რომამ კონფერენს ლიგა მოიგო – მოურინიომ სამეული შეკრა

კონფერენს ლიგას პირველი გამარჯვებული ჰყავს. ახალი ევროპული ტურნირი რომამ მოიგო. ჯალოროსი ტირანაში გამართულ ფინალში ფეიენოორდს შეხვდა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი 32-ე წუთზე ნიკოლო ძანიოლომ გაიტანა. მატჩი რომას უპირატესობით დაიწყო და უმეტეს წილად ასეც მიმდინარეობდა. იტალიელები განსაკუთრებით პირველ ტაიმში აქტიურობდნენ. რომას საქმე იმანაც გაურთულა, რომ ჰენრიკ მხითარიანმა ტრავმა მიიღო და მე-17 წუთზე… Continue reading რომამ კონფერენს ლიგა მოიგო – მოურინიომ სამეული შეკრა

საწყენიც, ღირსეულიც… 120 წუთს სხვა გამოცდილება სჭირდება

ბათუმის დინამომ თურქეთში ბოლო წუთამდე იბრძოლა. ბოლო, 120-ე წუთამდე… თუმცა კონფერენს ლიგას მაინც ჩამოშორდა. ყველა შემთხვევაში ქება ეკუთვნით ბათუმელებს. ბათუმის დინამომ კონფერენს ლიგის მესამე ეტაპზე შინ 1:2 წაგების მერე, სტუმრად ძირითად დროში აჯობა თურქულ სივასფორს – 1:0. ბათუმელთა გოლი ისეთს ჰგავდა, ესპანელები რომ ხატავდნენ ხოლმე ათიოდე წლის წინ: ალთუნაშვილმა ცენტრიდან ჭკვიანური პასი გაუკეთა ტეიდს, რომელმაც… Continue reading საწყენიც, ღირსეულიც… 120 წუთს სხვა გამოცდილება სჭირდება

0:1 – როცა მეტოქე უფრო ჭკვიანი და პრაქტიკულია

იმ დროს, როცა გუნდებს შორის დიდი სხვაობა არაა, ყველაფერს წვრილმანები და დეტალები წყვეტენ. რით მოუგო ბელარუსის ბატემ საქართველოს ჩემპიონატის ლიდერ ბათუმის დინამოს? უპირველესად ჭკვიანური თამაშით და სივრცეების სწორად გამოყენებით, პრაქტიკულობით, გუნდურობით და დაცვიდან შეტევაში სწორი გადასვლებით.   გია გეგუჩაძის გუნდი უშანსოდ ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა როცა ყველაზე რეალურ შანსად არდანიშნულ პენალტს ვახსენებთ, უკვე ცუდია… შეეძლო… Continue reading 0:1 – როცა მეტოქე უფრო ჭკვიანი და პრაქტიკულია