ნაცუ ბაშოს მე-4 დღეს, ტოჩინოშინი ტაკარაფუჯის შეერკინა. ორივე რიკიშისთვის წინა 3 დღე წარუმატებელი აღმოჩნდა, ურთიერთშეხვედრების ბალანსს რაც შეეხება, ამ ორთაბრძოლამდე, აქ ქართველი მცირე უპირატესობას ფლობდა: 13:11 საბედნიეროდ, ეს დღე ლევანისთვის წარმატებული აღმოჩნდა. თავდაპირველი ტაჩი-აის (შეჯახების) შემდეგ, მეტოქე კარგად შეკრა, უპირატესობა მოიპოვა და იორიკირის კიმარიტეთი გაიმარჯვა. ბალანსი: 1:3 ხვალ კოტონოშოა