იანის ანტეტენკუმპოს 40 ქულა და რთული გამარჯვება „შარლოტთან“

ძალიან საინტერესო და დრამატული გამოდგა „მილუოკი ბაქსის“ დაპირისპირება „შარლოტთან“. NBA-ს მოქმედი ჩემპიონი საკუთარ არენაზე მასპინძლობდა „ჰორნეთს“ და გამარჯვების უდავო ფავორიტადაც მიიჩნეოდა, თუმცა სიტუაცია პირველივე მეოთხედიდან გართულდა. მატჩში მშვენიერი სტარტი აიღო „შარლოტმა“ – 17-დან 10 სამქულიანი ჩაუგდო მეტოქეს და საწყისი მეოთხედი 41:25 მოიგო. ძალიან კარგად გამოიყურებოდა კელი უბრე, რომელმაც მატჩის პირველ ნახევარში 20 ქულა დააგროვა, დაბომბა… Continue reading იანის ანტეტენკუმპოს 40 ქულა და რთული გამარჯვება „შარლოტთან“

ლამელო ბოლი – საუკეთესო ქულებში, მოხსნებში და პასებში

NBA-ს გასული სეზონის საუკეთესო ახალბედა ლამელო ბოლი მიმდინარე სეზონშიც ბრწყინვალედ გამოიყურება. “შარლოტის” გამთამაშებელი საშუალოდ მატჩში 19.6 ქულას, 7.6 მოხსნას და 7.5 მოხსნას აგროვებს, მისი მარგიქმედების კოეფიციენტი კი 21.42-ს უტოლდება. დღეს გამთენიისას, “ჰორნეტსმა” მძიმე ბრძოლაში “ინდიანა” დაამარცხა, მატჩის საუკეთესო კალათბურთელად კი ამჯერადაც ლამელო დასახელდა, რომელმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა საკუთარი გუნდის წარმატებაში – 32 ქულა, 11 მოხსნა… Continue reading ლამელო ბოლი – საუკეთესო ქულებში, მოხსნებში და პასებში

ლამელო ბოლი – ნბა-ს წლის საუკეთესო ახალწვეულია

უახლოეს პერიოდში „შარლოტ ჰორნეტსის“ გამთამაშებელი ლამელო ბოლი ნბა-ს 2020-21 წლების სეზონის საუკეთესო ახალწვეულად იქნება აღიარებული(კონკურენციაში აჯობა ენტონი ედვარდსს და ტაირის ჰალიბარტონს) – ინფორმაციას ავრცელებს ESPN-ის ინსაიდერი ედრიან ვოჟნიაროვსკი. შეგახსენებთ, რომ მაიკლ ჯორდანის მფლობელობაში არსებულმა „ჰორნეტსმა“ 2020 წლის ნბა-ს დრაფტზე ლამელო მე-3 ნომრად აირჩია. 19 წლის გამთამაშებელმა სეზონში 51 მატჩი ჩაატარა, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასე… Continue reading ლამელო ბოლი – ნბა-ს წლის საუკეთესო ახალწვეულია