კურიოზი: ფენერბაჰჩემ ტრანსფერის თანხა ავტოსალონს ჩაურიცხა…

კურიოზული ამბავია:  თურქულმა ფენერბაჰჩემ სასამართლო მოიგო და ნიდერლანდური ავტოსალონისგან მიიღო ფეხბურთელ მიჰა ზაიცის სატრანსფერო თანხა… რა შუაშია ნიდერლანდური ავტოსალონი, ტრანსფერი და ფენერბაჰჩე? შარშან მოხდა ეს კურიოზი: ფენერბაჰჩემ ზაიცი იტალიური ემპოლიდან იყიდა და თანხა (830 ათასი ევრო) შეცდომით ავტოსალონის ანგარიშზე გადარიცხა. ნიდერლანდურმა კომპანიამ ფულის დაბრუნებაზე უარი განაცხადა, ემპოლი კი, რა თქმა უნდა, ითხოვდა. სასამართლო შედგა და ავტოსალონიდან… Continue reading კურიოზი: ფენერბაჰჩემ ტრანსფერის თანხა ავტოსალონს ჩაურიცხა…

მსაჯმა ფანებს… ყვითელი ბარათი უჩვენა (+video)

SHEFFIELD, ENGLAND - MAY 23: Kevin Friend, the match referee looks on during the Premier League match between Sheffield United and Burnley at Bramall Lane on May 23, 2021 in Sheffield, England. A limited number of fans will be allowed into Premier League stadiums as Coronavirus restrictions begin to ease in the UK. (Photo by George Wood/Getty Images)

ინგლისელმა მსაჯმა კევინ ფრენდმა ასტონ ვილა-ბრისტოლის ამხანაგური მატჩი იმსაჯა და ორიგინალური ამბავი შემოგვთავაზა.   ასტონ ვილას ფანები ხშირად შეურაცხყოფას აყენებდნენ ფრენდს (ეტყობა, ძველი წყენის გამო) და ერთ მომენტშიც ხმაშეწყობილად დაიწყეს სიმღერა: „კევინ, ხელები შორს ჩვენგან“.   აქ შეურაცხმყოფელი სიტყვა არ იყო, მაგრამ ფრენდმა მაინც ვეღარ მოითმინა და გულშემატკივრებს… ყვითელი ბარათი უჩვენა. ყველას გეკუთვნითო.  

სიგიჟე ინგლისში… თავისი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და გოლი გაუტანა (+ video)

ეს 18 წლის მარლი ფრანსუაა. ინგლისური ბრისტოლის გარემარბი.  ბრისტოლი ამხანაგურში ხვდებოდა პორტსმუთს, რომელსაც თამაშის დროს 3 კაცი დაუშავდა და 10 ფეხბურთელით დარჩა.   ამხანაგური იყო და კაცნაკლულებს რომ არ გაეგრძელებინათ და თანაბარი ძალები ყოფილიყო, ბრისტოლის მწვრთნელმა პორტსმუთელებს შესთავაზა, ჩვენი მარლი ფრანსუა დაიმატეთო. ასეც მოხდა, გადაიცვა ფრანსუამ პორტსმუთის მაისურა და ბოლო წუთზე… გოლი გაიტანა.   ამ… Continue reading სიგიჟე ინგლისში… თავისი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და გოლი გაუტანა (+ video)

ბუნდესლიგის ფეხბურთელი: მე მე არ ვარ. სხვა ვარ…

„მე არ ვარ მე, მე სხვა ვარ…“   საინტერესო ისტორია, რომელიც შტუტგარტის თავდამსხმელმა სილას ვამანგიტუკამ მოჰყვა საკუთარ თავზე… კონგოელი ბუნდესლიგის ფეხბურთელია, საკმაოდ კვალიფიციური და შემთხვევით არაა, რომ უფრო ძლიერ კლუბებს აინტერესებთ. გასულ სეზონში 13 გოლი გაიტანა (ყველა ტურნირზე ერთად აღებული).   ვამანგიტუკამ განაცხადა, რომ ყოფილმა აგენტმა სახელ-გვარი შეუცვალა, ასევე გადაუკეთა დაბადების თარიღი ოფიციალურ დოკუმენტებში. ფეხბურთელმა… Continue reading ბუნდესლიგის ფეხბურთელი: მე მე არ ვარ. სხვა ვარ…