კრიშტიანუ რონალდუ: აქ მე-5, მე-6 ან მე-7 ადგილის დასაკავებლად არ ვარ

მანჩესტერ იუნაიტედის ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ გუნდის მდგომარეობაზე და ამბიციებზე ისაუბრა. რონალდუმ განაცხადა, რომ მანჩესტერი ცხრილში ბევრად ზევით ყოფნას იმსახურებს. “მანჩესტერი მენტალიტეტით და ისტორიით სამეულში ყოფნას იმსახურებს. იმისთვის, რომ რაღაც კარგი შექმნა, ძველი უნდა გაანადგურო. ახალი წელი ახალი ცხოვრებით უნდა დავიწყოთ და ძველი ძველ წელს გავატანოთ. იმედია მანჩესტერი იმ დონეს მიაღწევს, რომელიც გულშემატკივრებს სურთ. ისინი ამას… Continue reading კრიშტიანუ რონალდუ: აქ მე-5, მე-6 ან მე-7 ადგილის დასაკავებლად არ ვარ

რონალდუ და მესი ერთ გუნდში? – ზაფხულის მოლოდინში

ბოლო პერიოდში კრიშტიანუ რონალდუს მანჩესტერიდან შესაძლო წასვლაზე აქტიურად იწერება. ცნობილია, რომ იმ შემთხვევაში თუ გუნდში სიტუაცია არ გამოსწორდება, კრიშტიანუ აგენტს ახალი გუნდის მოძებნას სთხოვს. Le10Sport-ის ინფორმაციით, პსჟ აქტიურად აკვირდება რონალდუს ირგვლივ არსებულ სიტუაციას. აღნიშნული წყარო ირწმუნება, რომ მბაპეს წასვლის შემთხვევაში, პსჟ-ს მთავარი საფიქრალი პორტუგალიელის დამატება იქნება. თუ რონალდუ პარიზულ კლუბში გადავა იგი მესის თანაგუნდელი გახდება,… Continue reading რონალდუ და მესი ერთ გუნდში? – ზაფხულის მოლოდინში

რატომ დარჩა რონალდუ განაცხადს მიღმა – კითხვა რომელიც ბევრს გაუჩნდა

ინგლისის ასოციაციის თასის 1/32 ფინალში მანჩესტერი ასტონ ვილას შეხვდა და 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი მე-8 წუთზე ფრედის პასით სკოტ მაკტომინეიმ გაიტანა. აღნიშნული შეხვედრის განაცხადში არ ყოფილა კრიშტიანუ რონალდუ. ეს ფაქტი ცხადია ბევრს გაუკვირდა. ინგლისელი ჟურნალისტის ჯეიმს დაკერის ცნობით, პორტუგალიელს კუნთის მცირე ტრავმა აქვს და რანგნიკმა მისი თამაშით აღარ გარისკა. რონალდუმ ამ სეზონში 21 მატჩი… Continue reading რატომ დარჩა რონალდუ განაცხადს მიღმა – კითხვა რომელიც ბევრს გაუჩნდა

რონალდუ ბარსელონას მშველელად? კრიშტიანუ მანჩესტერიდან წასვლაზე ფიქრობს

კრიშტიანუ რონალდუმ კარიერა შესაძლოა ბარსელონაში გააგრძელოს. Sport.es-ის ცნობით, პორტუგალიელი უკმაყოფილოა მანჩესტერში არსებული სიტუაციით და იმ შემთხვევაში თუ მდგომარეობა არ გამოწორდება, მისი აგენტი ჟორჟე მენდეში ახალ გუნდს მოუძებნის. იგივე წყარო ირწმუნება, რომ მენდეში რონალდუს ბარსელონასთვის შეთავაზებას აპირებს. პორტუგალიელ აგენტს ბლაუგრანას ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა აქვს და მენდეში კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერის გაჩარხვაზე ფიქრობს. გარდა ამისა ჩავის… Continue reading რონალდუ ბარსელონას მშველელად? კრიშტიანუ მანჩესტერიდან წასვლაზე ფიქრობს

ეს ერთი გუნდი არაა?! რონალდუ მოქმედებს…

მანჩესტერ იუნაიტედი ერთიანი გუნდი არაა და გასახდელში ცუდი სიტუაციიაო, წერს ბრიტანული პრესა. მაგალითად, Daily Express-ი აღნიშნავს, რომ კრიშტიანუ რონალდუ ბევრს არ უყვარს. ჰარი მაგუაირი, ედინსონ კავანი და მეისონ გრინვუდი გაბრაზებულები არიან, რომ კრიშტიანუ რონალდუ მოედანზე ბევრს არ მოძრაობს და მაინც გარანტირებული აქვს სათამაშო დრო. ლიუკ შოუს სიტყვებიც საბაბი გახდა. მანჩესტერის მარცხენაფლანგელმა ღიად თქვა, რომ გუნდს… Continue reading ეს ერთი გუნდი არაა?! რონალდუ მოქმედებს…

კრიშტიანუ რონალდუ: ფერგიუსონი ჩემთვის საფეხბურთო მამასავითაა

მანჩესტერ იუნაიტედის ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ სერ ალექს ფერგისონის მისდამი დამოკიდებულებაზე ისაუბრა. რონალდუმ განაცხადა, რომ შოტლანდიელი მისთვის საფეხბურთო მამასავითაა. “ძნელია, როცა 18 წლის ასაკში სპორტინგიდან მანჩესტერში გადადიხარ. მარტივი არ არის ისეთი ვარსკვლავების გვერდით ითამაშო როგორებიც სქოულზი, გიგზი, კინი, სულშერი და სხვები არიან. თავიდან ცოტა ვნერვიულობდი, თუმცა შემდეგ ფერგიუსონი კომუნიკაციაში ძალიან დამეხმარა.  ხანდახან მის კაბინეტში თარჯიმნის დახმარებით… Continue reading კრიშტიანუ რონალდუ: ფერგიუსონი ჩემთვის საფეხბურთო მამასავითაა

ყველაზე ბედნიერი დედა

ჯორჯინა როდრიგესი კრიშტიანუ რონალდუს ბავშვებთან ერთად ლაპლანდიაში გაემგზავრა სანტა კლაუსის სანახავად. ისინი საგანგებო ქოხში დაბინავდნენ, რომელიც ერთი ღამე 1 500 გირვანქა ღირს. საშობაოდ მორთულ ქოხში არის ბუხარი, სადილი ანთებული სანთლების ფონზე და ჯადოსნური ხედი თოვლიან ტყეში. ჯორჯინასთან ერთად არიან ბავშვები: კრიშტიანუ-უმცროსი, ევა, მატეო და ალანა. უახლოეს მომავალში კი ჯორჯინა რონალდუსგან ტყუპებს ელოდება. ყველაზე ბედნიერი დედა ვარ… Continue reading ყველაზე ბედნიერი დედა

რალფ რანგნიკი: არასდროს მინახვს 36 წლის ფეხბურთელი ასეთ ფორმაში ყოფილიყოს

მანჩესტერ იუნაიტედის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. გერმანელმა თქვა, რომ აქამდე არასდროს უნახავს 36 წლის ფეხბურთელი ასეთ ფორმაში ყოფილიყოს. “ფეხბურთის ხედვა ყოველთვის უნდა მოარგოთ თქვენს ხელთ არსებულ მოთამაშეებს. მე ვნახე რონალდუს თამაში არსენალის წინააღმდეგ. არასდროს მინახავს 36 წლის ფეხბურთელი ასეთ ფორმაში ყოფილიყოს.  მე არამხოლოდ რონალდუს, არამედ მთელ გუნდს ვაკვირდები. ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო… Continue reading რალფ რანგნიკი: არასდროს მინახვს 36 წლის ფეხბურთელი ასეთ ფორმაში ყოფილიყოს

კრიშტიანუ რონალდუ: 800 გოლზე გაჩერებას არ ვაპირებ

კრიშტიანუ რონალდუმ არსენალის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და კარიერაში მე-800 და 801-ე გოლი გაიტანა. ამ თემაზე პორტუგალიელმა კომენტარი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გააკეთა და განაცხადა, რომ ამაზე გაჩერებას არ აპირებს. “მოხარული ვარ, რომ ისტორიაში პირველი ფეხბურთელი ვარ, რომელმაც 800 გოლი გაიტანა. ეს საოცარი და დაუვიწყარი შეგრძნებაა. მადლობა ჩემს ყველა თანაგუნდელს იმისთვის, რომ ყოველთვის ჩემ გვერდით არიან.  800…… Continue reading კრიშტიანუ რონალდუ: 800 გოლზე გაჩერებას არ ვაპირებ

ტონი კროოსი: “აბსოლიტურად დაუმსახურებელია”

ტონი კროოსმა პოდკასტში 2021 წლის ოქროს ბურთის ცერემონია გააკრიტიკა და გამარჯვებული აბსოლიტურად დაუმსახურებლად შეაფასა. “აბსოლუტურად დაუმსახურებელია. ეჭვგარეშეა, რომ მესი, კრიშტიანუსთან ერთად, ბოლო ათწლეულის ფეხბურთელი იყო, მაგრამ წელს მის წინ სხვები უნდა ყოფილიყვნენ.” “წელს ჩემი სამეული ბენზემა, ლევანდოვსკი და ჟორჟინიოა.” – განაცხადა გერმანელმა ნახევარმცველმა