ლოჩოშვილი კრემონეზეს ფეხბურთელია – ქართველი მცველი სერია ა-ში ითამაშებს

უკვე ოფიციალურად, ლუკა ლოჩოშვილი კარეირას სერია ა-ში გააგრძელებს. ქართველი მცველი კრემონეზეს ღირსებას დაიცავს. ეს ინფორმაცია კლუბის ფეისბუქ გვერდმა უკვე დაადასტურა. ლოჩოშვილი დინამო თბილისის აღზრდილია. მის კარიერაში ასევე იყო კიევის დინამო და სლოვაკური ჟილინა. ლოჩოშვილი ბოლოს ავსტრიულ ვოლფსბერგერში თამაშობდა, სადაც 2 წელი დაჰყო და 69 მატჩი ჩაატარა. ლუკას ანგარიშზე საქართველოს ნაკრებში 2 შეხვედრაა. რაც შეეხება კრემონეზეს,… Continue reading ლოჩოშვილი კრემონეზეს ფეხბურთელია – ქართველი მცველი სერია ა-ში ითამაშებს

საით, პირლო?

შესაძლოა, ანდრეა პირლო კვლავ გახდეს სერია ა-ს გუნდის მწვრთნელი. პირლომ 2020-2021 წლების სეზონში იმუშავა იუვენტუსის მწვრთნელად, გაუშვეს და მასიმილიანო ალეგრი დააბრუნეს. ახლა პირლოს ორი გუნდის ვარიანტი აქვს: კრემონეზე და სპეცია. უფრო კრემონეზე აქტიურობს… საინტერესოა ამ კლუბის ამბები: 26-წლიანი შესვენების მერე დაბრუნდნენ სერია ა-ში და მწვრთნელი ფაბიო პეკია, რომელმაც გუნდი გადაიყვანა, მოულოდნელად წავიდა პოსტიდან.