ნეიმარი ახლა საუკეთესოა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-14 ტურში ლორიანთან გამარჯვების შემდეგ (2:1), პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელი, კრისტოფ გალტიე, ჟურნალისტებს ნეიმარის შესახებ ესაუბრა. „დააკვირდით, ნეიმარი გუნდზე თამაშობს… შესაძლოა, ეს საუკეთესო ნეიმარია, რომელიც პარიზულ კლუბში გვინახავს.“ – ციტირებს ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს ეკიპი. ნეიმარი პარი სენ-ჟერმენში 2017 წლის ზაფხულში გადავიდა 222 მილიონ ევროდ. ეს ტრანსფერი დღემდე ყველაზე ძვირადღირებულია ფეხბურთის ისტორიაში.  

კრისტოფ გალტიე: პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად არ მივიჩნევ

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში პსჟ იუვენტუსს უმასპინძლებს. მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ფრანგთა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ ისაუბრა და განაცხადა, რომ მის გუნდს ტურნირის ფავორიტად არ მიიჩნევს. “არ მგონია, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი იყოს, ჩემი გუნდის ფავორიტთა სიაში შეყვანა სხვა გუნდების დაკნინება იქნება. ყოველ სეზონში 8-9 გუნდი იმედოვნებს, რომ ტურნირს მოიგებენ, თუმცა ისინი უმეტესად ფინალშიც ვერ გადიან… Continue reading კრისტოფ გალტიე: პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად არ მივიჩნევ

რა გიკვირთ..?

პარი სენ-ჟერმენის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ, ჟურნალისტებთან ლიონელ მესის პიროვნებით აღფრთოვანება ვერ დამალა. „რა გიკივირთ? ხანგრძლივი წარმატებული კარიერა თავისთავად ნიშნავს, რომ  არაჩვეულებრივი პროფესიონალია. ლეო ამას ყოველდღე ამტკიცებს. 4 ივლისიდან  ვარჯიშებზე თავს არ ზოგავს. საწვრთნელ პროცესში ბოლომდეა ჩართული და მისი კარგი განწყობა სხვებსაც ედებათ, ლეო ყველასათვის მაგალითია. არადა, ყველაფერი მოიგო მსოფლიო ჩემპიონატის გარდა. მაინც მოტივირებულია“,… Continue reading რა გიკვირთ..?