თურქეთის ნაკრებს გერმანელი გაწვრთნის

თურქეთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს: გერმანელი შტეფან კუნცი. 58 წლის გერმანელმა შენოლ გიუნეში შეცვალა… თურქებმა ევრო-2020 ცუდად ჩაატარეს და სექტემბრის მატჩებიც ცუდი გამოუვიდათ: ნიდერლანდებთან 1:6… კუნცს რაც შეეხება, გერმანიის ნაკრების ფორვარდი იყო და ევროპის ჩემპიონიც გახდა 1996 წელს. კუნც-მწვრთნელს რაც შეეხება, გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრებს წლეულს ევროპის ჩემპიონობა მოაპოვებინა. თურქები ანდრეი შევჩენკოს კანდიდატურასაც განიხილავდნენ.