დღე მეშვიდე: ტოჩინოშინი კოტოეკოს შეერკინა [ვიდეო]

ნაცუ (მაისის) ბაშოს მე-7 დღეს, ტოჩინოშინი კოტოეკოს შეერკინა. რიკიშები ამ ორთაბრძოლას განსხვავებული ბალანსით შეხვდნენ, ქართველს 3  მოგება და 3 მარცხი ჰქონდა, იაპონელს კი – 4 მოგება და 2 მარცხი. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, აქ  ლევანის უპირატესობა  თვალსაჩინო იყო: 5:1.   საბედნიეროდ, ეს ტენდენცია გაგრძელდა.  კოტოეკომ დისტანციაზე ბრძოლა არჩია, ტოჩინოშინი მოწინააღმდეგეს ამაში ბრწყინვალედ აყვა, შემდეგ ხელში მავაში… Continue reading დღე მეშვიდე: ტოჩინოშინი კოტოეკოს შეერკინა [ვიდეო]

დღე მეექვსე: ტოჩინოშინი ჩიოშომას შეერკინა [ვიდეო]

ნაცუ ბაშოს მე-6 დღეს, ტოჩინოშინი ჩიოშომას შეერკინა. ორთაბრძოლას ორივე რიკიში ერთნაირი ბალანსით – 2:3 – შეხვდა, რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, ჩიოშომას აქ მცირე უპირატესობა ჰქონდა – 3:2.   დიახ, ლევან გორგაძემ გაიმარჯვა და მეტოქესთან დაპირისპირებების ბალანსი გაათანაბრა. ქართველმა სუმოტორმა ერთერთი ყველაზე სანახაობრივი გდება – კოტენაგე შეასრულა.   ეს ტოჩინოშინისთვის მიყოლებით მესამე გამარჯვებაა:  3:3   ხვალ კოტოეკოა… Continue reading დღე მეექვსე: ტოჩინოშინი ჩიოშომას შეერკინა [ვიდეო]

დღე მეხუთე: ტოჩინოშინი კოტოეკოს შეერკინა [ვიდეო]

ჰაცუ ბაშოს მე-5 დღეს, ტოჩინოშინი კოტოეკოს შეერკინა. ქართველი მეტოქეს ურთიერთშეხვედრებში 4:1-ს კი უგებდა, მაგრამ, ამ ბაშოზე, მეტოქე უკეთეს ფორმაშია – იაპონელს, ორთაბრძოლის დაწყებამდე, 3 მოგებადა 1 მარცხი ჰქონდა, ქართველს კი – 1 მოგება და 3 მარცხი.   საბედნიეროდ, ყველაფერი ჩვენ სასიხარულოდ დამთავრდა. ლევანმა მეტოქე ხელში აიტაცა და დოჰიოდან ასე გადადგა! კიმარიტე (ილეთი) – ცურიდაში!  … Continue reading დღე მეხუთე: ტოჩინოშინი კოტოეკოს შეერკინა [ვიდეო]

დიდებული გდება! – ტოჩინოშინმა ბაშო გამარჯვებით დაიწყო! [ვიდეო]

აკი (სექტემბრის) ბაშოს პირველ დღეს, ტოჩინოშინი კოტოეკოს შეერკინა. კოტოეკო ქართველისთვის უხერხული მეტოქე არ არის, აქამდე, ლევანმა ის 2-დან 2-ჯერ დაამარცხა და თუ ჩვენებური ნორმალურ ფორმაშია, მეტოქის დამარცხება ახლაც არ უნდა გასჭირვებოდა.   ასეც მოხდა! ტოჩინოშინმა ის უვატედაშინაგეს კიმარიტეთი დოჰიოზე დაანარცხა!   ლევანის მეტოქე ხვალ ენდო იქნება…    

დღე მეთხუთმეტე – ტოჩინოშინმა ბაშო გამარჯვებით დაასრულა! [ვიდეო]

ნაგოია ბაშოს მე-15 დღეს, ტოჩინოშინმა კოტოეკო დაამარცხა და მე-7 გამარჯვება მოიპოვა. მართალია, ქართველმა მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი) დააფიქსირა 7:8-ზე, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ პირველი ოთხი ბრძოლის შემდეგ, ქართველს გამარჯვება არ ჰქონდა – 11-დან 7 მოიგო. ის სწორედ ამიტომაა “მებრძოლი სული”