დორტმუნდის რეკორდი – ალე ბორუსიაში მიდის!

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დორტმუნდი აიაქსის მოთხოვნას დათანხმდა და სებასტიან ალეში 35 მილიონ ევროს გადაიხდის! 28 წლის კოტდიუვარელისთვის გადასახდელი თანხა გერმანული გრანდის ისტორიაში რეკორდულია! თავად ალესთან პირადი კონტრაქტი მოგვარებულია. სამედიცინო შემოწმება და ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.