისთვის სეზონი დამთავრდა
კონტე-ტუხელი თუ უსიკი-ჯოშუა?
რა გაგრძელება მოჰყვა თომას ტუხელი-ანტონიო კონტეს ინციდენტს? როგორც იცით, ჩელსისა და ტოტენჰემის მწვრთნელები ორჯერ წაიჩხუბნენ. ჯერ გოლების ემოციურ აღნიშვნებზე, ხოლო მატჩის დასრულების შემდეგ ხელის ჩამორთმევაზე. 2:2 – დრამატული შეხვედრა და პლუს ასეთი ცხელი დასასრული. მსაჯმა ორივე გააძევა. მუნდიალ-86-ის საუკეთესო ბომბარდირი და ამჟამად ცნობილი ტელეექსპერტი გარი ლინეკერი ირონიულად გამოეხმაურა მწვრთნელების ხელების ქნევას. „არის შანსი, რომ… Continue reading კონტე-ტუხელი თუ უსიკი-ჯოშუა?
კონტე: რუსი სპორტსმენების მოკვეთა უსამართლოა…
ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ რუსი სპორტსმენების საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთას უსამართლო უწოდა “ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთისა და უკრაინის ეს სერიოზული ვითარება სპორტულ სამყაროზე აისახება. სამწუხაროა, რომ რუსი სპორტსმენები სხვადასხვა შეჯიბრებებიდან მოკვეთეს. ვფიქრობ, ეს უსამართლოა. ვიცი ყოველდღე რა შრომასაც სწევენ, რომ ამ დონეზე ითამაშონ. ასეთი პასუხი, ჩემი აზრით, არასწორია. იმედი მაქვს, პრობლემა გადაიჭრება, რადგან ამას… Continue reading კონტე: რუსი სპორტსმენების მოკვეთა უსამართლოა…
კონტრშეტევებიო, არა?!
ტოტენჰემთან წაგების შემდეგ, პეპ გვარდიოლამ მეტოქე შეაქო, თუმცა თავისებურად – თან აქო და თან აძაგა. მაგრად ითამაშესო, დაცვაში კომპაქტურად, სირვცეები არ მოგვცეს, კონტრშეტევებზე თამაშობდნენ, თუმცა რაც მომენტები ჰქონდათ გაიტანეს და სხვა ღირებული არაფერი გაუკეთებიათო. ამაზე კოენტემ ინსტაგრამში გატანილი გოლები გააზიარა და დაწერა: “კონტრშეტევები? ვფიქრობ, არა” ზოგადად, მწვრთნელები ერთმანეთს პატივს სცემენ და აღმატებით ხარისხში ლაპარაკობენ…
კეინი კონტეზე: “ვერც კი აღვწერ, როგორი კარგია”
ტოტენჰემის ფორვარდმა, ჰარი კეინმა ანტონიო კონტეს მუშაობა შეაფასა. ფეხბურთელმა იტალიელის შესახებ ბრაიტონთან გამარჯვების (3:1) შემდეგ ისაუბრა: “კონტე დიდებულია, ვერც კი აღვწერ, როგორი კარგია. მან გუნდის ფსიქოლოგია შეცვალა. მოედანზე თუ მის მიღმა, ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ,” – თქვა კეინმა
კონტე: ვიცი, ტოპ-მწვრთნელი ვარ
„ვიცი, რომ ტოპ-მწვრთნელი ვარ და დიდ ხელფასს ვიღებ“ – განაცხადა ანტონიო კონტემ და სხვადასხვა სამწვრთნელო თავისებურებებს შეეხო. „ტოტენჰემში ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ის მწვრთნელი არ ვარ, რომელიც დიდხნიან ხელშეკრულებებს აწერს ხელს. ეს არცთუ სამართლიანია. ვიცი, რომ ტოპ-მწვრთნელი ვარ და დიდი ხელფასი მაქვს, ამიტომაც მოკლევადიანი კონტრაქტი ჩემთვის პრობლემა არაა. …მინდა, რომ ტოტენჰემის შედეგები გავაუმჯობესო. ბედნიერი ვარ, რომ… Continue reading კონტე: ვიცი, ტოპ-მწვრთნელი ვარ
კონტემ ტოტენჰემში ისტორია უკვე დაწერა
პრემიერლიგის მე-20 ტურში, ტოტენჰემმა საუთჰემპტონთან შეხვედრა ფრედ (1:1) დაასრულა. ეს თამაში, ლონდონელთა თავკაცის რანგში, კონტესთვის მეშვიდე იყო. იტალიელი სპეციალისტი დეზების ისტორიაში პირველია, ვისაც პრემიერლიგის 7 მატჩში წაგება არ აქვს – 4 მოგება და 3 ფრე.
ვიდალი… ტოტენჰემი ჩემპიონი გახდება?..
არტურო ვიდალი უკმაყოფილოა ინტერში თავისი მდგომარეობით. ჩილელი უფრო ხშირად სათადარიგოა. ამ დროს კი ტოტენჰემი დაინტერესებულია მისი შეძენით. 34 წლის ვიდალის ტრანსფერის შანსს ზრდის ფაქტი, რომ ტოტენჰემს ანტონიო კონტე წვრთნის. კონტეს პერიოდში კი ვიდალი ინტერის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ვიდალი თითქმის ყოველწლიურად ქვეყნის ჩემპიონი ხდება. სადაც თამაშობს, გარანტირებულივით აქვს ჩემპიონობა… ჩილეს კოლო-კოლოში 3-ჯერ ზედიზედ. იუვენტუსში 2012, 2013,… Continue reading ვიდალი… ტოტენჰემი ჩემპიონი გახდება?..
“ამდენი ტიტული მოვიგე, ის კაცი კი მასწავლიდა პასი სად გამეკეთებინა…”
სესკ ფაბრეგასმა ის პერიოდი გაიხსენა, როცა ჩელსში თამაშობდა და მწვრთნელი ანტონიო კონტე გახლდათ. ცნობილია, რომ ფაბრეგასსა და კონტეს მთლად ტკბილი ურთიერთობა არ ჰქონდათ. „პირველად ვნახე ადამიანი, რომელსაც უნდოდა, რომ ყველაფერი მის გარშემო ისე გაეკეთებინათ, როგორც თავად სურდა. თითქოს სკოლაში დავდიოდი. კონტე გიხსნიდა ყველა ეტაპს, მეკარისგან ბურთის შემოყვანიდან კუთხურის ჩაწოდებამდე. ყველა ნაბიჯი. …ბევრი სირბილი, მაღალი ინტენსივობა,… Continue reading “ამდენი ტიტული მოვიგე, ის კაცი კი მასწავლიდა პასი სად გამეკეთებინა…”