რონალდ კუმანმა თქვა, რომ ბარსელონა ტაქტიკური კუთხით ჩამორჩა და წარსულით ცხოვრობს. „როგორც ნიდერლანდელს, მიყვარს როცა გუნდი დომინირებს თამაშში. ბევრს ჰგონია, რომ თუ სამი ცენტრალური მცველით თამაშობ, ეს დაცვითი სისტემაა. სულაც არა, შეტევისას ფლანგელებს მეტი ეფექტი მოაქვს. ამ სქემით 3-4 თვე ვმოქმედებდით და სწორედ მაშინ ჩავატარეთ საუკეთესო მატჩები. ასე ვითამაშეთ ფინალში ბილბაოსთან. …ბარსა ახლა წარსულით ცხოვრობს.… Continue reading კუმანი: ბარსელონა დროს ჩამორჩა
Tag: კუმანი
ვარსკვლავების ბუდე… რა ხდება ამ კლუბში ასეთი?
გრონინგენი პატარა, 200 000–იანი ქალაქია ნიდერლანდებში. ქვეყნის მასშტაბით მაცხოვრობლების მიხედვით მერვე. საფეხბურთო კლუბი გრონინგენი შედეგის მხრივ კლდეებს ვერ ანგრევს, ჩემპიონი არასოდეს გამხდარა და აიაქს–პსვ–ფეიენოორდთან საერთოდ რა მოსატანია? მაგრამ გრონინგენს ერთი ნიშა აქვს. ამ კლუბში ფეხბურთელები უკეთესები ხდებიან. ახლა ჩამოვთვლით 9 მაგარ მოთამაშეს (მათ შორის, ვარსკვლავებს), რომელთა ტრამპლინიც გრონინგენი გამოდგა. არიენ რობენი (2000–2002) რობენი 18 წლისა… Continue reading ვარსკვლავების ბუდე… რა ხდება ამ კლუბში ასეთი?
რეინჯერსი… ორი ნიდერლანდელიდან ერთ-ერთი?
დღეს ან ხვალ გლაზგო რეინჯერსი მთავარი მწვრთნელის სახელს გამოაცხადებს. როგორც ბრიტანული პრესა წერს, სტივენ ჯერარდის შემცვლელი ნიდერლანდელი იქნება: ან ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი, ან რონალდ კუმანი… ვან ბრონკჰორსტი რეინჯერსში თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელიც იყო. მერე ფეიენოორდს წარმატებით წვრთნიდა და ქვეყნის ჩემპიონობამდეც კი მიიყვანა. შემდეგ წავიდა ჩინურ გუანჯოუში, სადაც რამდენიმე თვე იმუშავა. ეს შარშან. კუმანის… Continue reading რეინჯერსი… ორი ნიდერლანდელიდან ერთ-ერთი?
რა დაუჯდა ბარსას კუმანის გაშვება?
ბარსელონას კუმანის გაშვების გამო ძალიან ბევრის გადახდა მოუწევს. ელ პაისის ინფორმაციით, 58 წლის სპეციალისტს კლუბმა 12 მილიონი ევრო უნდა გადაურიცხოს. რაიო ვალეკანოსთან მარცხის (0:1) შემდეგ, ლაპორტამ ნიდერლანდელი რამდენიმე საათში დაითხოვა. დაიწერა, რომ ბარსას ჩავი ჩაიბარებს…
კუმანი: ნუ მოგვთხოვთ 1/4 ფინალში გავიდეთ, ეს არაა ნორმალური…
დინამო კიევთან მატჩის წინ, ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, ჩემპიონთა ლიგაში მისი კლუბის შანსებზე ისაუბრა “ნორმალური არ არის, რომ 1/4 ფინალში, ნახევარფინალში ან ფინალში გასვლას გვთხოვენ. უბრალოდ, შეხვედრები უნდა მოვიგოთ. მხოლოდ ხვალინდელი თამაში მაღელვებს. გარშემო მიმოიხედეთ, არიან გუნდები, რომლებსაც მეტად დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავთ, სადაც 23 ფეხბურთელი ნაკრების წევრია, იქ უკეთესი ეკონომიკური სიტუაციაა. ყველაფერი გავლენას… Continue reading კუმანი: ნუ მოგვთხოვთ 1/4 ფინალში გავიდეთ, ეს არაა ნორმალური…
მეორე შანსი კუმანს – “ტიტულებისთვის ჯერ კიდევ ვიბრძვით!”
ხავი რომ ბარსელონას მწვრთნელი არ იქნება, ამაზე ალ-სადდთან ახალი კონტრაქტიც მოწმობს. თუ წინა კონტრაქტში პირობა იდო, რომლის მიხედვითაც, ბარსელონაში გადასვლის შემთხვევაში, ის უფასოდ წავიდოდა, ახალ კონტრაქტში ეს პუნქტი გაქრა. ლაპორტას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, თითქოს პრეზიდენტსა და ხავის ურთიერთობა დაეძაბათ, მაგრამ ახლა კომუნიკაცია აღადგინეს. ბლაუგრანას პრეზიდენტმა კატალონიის რადიოსთან დაადასტურა, რომ ხავიმ ის დაარწმუნა, კუმანისთვის მეორე შანსი… Continue reading მეორე შანსი კუმანს – “ტიტულებისთვის ჯერ კიდევ ვიბრძვით!”
კუმანს ლაპარაკი აუკრძალეს?..
ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ მწვრთნელ რონალდ კუმანს ნიდერლანდელ ჟურნალისტებთან საუბარი აუკრძალაო – ამის შესახებ ნიდერლანდური პრესა წერს… ერთ-ერთი თოქ-შოუს რედაქტორმა თქვა, რომ კუმანმა მათ უარი უთხრა მონაწილეობაზე, არადა თავის მეგობარ ჯონ დე მოლის შოუში მონაწილეობა სურდაო. კუმანმა ეს უარყო: „ლაპორტა არაფერ შუაშია. ჩემი გადაწყვეტილება იყო. ლაპორტამ არც იცოდა, რომ შოუში მივდიოდი. არანაირი აკრძალვები, ყველაფერი ტყუილია.… Continue reading კუმანს ლაპარაკი აუკრძალეს?..
კანისარესი კუმანზე: ყველაზე ცუდი მწვრთნელი, ვინც კი მყოლია…
ვალენსიას ყველა დროის საუკეთესო მეკარემ სანტიაგო კანისარესმა რონალდ კუმანი გააკრიტიკა: ასეთი ცუდი მწვრთნელი გუნდში არ მყოლიაო… კუმანი 2007/2008 წლების სეზონში იყო ვალენსიაში და ვილია-სილვა-მორიენტესი-მატა- ხოაკინის გუნდი კინაღამ გავარდა ლა ლიგიდან. სამი ტურით ადრე მოხსნეს, როცა ბოლოდან მესამე ადგილზე იყო. სამაგიეროდ, მეორე უცნაურობა: კუმანის ვალენსიამ იმ სეზონში ესპანეთის თასი მოიგო. „კუმანს ფეხბურთელებისთვის ტაქტიკური ინსტრუმენტების გადაცემა არ… Continue reading კანისარესი კუმანზე: ყველაზე ცუდი მწვრთნელი, ვინც კი მყოლია…
კუმანი… 13 მილიონი პატარა ფულია?
რონალდ კუმანის ბარსელონური მომავალი დღეს გაირკვევა. შესაძლოა, დღესვე გაათავისუფლონ… ბენფიკასთან 0:3 ჩემპიონთა ლიგაში: ეს უკვე ზედმეტია, ბარსას ორ ტურში ორი წაგება აქვს და ბურთების შეფარდება 0:6. კუმანმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „არ ვიცი, კლუბის ხელმძღვანელობა რას ფიქრობს. ჩემი ბარსელონაში დარჩენა-არდარჩენის საკითხს მე არ ვწყვეტ. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ფეხბურთელებისგან სრულ მხარდაჭერას ვიღებ“. ეს მართლაც ასეა,… Continue reading კუმანი… 13 მილიონი პატარა ფულია?
კუმანი მესის მემკვიდრეზე
18 წლის ანსუ ფატის 10 თვე მუხლის ტრავმის გამო არ ეთამაშა. პრიმერას მე-7 ტურში გამოჩნდა ბოლო წუთებზე მინდორზე ლევანტეს წინააღმდეგ (3:0) და წამატებულ წუთზე გაიტანა კიდეც. „ფატის დაბრუნება უკვე სასიხარულო ამბავია. დაბრუნდა და გაიტანა, ეს იდეალურია. მხოლოდ ორი კვირაა გუნდთან ერთად ვარჯიშობს. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვს დასაძლევი. უპირველესად ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა და კარგია,… Continue reading კუმანი მესის მემკვიდრეზე