უკრაინული ზეიმი

სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში დონეცკის შახტარმა სტუმრად 1:4 დაამარცხა ლაიპციგი, რასაც გერმანული გუნდის მთავარი მწვრთნელის, დომენიკო ტედესკოს გადადგომა მოჰყვა. შახტარის გამარჯვება კი ლამის ეროვნულ ზეიმში გადაიზარდა. ფეხბურთელებს ულოცავდა ყველა, ახლობლებით დაწყებული, პოლიტიკოსებით დამთავრებული. მოგეხსენებათ, რუსეთთან ომის გამო უკრაინაში ფეხბურთს ექვსი თვის განმავლობაში არ თამაშობდნენ. მათი პრემიერლიგა კი ორი კვირის წინათ დაიწყო. შახტარი… Continue reading უკრაინული ზეიმი

ვერნერის ყიდვა-გაყიდვა…და 33,5 მილიონი?

  ტიმო ვერნერის ლაიპციგში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია. გადასვლა, დაბრუნება… როგორც გსურთ, ისე დაარქვით. ვერნერი ჩელსიში იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში, მაგრამ საუკეთესო სეზონები სწორედ ლაიპციგში ჰქონდა, 19 წლის ასაკში უკვე გერმანიის ნაკრებში მოხვდა… 2020 წელს ჩელსიმ 53 მილიონ ევროდ იყიდა ლაიპციგიდან, ახლა კი, როგორც გერმანული საიტები წერენ (Sky Sport Deutschland), სატრანსფერო თანხა 19,5 მილიონი ევრო… Continue reading ვერნერის ყიდვა-გაყიდვა…და 33,5 მილიონი?

ნორმალურია? N 1 ბომბარდირი მარჯვენა მცველია

ასეთ რამეს იშვიათად გაიგებთ. ევროპა ლიგის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ამპლუით… მარჯვენა მცველია. მისი სახელ-გვარია ჯეიმს ტავერნიე. გლაზგო რეინჯერსის 31 წლის ინგლისელი. 7 გოლი გაიტანა. მე-7 იყო ლაიპციგთან საპასუხო ნახევარფინალში. რეინჯერსს 0:1 ჰქონდა წაგებული და შინ 3:1 მოუგო. შოტლანდიური კლუბი ევროპა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც ფრანკფურტის აინტრახტს შეხვდება. 18 მაისს, სევილიის სტადიონზე… ტავერნიე მშვენივრად ასრულებს საჯარიმოებს,… Continue reading ნორმალურია? N 1 ბომბარდირი მარჯვენა მცველია

ნაგელსმანი: ტიტული? რეალსა და ბარსელონას კი არ ვწვრთნიდი?!..

იულიან ნაგელსმანმა Kicker-ს უთხრა, აქამდე რომ ტიტული არ მომიგია, ამაში უცნაური  არაფერიაო.   „მაღიზიანებს საუბრები, რომ ბაიერნში ტიტულის გარეშე მოვედი. მე რეალს ან ბარსელონას არ ვწვრთნიდი. რომ გითხრათ, კარიერას თუ უტიტულოდ დავასრულებ, სიკვდილამდე ვერ მოვისვენებ-მეთქი, ტყუილი იქნება. თუმცა მესიამოვნება, თუ ბევრს მოვიგებ.   …მინდა, რომ კარგ მწვრთნელად მთვლიდნენ. მინდა, ჩემი ფეხბურთელები კარგ ადამიანად მიცნობდნენ. მიღწევებს… Continue reading ნაგელსმანი: ტიტული? რეალსა და ბარსელონას კი არ ვწვრთნიდი?!..