ძეგლი… აგუეროა, მაგრამ კროოსს ჰგავსო

ტონი კროოსმა იხუმრა იმ თემაზე, მანჩესტერ სიტის სტადიონთან სერხიო აგუეროს ძეგლი რომ დადგეს, აგუეროზე მეტად… კროოსს ჰგავს. სკულპტურული ნამუშევარი ბევრმა გააკრიტიკა, აგუეროს მხოლოდ გოლის რიტუალში ჰგავსო. კროოსს უფრო მიამსგავსეს და რეალის გერმანელმა ფეხბურთელმაც იხუმრა ამის შესახებ. BBC-ის ჟურნალისტმა საიმონ სტოუნმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ძეგლის ფოტო და მიაწერა: „აგუერო აქ არის“. კროოსმა კი მიუწერა: „დარწმუნებული ხართ?“

კროოსი: მანჩესტერში სამჯერ ლიგას ვერ მოვიგებდი…

Real Madrid's German midfielder Toni Kroos reacts after the UEFA Champions League football match between Sheriff and Real Madrid at Sheriff Stadium in Tiraspol on November 24, 2021. (Photo by Sergei GAPON / AFP) (Photo by SERGEI GAPON/AFP via Getty Images)

ტონი კროოსმა წარსულზე ისაუბრა. როცა ახლოს იყო მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლასთან, მაგრამ რეალი აირჩია. “2014 წელს ბაიერნიდან მანჩესტერ იუნატედში მივდიოდი. იუნაიტედი ძალიან მონდომებული იყო და მწვრთნელი დევიდ მოიესი ხშირად ამბობდა ამას. მშვენიიერი საღამო გავატარე სასიამოვნო ადამიანებთან, იუნაიტედის გეგმებზე მელაპარაკნენ. მერე პირადად მოიესსაც ვესაუბრე ზოგადად ცხოვრებაზე, ოჯახის დიდ როლზე ფეხბურთში. …შევთანხმდით და მომდევნო ნაბიჯი მანჩესტერის დათვალიერება იყო.… Continue reading კროოსი: მანჩესტერში სამჯერ ლიგას ვერ მოვიგებდი…

კროოსი და ტეკილა: როცა ცუდად გავხდი…

ტონი კროოსმა განაცხადა, რომ ალკოჰოლს ვერ იტანს და მასში კარგი არაფერია… საკუთარი გამოცდილებით. გერმანელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის დღე გაიხსენა, როცა ბაიერნში იყო და ჩელსისთან შინ პენალტებით დამარცხდნენ. „ფინალის მერე არანორმალურად დავლიეთ. ახლოს ვიყავით იმ მდგომარეობასთან, როცა სასწრაფო დახმარებას იძახებენ. სხვა გზა უკვე არ ჩანდა, ცუდად გავხდით. …ტეკილას ვსვამდი, რადგან სწორედ ეს სასმელი მომწონდა. მეორე დღეს… Continue reading კროოსი და ტეკილა: როცა ცუდად გავხდი…

რეალი მაგისტრატურაა

კარლო ანჩელოტიმ 19 წლის ფრანგი საყრდენის, ედუარდ კამავინგას პერსპექტივაზე ისაუბრა. რეალის მწვრთნელმა ხაზი გაუსვა, რომ კამავინგა ჯერ სწავლობს… „კამავინგა, ვალვერდე და სხვა ახალგაზრდები უნდა მიხვდნენ, რომ თამაშობენ მოდრიჩთან, კროოსთან და კაზემიროსთან ერთად. უნდა აფასებდნენ, რომ მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველებს უწევენ კონკურენციას და რომ მათი დროც მოვა. კამავინგას ბრწყინვალე თვისებები აქვს. ტექნიკაც, სიძლიერეც, მაგრამ ჯერ სწავლობს. მას… Continue reading რეალი მაგისტრატურაა

ფლიკის 12:0, ვერნერის 3:0 და კროოსი

2:0, 6:0, 4:0 – სამი მატჩი, სამი მოგება, ცხრა ქულა, ბურთები 12:0. ჰანსი ფლიკმა გერმანიის ნაკრებში მუშაობა მაგრად დაიწყო. მართალია, მეტოქეები ლიხტენშტაინი, სომხეთი და ისლანდია ჰყავდა, მაგრამ ისინი ჰყავს შესარჩევში და რა გერმანიის ბრალია?.. საინტერესოა, რომ ტიმო ვერნერმა სამივე თამაში შეუცვლელად ჩაატარა და სამივეში გაიტანა გოლი. არადა, ჩელსიში 8-მატჩიანი უგოლო სერია აქვს. და კიდევ, ტონი… Continue reading ფლიკის 12:0, ვერნერის 3:0 და კროოსი

კროოსი ნაკრებიდან მიდის?..

გერმანული Bild-ი წერს, რომ ტონი კროოსი მალე გამოაცხადებს სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ. კროოსი 31 წლისაა. ტონი 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა… 106 მატჩი, 17 გოლი – ასეთია მისი შედეგიანობა ნაკრებში. აი, კროოსის კომენტარი ინგლისთან წაგების (0:2) მერე: „წარმოიდგინეთ, როგორი მწარე მატჩი გვქონდა. ორივე გუნდის ჩამშლელები ანეიტრალებდნენ შეტევებს, სანამ ინგლისი არ გაიტანდა. მანამდე საგოლე შანსი თითქმის… Continue reading კროოსი ნაკრებიდან მიდის?..

პოგბას ღამე ციფრებში

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, სადაც საფრანგეთმა გერმანია დაამარცხა, კარიმ ბენზემას დაბრუნებით აღინიშნა. რეალის ფორვარდმა გოლის გატანაც მოახერხა, თუმცა თამაშგარეს გამო ის არ ჩაითვალა. ბენზემამ, მბაპემ და გრიზმანმა თამაშში ბურთი 7-ჯერ დაიბრუნეს, მიუხედავად იმისა რომ ლიოვი მათი თამაშიდან გამოთიშვას ყველანაირად ცდილობდა. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსი, მოედნის ცენტრში, პოგბასა და კროოსის დუელი იყო. ფრანგის სტატისტიკა მის თამაშზე მეტყველებს. ლუკას… Continue reading პოგბას ღამე ციფრებში

კროოსი ნაკრებიდან წასვლაზე ალაპარაკდა

მადრიდის რეალის ფეხბურთელმა, ტონი კროოსმა ნაკრებში მის მომავალზე ისაუბრა   “მივდივარ თუ არა? გადაწყვეტილებას ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მივიღებ. როცა დიდი ტურნირი მორჩება, ჰანსი ფლიკს დაველაპარაკები, მას დიდი ხანია ვიცნობ,” – თქვა ტონიმ   ბუნდესმანშაფტში კროოსი 2010 წლიდან თამაშობს და 100-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა