ახირებული

ტოტენჰემის გულშემატკივრები ეიფორიაში არიან. ბოლოსდაბოლოს მათ მიიღეს ის, რასაც ითხოვდნენ – ანტონიო კონტე, მწვრთნელი, რომელმაც შედეგის დადება იცის. დეზებთან მის თანამშრომლობაზე ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ალაპარაკდნენ, მაგრამ მაშინ მხარეები ვერ შეთანხმდნენ. თანაც იტალიელმა თქვა, ამ ეტაპზე სამწვრთნელო საქმიანობისთვის მზად არ ვარო. ბევრმა იცის, რომ მისი საკვანძო სიტყვაა – „ჩემპიონი“. ბოლო ათი წლის განმავლობაში სამ სხვადასხვა… Continue reading ახირებული

ერიკსენის ტესტი

  გააგრძელებს თუ არა კრისტიან ერიკსენი ფეხბურთის თამაშს, ამ კითხვას პასუხი მომავალ კვირას გაეცემა. დანიელი ფეხბურთელი ტესტს ჩაიტარებს და თუ ყველაფერი კარგად დასრულდება, მინიმუმ 6 თვის გამოტოვება მაინც მოუწევს. მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატზე, დანიისა და ფინეთის ნაკრებების თამშის დროს, კრისტიანს გული გაუჩერდა.  

ერიკსენი ნორმალურ ცხოვრებში…

დანიის ნაკრების ყოფილი ლიდერი კრისტიან ერიკსენი, კოპენჰაგენის ქუჩებში დაინახეს. 29 წლის ფეხბურთელი პარტნიორ საბრინა კვისტ იენსენთან და პატარა ქალიშვილათან ერთად სეირნობდა. ერიკსენმა ევრო 2020-ის პირველი ტურის მატჩში ფინელების წინააღმდეგ, მოედანზე გონება დაკარგა. ექიმებმა შემდეგ თქვეს, რომ რამდენიმე წამი გული გაჩერებული ჰქონდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მას კარდიოვერტერ დეფიბრილატორი ჩაუყენეს, რომელიც… Continue reading ერიკსენი ნორმალურ ცხოვრებში…

ერიკსენი ზღვაზე

სოციალურ ქსელებში კრისტიან ერიკსენის პირველი ფოტო გამოჩნდა, ჰოსპიტლიდან გამოწერის შემდეგ. შეგახსენებთ, ერიკსენმა, ევრო 2020–ის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, ფინელების წინააღმდეგ, მინდორზე გონება დაკარგა. მერე ექიმებმა თქვეს, ერთი ხანი გული გაჩერებული ჰქონდაო.   ის კოპენჰაგენის რიგსჰოსპიტალში გადაიყვანეს. კარდიოვერტერის იმპლანტაცია ჩაუტარეს და რეანიმაციის შემდეგ, 18 ივნისს გამოწერეს. კრისტიანი ოჯახთან ერთად ქალაქ ოდენსეში ისვენებდა. წინა დღეს კი ტიდვილდეს… Continue reading ერიკსენი ზღვაზე

ერიკსენის პირველი სიტყვები გონზე მოსვლის შემდეგ

მსოფლიო საფეხბურთო თემი დიდ ტრაგედიას გადაურჩა. დანიელმა კრისტიან ერიკსენმა, ფინელებთან ევრო 2020-ის მატში, უეცრად გონება დაკარგა. ექიმები მას დაახლოებით 25 წუთს ასულიერებდნენ მინდორზე. მერე მათ თქვეს, ფეხბურთელს ერთ ხანს გული გაჩერებული ჰქონდაო. გერმანელმა ექიმმა, იენს კლაინფელდმა, რომელიც ამ დროს კრისტიან თავზე ადგა, ფოქს სპორტსს უთხრა: „დახლოებით 30 წამში ერიკსენმა თვალები გაახილა, მეშემეძლო მასთან მეკონტაქტა. ძალიან… Continue reading ერიკსენის პირველი სიტყვები გონზე მოსვლის შემდეგ

ერიკსენი უკვე მადლობებს იხდის

როგორც არ უნდა დასრულდეს ევრო 2020, კრისტიან ერიკსენის ინციდენტი მაინც ერთ-ერთ მთავარ ამბად შემორჩება მეხსიერებას. შაბათს ის დანია-ფინეთის მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს უეცრად წაიქცა და გონება დაკარგა. დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ასულიერებდნენ და ამას პირდაპირ ეთერში მთელი მსოფლიო უყურებდა. მერე ექიმებმა თქვეს გული გაჩერებული ჰქონდაო.   საბედნიეროდ, გადარჩა. და, აი მედიაში მისი პირველი სიტყვები გამოქვეყნდა.… Continue reading ერიკსენი უკვე მადლობებს იხდის

… მისი გული გაჩერებული იყო

კრისტიან ერიკსენს გული გაუჩერდა – ეს დაადასტურა დანიის ნაკრების ექიმმა. 29 წლის ნახევარმცველმა დანია – ფინეთის შეხვედრისას ექიმებმა ძალიან სწრაფად იმოქმედეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ის გონზე მოეყვანათ. დიდი დრო დასჭირდათ ექიმებს და, ძალიან რთული საყურებელი გახლდათ ეს ყველაფერი მაყურებლებისთვის. რაც მთავარია, როცა კრისტიანი სტადიონიდან საკაცით რომ გაჰყავდათ, უკვე გონზე იყო. ერიკსენი გადაიყვანეს კარდიოლოგიურ… Continue reading … მისი გული გაჩერებული იყო

ლაპარაკობს !

დანია – ფინეთის მატჩი ერთსაათიანი პაუზის შემდეგ განახლდა. უეფამ კი გაავრცელა ცნობა, რომ კრისტიან ერიქსენი კოპენჰაგენი კარდიოლოგიური კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და ამჟამად გამოკვლევები უტარდება… და ყველაზე მთავარი: კრისტიან ერიქსენი სუნთქავს და ლაპარაკობს, მან გაიღვიძა და გონზე მოვიდა – თქვა ფეხბურთელის აგენტმა მარტინ შუტსმა ერიქსენის მამასთან საუბრის შემდეგ ერთ-ერთი რადიოს… Continue reading ლაპარაკობს !

ტრაგედიას გადარჩენილი – ერიკსენი უგონოდ დაეცა და საავადმყოფოში გადაიყვანეს

ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩის 41-ე წუთი მიმდინარეობდა, დანია ფინეთს ხვდებოდა და მატჩისას მოხდა ის, რამაც მთელი საფეხბურთო საზოგადოება შოკში ჩააგდო. დანიელი ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი უგონოდ მიწაზე დაეცა. მის გონზე მოსვლას დიდი ხნის მანძილზე სამედიცინო პერსონალის წარმომდგენლები ცდილობდნენ, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულმა ინფორმაციამ ყველა დაგვაწყნარა, ცნობილი გახდა, რომ ერიკსენი ცოცხალია. ისიც ცნობილია,… Continue reading ტრაგედიას გადარჩენილი – ერიკსენი უგონოდ დაეცა და საავადმყოფოში გადაიყვანეს